სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული 3D წიგნების კვირეული და უპრეცედენტო აქცია 1+5
ქართული 3D წიგნების კვირეული და უპრეცედენტო აქცია 1+5

18 თე­ბერ­ვლი­დან 6 მარ­ტის ჩათ­ვლით იმარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი 3D წიგ­ნე­ბის კვი­რე­უ­ლი. კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში, "ბიბ­ლუ­სის" მხო­ლოდ 6 ფი­ლი­ალ­ში ( იო­სე­ბი­ძის #49, ბახ­ტრი­ო­ნის #16, ქავ­თა­რა­ძის # 1(გუდ­ვი­ლი) , გლ­და­ნი მოლი, ჭავ­ჭა­ვა­ძის #7("ბიბ­ლუ­სის გა­ლე­რეა"), აღ­მა­შე­ნებ­ლის მე-15 კმ. ( თბი­ლი­სი მოლი), და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მკი­თხველ­მა უკვე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქა­ღალ­დის ინ­ჟინ­რის კოტე იანტბე­ლი­ძის მას­ტერკლას­ში - "რო­გორ შევ­ქმნათ 3D წიგ­ნე­ბი", და­ეს­წრო სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის აქ­ცი­ას გლ­და­ნი მოლ­ში, ახლა კი "ბიბ­ლუ­სის" 6 ფი­ლი­ალ­ში შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს უპ­რე­ცე­დენ­ტო აქ­ცი­ით 1+5 (ნე­ბის­მი­ე­რი 1 3D წიგ­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მკი­თხველს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა 5 წიგ­ნი სე­რი­ი­დან "დიდი ქარ­თვე­ლე­ბი").

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მოძ­რავ­ჩა­ნარ­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2011 წელს გა­მო­ვი­და. მა­შინ პირ­ვე­ლად შეძ­ლეს ბავ­შვებ­მა ვე­ფხი­სა და მოყ­მის ამ­ბა­ვი ერ­თდრო­უ­ლად წა­ე­კი­თხათ, ენა­ხათ და შე­ხე­ბოდ­ნენ. "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" მერე იყო და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე - ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი 3D წიგ­ნე­ბი­სა სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე 9 წიგ­ნია გა­მო­სუ­ლი. თი­თე­უ­ლი წიგ­ნის იდეა, მა­კე­ტი, 3D მოძ­რა­ვი ჩა­ნარ­თე­ბი, ილუსტრა­ცი­ე­ბი, დი­ზა­ი­ნი და ტექ­სტი ქარ­თველ ავ­ტო­რებს ეკუთ­ვნით - გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა ლ" ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 3D წიგ­ნე­ბის სე­რი­ას ქმნის.

თი­თე­ულ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და რამ­დე­ნი­მე ეტაპს მო­ი­ცავს. ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა პა­ტა­რე­ბის

ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, კი­თხვი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გა­მო­ჩე­ნა და მათ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მოხ­დე­ნაა. სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი წიგ­ნის კი­თხვა იწ­ვევს ბავ­შვში მო­თხო­ვი­ნი­ლე­ბას მო­მა­ვალ­ში უფრო რთუ­ლი წიგ­ნი წა­ი­კი­თხოს.

"პა­ლიტ­რა ლ"-ის ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი ბავ­შვებს სა­შუ­ლე­ბა­ას აძ­ლევს, იმოგ­ზა­უ­რონ ის­ტო­რი­ულ სამ­ყა­რო­ში და ხე­ლით შე­ე­ხონ საყ­ვა­რელ გმი­რებ­სა თუ მოვ­ლე­ნებს. ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი, დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა, არ­გო­ნავ­ტე­ბი, პრო­მე­თე, მეფე თა­მა­რი, ერეკ­ლე მე­ო­რე - ეს ქარ­თუ­ლი 3D სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­სუ­ლი წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნა­თა­ვა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ქართული 3D წიგნების კვირეული და უპრეცედენტო აქცია 1+5

ქართული 3D წიგნების კვირეული და უპრეცედენტო აქცია 1+5

18 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით იმართება ქართული 3D წიგნების კვირეული. კვირეულის ფარგლებში, "ბიბლუსის" მხოლოდ 6 ფილიალში ( იოსებიძის #49, ბახტრიონის #16, ქავთარაძის # 1(გუდვილი) , გლდანი მოლი, ჭავჭავაძის #7("ბიბლუსის გალერეა"), აღმაშენებლის მე-15 კმ. ( თბილისი მოლი), დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

მკითხველმა უკვე მიიღო მონაწილეობა ქაღალდის ინჟინრის კოტე იანტბელიძის მასტერკლასში - "როგორ შევქმნათ 3D წიგნები", დაესწრო სპეციალური გამოფენა-გაყიდვის აქციას გლდანი მოლში, ახლა კი "ბიბლუსის" 6 ფილიალში შეუძლია ისარგებლოს უპრეცედენტო აქციით 1+5 (ნებისმიერი 1 3D წიგნის შეძენის შემთხვევაში მკითხველს საჩუქრად გადაეცემა 5 წიგნი სერიიდან "დიდი ქართველები").

პირველი ქართული მოძრავჩანართებიანი წიგნი საქართველოში 2011 წელს გამოვიდა. მაშინ პირველად შეძლეს ბავშვებმა ვეფხისა და მოყმის ამბავი ერთდროულად წაეკითხათ, ენახათ და შეხებოდნენ. "ვეფხისტყაოსნის" მერე იყო დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე - ამჟამად ქართული 3D წიგნებისა სერიის ფარგლებში უკვე 9 წიგნია გამოსული. თითეული წიგნის იდეა, მაკეტი, 3D მოძრავი ჩანართები, ილუსტრაციები, დიზაინი და ტექსტი ქართველ ავტორებს ეკუთვნით - გამომცემლობა "პალიტრა ლ" ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში 3D წიგნების სერიას ქმნის.

თითეულ წიგნზე მუშაობა დაახლოებით 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ქართველი ავტორების მთავარი ამოცანა პატარების

ყურადღების მიქცევა, კითხვისადმი ინტერესის გამოჩენა და მათზე წარუშლელი შთაბეჭდილებების მოხდენაა. სამგანზომილებიანი წიგნის კითხვა იწვევს ბავშვში მოთხოვინილებას მომავალში უფრო რთული წიგნი წაიკითხოს.

"პალიტრა ლ"-ის ილუსტრირებული წიგნები ბავშვებს საშულებაას აძლევს, იმოგზაურონ ისტორიულ სამყაროში და ხელით შეეხონ საყვარელ გმირებსა თუ მოვლენებს. ვეფხისტყაოსანი, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, ვახტანგ გორგასალი, დიდოსტატის მარჯვენა, არგონავტები, პრომეთე, მეფე თამარი, ერეკლე მეორე - ეს ქართული 3D სერიის ფარგლებში გამოსული წიგნების ჩამონათავალია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს