მეცნიერები დიდიხანია საუბრობენ ტკბილეულის მავნებლობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შაქრის დიდი ოდენობით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ დიაბეტი და სიმსუქნე, არამედ გულთან დაკავშირებული პრობლემები, კიბო და სხვა.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ტკბილი გაზიანი სასმელები ყოველწლიურად 184 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.
თუმცა ახლა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის მოხმარებასა და ტვინის მუშაობის დარღვევას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.