მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ" - ISIS-ის ქართველი მებრძოლების ახალი ვიდეომიმართვა
"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ" - ISIS-ის ქართველი მებრძოლების ახალი ვიდეომიმართვა

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი ყვე­ბი­ან, თუ რო­გორ ჩა­ვიდ­ნენ სი­რი­ა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად. შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო ISIS-ის მე­დი­ა­ცენ­ტრ "ფუ­რა­ტის" მი­ე­რაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი და იგი ინ­ტერ­ნე­ტით ვრცელ­დე­ბა.

"ღმერ­თო ჩემო! მე ვიჩ­ქა­რე შენ­სკენ, რომ იყო ჩე­მით კმა­ყო­ფი­ლი", - ეს სი­ტყვე­ბია დარ­თუ­ლი ვი­დე­ოს შე­სა­ვალ­ში. "მე მინ­და ვი­სა­უბ­რო ჩემს ძმებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ხა­ლი­ფა­ტის მი­წა­ზე ჩა­ვიდ­ნენ და დე­და­მი­წა­ზე შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის და­წე­სე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ და და­ი­ღუპ­ნენ. ჩვენს ძმას ანასს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი. რო­დე­საც სი­რი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვე­დი გა­ვი­გე, რომ ის ალა­ჰის გზას გა­უდ­გა და წა­ვი­და სა­ხა­ლი­ფო­ში. არ გა­სუ­ლა დიდი დრო და მეც წა­ვე­დი სა­ხა­ლი­ფოს მი­წა­ზე და შევ­ხვდი მას. მა­შინ დეირ ალ-ზორ­ზე თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცია იგეგ­მე­ბო­და, და ძმე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან იქ წა­იყ­ვა­ნეს", - ამ­ბობს ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც თავ­დას­ხმა­ზე ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა, ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი, ვინც წინა ხაზ­ზე იბ­რძოდ­ნენ.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი აჭა­რელ მებ­რძოლ აბუ მა­რი­ა­მზე სა­უბ­რობს:

"ჩვე­ნი ძმა აბუ მა­რი­ა­მი 4 წლის წინ აჭა­რა­ში გა­ვი­ცა­ნი. ჩვენ მა­შინ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვე­ძებ­დით. მალე ის ეგ­ვიპ­ტე­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი და­ი­წყო ალა­ჰის კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში აჭა­რა­ში ჩვე­ნი პა­ტა­რა ჯა­მა­ა­თი გვქონ­და, ამ ჯა­მა­ა­თის ამი­რი და მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო აბუ მა­რი­ა­მი. სა­ხა­ლი­ფოს გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ხა­ლი­ფა აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი დავ­დეთ. ქარ­თუ­ლი სპეც­სასმსა­ხუ­რე­ბის მხრი­დან დევ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, აბუ მა­რი­ა­მი სრუ­ლი­ად ას­რუ­ლებ­და თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. ყო­ველ პა­რას­კევს მე­ჩეთ­ში ჯუმა-ნა­მაზს ვას­რუ­ლებ­დით და ის ჩვე­ნი იმა­მი იყო".

ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში სა­უ­ბა­რია კი­დევ ერთ ქარ­თველ მებ­რძოლ აბ­დულ ვა­ჰაბ­ზე, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა.

"რო­დე­საც მე პირ­ვე­ლად სი­რი­ა­ში ჩა­ვე­დი, და­ვი­ჭე­რი, თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ. იქი­დან სა­ქარ­თვლო­ში დე­პორ­ტით გა­მიშ­ვეს. იმ დრო­ის­თვის აბ­დულ ვა­ჰა­ბი პან­კის­ში იყო. ის მო­ვი­და ჩემ­თან, მკი­თხა, რო­გორ წა­სუ­ლი­ყო სი­რი­ა­ში. მე მას ვუ­თხა­რი, რომ ღმერ­თის წყა­ლო­ბით ჩვენ ერ­თად წა­ვი­დო­დით იქ. ეს ასეც მოხ­და. ჩვენ ერ­თად ჩა­ვე­დით სი­რი­ა­ში და სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა გა­ვი­ა­რეთ. მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ ჩვენ ერ­თად გაგვზავ­ნეს ერთ-ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში", - ამ­ბობს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი.

ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის კად­რე­ბი და ფო­ტო­ე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ" - ISIS-ის ქართველი მებრძოლების ახალი ვიდეომიმართვა

"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ" - ISIS-ის ქართველი მებრძოლების ახალი ვიდეომიმართვა

"ისლამური სახელმწიფო" ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ქართველი მებრძოლები ყვებიან, თუ როგორ ჩავიდნენ სირიაში საბრძოლველად. შესაბამისი ვიდეო ISIS-ის მედიაცენტრ "ფურატის" მიერაა მომზადებული და იგი ინტერნეტით ვრცელდება.

"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ, რომ იყო ჩემით კმაყოფილი", - ეს სიტყვებია დართული ვიდეოს შესავალში. "მე მინდა ვისაუბრო ჩემს ძმებზე, რომლებიც საქართველოდან ხალიფატის მიწაზე ჩავიდნენ და დედამიწაზე შარიათის კანონების დაწესებისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ. ჩვენს ძმას ანასს ბავშვობიდან ვიცნობდი. როდესაც სირიიდან საქართველოში ჩავედი გავიგე, რომ ის ალაჰის გზას გაუდგა და წავიდა სახალიფოში. არ გასულა დიდი დრო და მეც წავედი სახალიფოს მიწაზე და შევხვდი მას. მაშინ დეირ ალ-ზორზე თავდასხმის ოპერაცია იგეგმებოდა, და ძმები საქართველოდან იქ წაიყვანეს", - ამბობს ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი.

მისივე თქმით, როდესაც თავდასხმაზე ბრძანება გაიცა, ქართველები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც წინა ხაზზე იბრძოდნენ.

კიდევ ერთი ქართველი აჭარელ მებრძოლ აბუ მარიამზე საუბრობს:

"ჩვენი ძმა აბუ მარიამი 4 წლის წინ აჭარაში გავიცანი. ჩვენ მაშინ ჭეშმარიტებას ვეძებდით. მალე ის ეგვიპტეში სასწავლებლად წავიდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დაიწყო ალაჰის კანონებით ცხოვრება. იმ პერიოდში აჭარაში ჩვენი პატარა ჯამაათი გვქონდა, ამ ჯამაათის ამირი და მასწავლებელი იყო აბუ მარიამი. სახალიფოს გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დავდეთ. ქართული სპეცსასმსახურების მხრიდან დევნის მიუხედავად, აბუ მარიამი სრულიად ასრულებდა თავის ვალდებულებას. ყოველ პარასკევს მეჩეთში ჯუმა-ნამაზს ვასრულებდით და ის ჩვენი იმამი იყო".

ვიდეომასალაში საუბარია კიდევ ერთ ქართველ მებრძოლ აბდულ ვაჰაბზე, რომელიც სირიაში დაიღუპა.

"როდესაც მე პირველად სირიაში ჩავედი, დავიჭერი, თურქეთში გამგზავნეს სამკურნალოდ. იქიდან საქართვლოში დეპორტით გამიშვეს. იმ დროისთვის აბდულ ვაჰაბი პანკისში იყო. ის მოვიდა ჩემთან, მკითხა, როგორ წასულიყო სირიაში. მე მას ვუთხარი, რომ ღმერთის წყალობით ჩვენ ერთად წავიდოდით იქ. ეს ასეც მოხდა. ჩვენ ერთად ჩავედით სირიაში და სამხედრო მომზადება გავიარეთ. მომზადების შემდეგ ჩვენ ერთად გაგვზავნეს ერთ-ერთ ოპერაციაში", - ამბობს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

ვიდეოში ასახულია სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ქართველი მებრძოლების კადრები და ფოტოები.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა