რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა

პარლამენტი იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს . ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის ვინაობა იქნება მითითებული.

ცვლილება "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში უნდა შევიდეს. როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასაყვანად საკმარისი არ იქნება მხოლოდ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

"კანონპროექტის მომზადება იმ პრაქტიკულმა საჭიროებამ განაპირობა, რომელიც არსებობს სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევა, როდესაც სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანა არსებული რეგულაციების გვერდის ავლით ხორციელდება, რაც ტრეფიკინგისა და ადამიანით ვაჭრობის რეალურ საფრთხეს ქმნის. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია კანონში გაიწეროს დებულებები, რომლებიც ხელს შეუშლის სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან შემოვლითი გზებით გაყვანის მცდელობას, ამავდროულად, ზიანს არ მიაყენებს მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ნაწილში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია