პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამია სანადირაძე "კავკასუსის" კაბელის გამოსყიდვას აპირებს
მამია სანადირაძე "კავკასუსის" კაბელის გამოსყიდვას აპირებს

"კავ­კა­სუს-ონ­ლა­ი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ბი­თუ­მო სეგ­მენ­ტის, მათ შო­რის, შავი ზღვის ფსკერ­ზე გა­მა­ვა­ლი ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბას "კავ­კა­სუ­სის" მოქ­მედ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მარ­თავს. მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე ამ­ბობს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი საქ­მე "თა­რო­ზე" შე­მო­დო და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, უარი თქვა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, "კავ­კა­სუს-ონ­ლა­ი­ნის" სა­ცა­ლო სეგ­მენტს კი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­სუ­ლი "ვიმ­პელ­კო­მი" უმიზ­ნებს. მო­ლა­პა­რაკბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ოფი­ცი­ა­ლურ გა­რი­გე­ბა­საც ხელი მალე მო­ე­წე­რე­ბა.

"ვიმ­პელ­კო­მი" და მი­ზან­ში ამო­ღე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი

"კავ­კა­სუს-ონ­ლა­ი­ნის" გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აჟი­ო­ტა­ჟი არ ცხრე­ბა. მას შემ­დეგ, რაც კომ­პა­ნი­ის სა­ცა­ლო სეგ­მენ­ტის ყიდ­ვის სურ­ვი­ლი რუ­სულ­მა "მო­ბი­ტელ­მა" ("ვიმ­პელ­კო­მი") გა­მოთ­ქვა, პო­ლი­ტი­კოს­თა და ექ­სპერტთა ნა­წილ­მა ეს ფაქ­ტი გა­აკ­რი­ტი­კა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ-ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლის აღ­კვე­თის­კენ მო­უ­წო­და. "კავ­კა­სუს-ონ­ლა­ინ­სა" და "ვიმ­პელ­კო­მს" შო­რის კი მო­ლა­პა­რა­კე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია, გა­რი­გე­ბაც მალე შედ­გე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ, ერთი მხრივ, "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუ­სის", მე­ო­რე მხრივ კი "მაგ­თი­კო­მი­სა" და "კავ­კა­სუ­სის" შე­საძ­ლო შერ­წყმას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო.

2015 წლის 28 ოქ­ტომ­ბრის სხდო­მა­ზე "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუს-ონ­ლა­ი­ნის"

შერ­წყმის სა­კი­თხი და­იბ­ლო­კა. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა წი­ლე­ბის შერ­წყმის თა­ო­ბა­ზე გა­ნუ­ხილ­ვე­ლად და­ტო­ვა. "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, "კავ­კა­სუ­სის" შე­ძე­ნა­ზე უარი თა­ვად "სილ­ქნეტ­მა" თქვა. მი­ზე­ზი კი "კავ­კა­სუ­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, მა­მია სა­ნა­დი­რა­ძის მიერ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში კომ­პა­ნი­ის წი­ლის გას­ხვი­სე­ბის შე­ჩე­რე­ბის თხოვ­ნით შე­ტა­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გახ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მი­სი­ამ "კავ­კა­სუ­სის" "მაგ­თი­კომ­თან" შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არც მა­შინ მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი კო­მი­სი­ის კონ­კუ­რენ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ამ ორი კომ­პა­ნი­ის შერ­წყმის შემ­თხვე­ვა­ში ბაზ­რის შე­სა­ბა­მის სეგ­მენ­ტე­ზე არ­სე­ბულ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე შე­საძ­ლო გავ­ლე­ნა შე­ის­წავ­ლა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გა­ირ­კვა, რომ "მაგ­თის" მიერ "კავ­კა­სუ­სის" აქ­ტი­ვის შე­ძე­ნა კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სი­ამ "მაგ­თი­კო­მს" და "კავ­კა­სუს-ონ­ლა­ი­ნის"

სა­ო­პე­რა­ციო აქ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა მის­ცა. თუმ­ცა "კავ­კა­სუს-მაგ­თის" "მო­რი­გე­ბა" არ შედ­გა და ამ ორ კომ­პა­ნი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ი­ყი­ნა. აქ მი­ზე­ზი "ვიმ­პელ­კო­მის" ფაქ­ტო­რი გახ­და, რად­გან იგი "კავ­კა­სუს-ონ­ლა­ი­ნის" შე­სა­ძე­ნად გა­ცი­ლე­ბით დიდი ფუ­ლის და­ხარ­ჯვას აპი­რებ­და, ვიდ­რე სხვა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მამია სანადირაძე "კავკასუსის" კაბელის გამოსყიდვას აპირებს

მამია სანადირაძე "კავკასუსის" კაბელის გამოსყიდვას აპირებს

"კავკასუს-ონლაინის" დამფუძნებელი კომპანიის საბითუმო სეგმენტის, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას "კავკასუსის" მოქმედ ხელმძღვანელობასთან მართავს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ მისი საქმე "თაროზე" შემოდო და სამართლიანობის აღდგენაზე, პრაქტიკულად, უარი თქვა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, "კავკასუს-ონლაინის" საცალო სეგმენტს კი, როგორც ცნობილია, რუსული "ვიმპელკომი" უმიზნებს. მოლაპარაკბა დასრულებულია და ოფიციალურ გარიგებასაც ხელი მალე მოეწერება.

"ვიმპელკომი" და მიზანში ამოღებული ქართული აქტივები

"კავკასუს-ონლაინის" გასხვისებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ ცხრება. მას შემდეგ, რაც კომპანიის საცალო სეგმენტის ყიდვის სურვილი რუსულმა "მობიტელმა" ("ვიმპელკომი") გამოთქვა, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილმა ეს ფაქტი გააკრიტიკა და ხელისუფლებას ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლის აღკვეთისკენ მოუწოდა. "კავკასუს-ონლაინსა" და "ვიმპელკომს" შორის კი მოლაპარაკება, პრაქტიკულად, დასრულებულია, გარიგებაც მალე შედგება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო.

2015 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე "სილქნეტისა" და "კავკასუს-ონლაინის"

შერწყმის საკითხი დაიბლოკა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. "ბიზნეს-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით კი, "კავკასუსის" შეძენაზე უარი თავად "სილქნეტმა" თქვა. მიზეზი კი "კავკასუსის" დამფუძნებლის, მამია სანადირაძის მიერ მარეგულირებელ კომისიაში კომპანიის წილის გასხვისების შეჩერების თხოვნით შეტანილი სპეციალური განცხადება გახდა.

მოგვიანებით კომისიამ "კავკასუსის" "მაგთიკომთან" შესაძლო გაერთიანებაზე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება არც მაშინ მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა ამ ორი კომპანიის შერწყმის შემთხვევაში ბაზრის შესაბამის სეგმენტეზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და სპეციალური დასკვნაც გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ "მაგთის" მიერ "კავკასუსის" აქტივის შეძენა კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენდა. შესაბამისად, კომისიამ "მაგთიკომს" და "კავკასუს-ონლაინის"

საოპერაციო აქტივების შეძენის უფლება მისცა. თუმცა "კავკასუს-მაგთის" "მორიგება" არ შედგა და ამ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკება გაიყინა. აქ მიზეზი "ვიმპელკომის" ფაქტორი გახდა, რადგან იგი "კავკასუს-ონლაინის" შესაძენად გაცილებით დიდი ფულის დახარჯვას აპირებდა, ვიდრე სხვა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია