სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის პირდაპირი დევნა" - მამუკა ახვლედიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
"ეს არის პირდაპირი დევნა" - მამუკა ახვლედიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას "პირ­და­პირ დევ­ნად" აფა­სებს და აღ­ნიშ­ნულს იმ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს უკავ­ში­რებს , სა­დაც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს აკ­რი­ტი­კებ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მას იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ პო­ზი­ცი­ის წე­რი­ლო­ბით და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ მის­ცა.

"რა თქმა უნდა, ეს უკავ­შირ­დე­ბა ჩემს მიერ გა­კე­თე­ბულ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს. ეს არის პირ­და­პი­რი დევ­ნა. ბი­უ­ლე­ტენ­ზე ვარ. ოჯა­ხის ექიმ­მა არ მომ­ცა გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა და მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დას­რულ­დეს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მომ­ცეს, წე­რი­ლით ვუხ­სნი­დი, რომ კა­ნო­ნით მაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი ეს უფ­ლე­ბა. წე­რი­ლით მივ­მარ­თე და ვთხო­ვე, წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხის­თვის დრო მო­ე­ცათ. შემ­დეგ, ყვე­ლა საბ­ჭოს წევრთან ვცდი­ლობ­დი და­კავ­ში­რე­ბას, არა­ვინ მი­პა­სუ­ხა, არც აპა­რა­ტის მო­ხე­ლე­ებ­მა, რომ მეთ­ქვა, თუ სა­ჭი­როა და თუ ვინ­მემ თქვა, რომ არ ვცხად­დე­ბი, ახ­ლა­ვე მო­ვალ და ვი­ტყვი ამ პო­ზი­ცი­ას-თქო. არც 5 სა­ათს და­ე­ლოდ­ნენ და მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მეტ სა­ხელს ვერ და­ვარ­ქმევ, ეს არის დევ­ნა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველს, რო­მე­ლიც საბ­ჭოს მხრი­დან და­სა­ხელ­და, მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ტყუ­ი­ლია, თით­ქოს მან კა­ტე­გო­რი­ე­ბი გა­ა­უქ­მა".

"იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს­გან ბრძა­ნე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას ეხე­ბა. 5 მო­სა­მარ­თლე იყო გათ­ვლი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე. ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მო­თხოვ­ნა იყო და კა­ნო­ნი­თაც ამის უფ­ლე­ბა მქონ­და. მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც იხი­ლე­ბა ერთი ძმის, ცო­ლის, მა­მის საქ­მე და შემ­ხვდა მე, იქ­ნებ საქ­მე­ე­ბი ისე გა­და­ნა­წილ­დეს, რომ ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მო­სა­მარ­თლეს და­ე­კის­როს ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მის გან­ხილ­ვა. კა­ტე­გო­რია არ გა­მი­უქ­მე­ბია, ტყუ­ილს ამ­ბო­ბენ. ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მქონ­და", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე: მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ეს არის პირდაპირი დევნა" - მამუკა ახვლედიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

"ეს არის პირდაპირი დევნა" - მამუკა ახვლედიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მის გათავისუფლებას "პირდაპირ დევნად" აფასებს და აღნიშნულს იმ საჯარო განცხადებებს უკავშირებს , სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკრიტიკებდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პოზიციის წერილობით დაფიქსირების საშუალებაც კი არ მისცა.

"რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ჩემს მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. ეს არის პირდაპირი დევნა. ბიულეტენზე ვარ. ოჯახის ექიმმა არ მომცა გამოსვლის საშუალება და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს მკურნალობის კურსი. პოზიციის გამოხატვის საშუალებაც არ მომცეს, წერილით ვუხსნიდი, რომ კანონით მაქვს მონიჭებული ეს უფლება. წერილით მივმართე და ვთხოვე, წერილობითი პასუხისთვის დრო მოეცათ. შემდეგ, ყველა საბჭოს წევრთან ვცდილობდი დაკავშირებას, არავინ მიპასუხა, არც აპარატის მოხელეებმა, რომ მეთქვა, თუ საჭიროა და თუ ვინმემ თქვა, რომ არ ვცხადდები, ახლავე მოვალ და ვიტყვი ამ პოზიციას-თქო. არც 5 საათს დაელოდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება. მეტ სახელს ვერ დავარქმევ, ეს არის დევნა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

რაც შეეხება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, რომელიც საბჭოს მხრიდან დასახელდა, მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ "ტყუილია, თითქოს მან კატეგორიები გააუქმა".

"იუსტიციის საბჭოსგან ბრძანებაზე იყო საუბარი, რომელიც სასამართლოში სპეციალიზაციას ეხება. 5 მოსამართლე იყო გათვლილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებზე. ეს მოსამართლეების მოთხოვნა იყო და კანონითაც ამის უფლება მქონდა. მოსამართლეებმა მოითხოვეს, რომ მაგალითად, როდესაც იხილება ერთი ძმის, ცოლის, მამის საქმე და შემხვდა მე, იქნებ საქმეები ისე გადანაწილდეს, რომ ყველა კატეგორიის მოსამართლეს დაეკისროს ყველა დანარჩენი კატეგორიის საქმის განხილვა. კატეგორია არ გამიუქმებია, ტყუილს ამბობენ. ამის უფლებამოსილება მქონდა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

იხილეთ ასევე: მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ