Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიკილიკსი": აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერებს უსმენდა
"ვიკილიკსი": აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერებს უსმენდა

"ვი­კი­ლიკს­მა" სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მად, აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მოს­მე­ნებს ახორ­ცი­ე­ლებ­და.

პორ­ტა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტოს სა­მიზ­ნე გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ბან კი მუნი, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ, იტა­ლი­ის ექს-პრე­მი­ე­რი სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი და საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი იყ­ვნენ.

დო­კუ­მენ­ტე­ბი შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ბან კი მუ­ნი­სა და ან­გე­ლა მერ­კე­ლის სა­უბ­რე­ბის შე­სა­ხებ, გარ­და ამი­სა, "ვი­კი­ლიკ­სის" ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რი ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუ სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­რაქ ობა­მას­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი და სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი კი იტა­ლი­ის ეკო­ნო­მი­კის ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მსჯე­ლობ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ვიკილიკსი": აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერებს უსმენდა

"ვიკილიკსი": აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერებს უსმენდა

"ვიკილიკსმა" საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერების მოსმენებს ახორციელებდა.

პორტალის ინფორმაციით, სააგენტოს სამიზნე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, იტალიის ექს-პრემიერი სილვიო ბერლუსკონი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყვნენ.

დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას ბან კი მუნისა და ანგელა მერკელის საუბრების შესახებ, გარდა ამისა, "ვიკილიკსის" ცნობით, ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნათანიაჰუ სილვიო ბერლუსკონის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან კონტაქტის დამყარებაში დახმარებას სთხოვდა, ნიკოლა სარკოზი და სილვიო ბერლუსკონი კი იტალიის ეკონომიკის ცუდ მდგომარეობაზე მსჯელობდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა