პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, ოჯახის დანგრევაა - ზაზა ხუციშვილი
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, ოჯახის დანგრევაა - ზაზა ხუციშვილი

მომ­ღე­რა­ლი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი ხა­თუ­ნა დო­ლი­ძე­ზე 39 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და, ერთ წე­ლი­წად­ში კი მა­მაც გახ­და. გო­გო­ნას ნინო-ლიზა და­არ­ქვეს. შვი­ლის­თვის სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვა­ზე ბევ­რი არ უფიქ­რი­ათ, გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა თა­ვად მი­იყ­ვა­ნეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე. ჩვენს რეს­პონ­დენტს ოჯა­ხის მი­მართ იმა­ზე მა­ღა­ლი გრძნო­ბა აკავ­ში­რებს, ვიდ­რე მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლია, რაც მის სა­უ­ბარ­ში და შე­სა­ბა­მი­სად ინ­ტერ­ვი­უ­შიც იგ­რძნო­ბა.

- სა­ნამ ცალ­კე გად­მო­ვი­დო­დი, ვცხოვ­რობ­დი არა­ყიშ­ვილ­ზე ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლში, ძმას­თან და მის ოჯახ­თან ერ­თად. ჩემს ძმას სამი შვი­ლი ჰყავს, ამა­ში ძა­ლი­ან მაგ­რად მა­ჯო­ბა. მისი სა­მი­ვე შვი­ლი ჩემ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და, პრინ­ციპ­ში, ერ­თად გავ­ზარ­დეთ და როცა მამა გავ­ხდი, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე მქონ­და, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი შვი­ლი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გრძნო­ბაა. გა­მი­მარ­თლა, რომ კარ­გი ბუ­ნე­ბის შვი­ლი მყავს, მო­სიყ­ვა­რუ­ლეა, დე­დაც ძა­ლი­ან უყ­ვარს და მა­მაც, ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, რომ სა­უ­კე­თე­სო მამა ვარ, რა­შიც ბო­ლომ­დე არ ვე­თან­ხმე­ბი... გარ­და ამი­სა, ბედ­ნი­ე­რია მა­შინ, როცა მე და ხა­თუ­ნა ვე­ფე­რე­ბით ერ­თმა­ნეთს და ამ გა­და­სა­ხე­დი­დან კი­დევ უფრო მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი იმა­ში, რომ ძა­ლი­ან დიდი და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო ოჯა­ხის შექ­მნამ­დე.

ვხე­დავ, თუ რო­გორ უცქე­რენ სხვი­სი მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას ის ბავ­შვე­ბი, ვისი დედ-მა­მაც ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობს და კი­დევ უფრო მიმ­ყარ­დე­ბა აზრი, რომ ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტი­ვი საქ­მე არაა. არას­დროს უნდა აე­რი­ოთ ვნე­ბე­ბი და გრძნო­ბე­ბი ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­ში. ჩემი აზ­რით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცუდი რამ, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე შე­ემ­თხვას, ფა­ტა­ლურ შე­დე­გებს არ ვგუ­ლის­ხმობ, ოჯა­ხის დან­გრე­ვაა. ვფიქ­რობ, ოჯა­ხი ადა­მი­ა­ნის­თვის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

- რა ასა­კი­საა ახლა თქვე­ნი შვი­ლი და რა­ტომ ჰქვია ნინო-ლიზა?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, ოჯახის დანგრევაა - ზაზა ხუციშვილი

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, ოჯახის დანგრევაა - ზაზა ხუციშვილი

მომღერალი ზაზა ხუციშვილი ხათუნა დოლიძეზე 39 წლის ასაკში დაქორწინდა, ერთ წელიწადში კი მამაც გახდა. გოგონას ნინო-ლიზა დაარქვეს. შვილისთვის სახელის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრიათ, განვითარებულმა მოვლენებმა თავად მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე. ჩვენს რესპონდენტს ოჯახის მიმართ იმაზე მაღალი გრძნობა აკავშირებს, ვიდრე მხოლოდ სიყვარულია, რაც მის საუბარში და შესაბამისად ინტერვიუშიც იგრძნობა.

- სანამ ცალკე გადმოვიდოდი, ვცხოვრობდი არაყიშვილზე ჩემი მშობლების სახლში, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად. ჩემს ძმას სამი შვილი ჰყავს, ამაში ძალიან მაგრად მაჯობა. მისი სამივე შვილი ჩემ თვალწინ გაიზარდა, პრინციპში, ერთად გავზარდეთ და როცა მამა გავხდი, ბავშვებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა, მაგრამ საკუთარი შვილი სრულიად განსხვავებული გრძნობაა. გამიმართლა, რომ კარგი ბუნების შვილი მყავს, მოსიყვარულეა, დედაც ძალიან უყვარს და მამაც, ხშირად მეუბნება, რომ საუკეთესო მამა ვარ, რაშიც ბოლომდე არ ვეთანხმები... გარდა ამისა, ბედნიერია მაშინ, როცა მე და ხათუნა ვეფერებით ერთმანეთს და ამ გადასახედიდან კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო ოჯახის შექმნამდე.

ვხედავ, თუ როგორ უცქერენ სხვისი მშობლების ურთიერთობას ის ბავშვები, ვისი დედ-მამაც ცალ-ცალკე ცხოვრობს და კიდევ უფრო მიმყარდება აზრი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მარტივი საქმე არაა. არასდროს უნდა აერიოთ ვნებები და გრძნობები ნამდვილ სიყვარულში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრების მანძილზე შეემთხვას, ფატალურ შედეგებს არ ვგულისხმობ, ოჯახის დანგრევაა. ვფიქრობ, ოჯახი ადამიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა.

- რა ასაკისაა ახლა თქვენი შვილი და რატომ ჰქვია ნინო-ლიზა?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება