პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა შეინახოთ სწორად ყველი, რომ მან გემო და არომატი არ დაკარგოს
როგორ უნდა შეინახოთ სწორად ყველი, რომ მან გემო და არომატი არ დაკარგოს

ყვე­ლი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამ გემ­რი­ე­ლი ნა­წარ­მის უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მათი დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აც.

ამ პრო­დუქტთან მი­მარ­თე­ბა­ში, ძი­რი­თად პრობ­ლე­მას მა­ინც ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა წარ­მო­ად­გენს, რად­გან ბაზ­რებ­ში ის შე­უ­ფუ­თავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყი­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის, მა­გა­ლი­თად მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის და რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ფუ­თუ­ლი სა­ხით არ­სე­ბო­ბა ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის უცხო არ არის, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყვე­ლის ამ სა­ხით ბა­ზარ­ზე არ­სე­ბო­ბას მიჩ­ვე­უ­ლი მა­ინც ნაკ­ლე­ბა­დაა. თუმ­ცა, აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არც ისე დიდი ხა­ნია, გა­მოჩ­ნდნენ მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც ისეთ ტრა­დი­ცი­ულ პრო­დუქტს, რო­გო­რიც სულ­გუ­ნია, შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აწარ­მო­ე­ბენ.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა­ტო­მაა უკე­თე­სი სა­წარ­მო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი, ასე­ვე ჰი­გი­ე­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ქუ­ჩა­ში გან­თავ­სე­ბულ ღია დახ­ლებ­ზე შე­უ­ფუ­თა­ვი ყვე­ლის გა­ყიდ­ვა, "ნი­კო­რას" ხა­რის­ხის მარ­თვის მე­ნე­ჯერს ნინო ლეფ­სა­ი­ას ვე­სა­უბ­რეთ:

"სა­წარ­მო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხაზი კონ­ტროლ­დე­ბა ნედ­ლე­უ­ლი­დან - მზა პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბამ­დე. ვი­ცით ნედ­ლე­უ­ლის მომ­წო­დე­ბე­ლი, ასე­ვე რა პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა სა­წარ­მოო პრო­ცე­სი, კონ­ტროლ­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მზა პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვის და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, დის­ტრი­ბუ­ცი­ის ეტა­პი და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­წარ­მოო პრო­ცეს­ში კი ამ ყვე­ლაფ­რის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი და ზე­დამ­ხედ­ვე­ლი შე­სა­ბა­მი­სი რგო­ლე­ბი არ­სე­ბობს, ასე­ვე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ამ­დე­ნად, ეს ყო­ვე­ლი­ვე გვიქ­მნის იმის გა­რან­ტი­ას, რომ მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მი­სუ­ლი პრო­დუქ­ტი ყვე­ლა სა­ჭი­რო სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ ქუ­ჩა­ში გან­თავ­სე­ბულ ღია დახ­ლებ­ზე, გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ყვე­ლი იყი­დე­ბა. კერ­ძოდ, უც­ნო­ბია რა პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა მისი დამ­ზა­დე­ბა, ასე­ვე გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის მიერ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბამ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. ეს არის ღია სივ­რცე, სა­დაც არა­ნა­ი­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის და­ცუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის გამო ყვე­ლის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ვადა გა­ურ­კვე­ვე­ლია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის ვადა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლი­ან კარ­გია რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზეც შე­მო­ვი­და შე­ფუ­თუ­ლი ყვე­ლი. ჩვენც სულ ახ­ლა­ხან და­ვი­წყეთ ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა "ჩვე­ნი ფერ­მე­რის" ბრენ­დის ქვეშ", - აღ­ნიშ­ნა ნინო ლეფ­სა­ი­ამ.

გარ­და ამი­სა, იმი­სათ­ვის, რომ ყველ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო და სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბა, შე­ნახ­ვის წე­სე­ბის სწო­რად დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ვი­ცო­დეთ ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც ოჯახ­ში და მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბულ ყველს ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნას­ხვა­ვებს. ამ სა­კი­თხებ­ზე "ჩვე­ნი ფერ­მე­რის" წარ­მო­ე­ბის უფ­როსს, ლე­ვან ღლონტს ვე­სა­უბ­რეთ:

- რა წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ ყვე­ლის სწო­რად შე­ნახ­ვი­სას? სა­ჭი­რო­ებს თუ არა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სით შე­ნახ­ვას სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი?

- ზო­გა­დად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ყვე­ლის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში შე­ნახ­ვა ისე უნდა მოხ­დეს, რომ მას არ მო­ე­კი­დოს ობი ან არ გან­ვი­თარ­დეს ლპო­ბის პრო­ცე­სი. პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეთ, რომ ზო­გა­დად ყვე­ლის შე­ნახ­ვის­თვის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მია სა­ჭი­რო. თუმ­ცა, ყვე­ლის მი­ნუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ჩე­რე­ბა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი, რად­გან გა­ყინ­ვის შემ­თხვე­ვა­ში მას ეც­ვლე­ბა, რო­გორც სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბი, ასე­ვე ფე­რიც. ამი­ტომ სა­ჭი­როა ეს გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ტი მა­ცი­ვარ­ში, მშრალ, და­ხუ­რულ კონ­ტე­ი­ნერ­ში, პლი­უს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მო­ვა­თავ­სოთ. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ზო­გა­დად ყვე­ლი მა­ცი­ვარ­ში უსას­რუ­ლო ვა­დით არ უნდა ინა­ხე­ბო­დეს. დიდი ხნის მან­ძილ­ზე ამ­გვა­რად შე­ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ის კარ­გავს ტენს, შრე­ბა და ზო­მა­ზე მე­ტად მკვრივ­დე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლის შე­ნახ­ვას მა­ცივ­რის გა­რე­შე გა­და­წყვეტთ, მა­რილ­წყალ­ში დას­ვე­ლე­ბულ თეთრ ტი­ლო­ში გა­ახ­ვი­ეთ და სხვა პრო­დუქ­ტე­ბის­გან მო­შო­რე­ბით, ცალ­კე შე­ი­ნა­ხეთ. პე­რი­ო­დუ­ლად კი დას­ვე­ლე­ბუ­ლი ტილო გა­მოც­ვა­ლეთ. მა­გა­ლი­თად, იმე­რუ­ლი ყვე­ლი წა­თხში 8-10 თვე ინა­ხე­ბა, ჭყინ­ტი კი მა­ცი­ვარ­ში შე­ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­შიც, ერთ კვი­რა­ზე მეტს ვერ ძლებს. რბილ სულ­გუნს რაც შე­ე­ხე­ბა, ამ ფორ­მით მისი შე­ნახ­ვა დიდი ხნით არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, თუმ­ცა გა­მო­სა­ვა­ლი მის გა­მოშ­რო­ბა­ში და შე­ბოლ­ვა­შია, რად­გან შე­ბო­ლი­ლი სულ­გუ­ნის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა 2-3 თვის მან­ძილ­ზეც თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ.

ყვე­ლის შე­ნახ­ვა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკშიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა არა დიდი ხნით. ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის შე­ფუთ­ვა საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­თან თავ­სე­ბა­დი და და­საშ­ვე­ბი იყოს.

- რო­გორ ხდე­ბა თქვენს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ყვე­ლის შე­ნახ­ვა?

- "ჩვენ­მა ფერ­მერ­მა" ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა ცოტა ხნის წინ და­ი­წყო და სულ­გუ­ნის გარ­და, სხვა­დას­ხვა, სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ყველ­საც აწარ­მო­ებს. ესე­ნია: სულ­გუ­ნი ნივ­რი­თა და წი­წა­კით, სა­ნე­ლებ­ლე­ბით, პიტ­ნით, შაშ­ხით და ყა­ვით. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბაა. ყვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლამ­დე შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­დის, ადა­მი­ა­ნის მიერ ხე­ლით შე­ხე­ბა ან რა­ი­მე სა­ხის კონ­ტაქ­ტი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, რაც ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა­ში კი­დევ უფრო გვეხ­მა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად ჩვე­ნი სულ­გუ­ნის შე­ნახ­ვის წე­სებს, ის შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 30 დღე, +2...+6°C, მა­ცი­ვარ­ში ინა­ხე­ბა. გახ­სნის შემ­დეგ კი მომ­ხმა­რე­ბელს მისი შე­ნახ­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე შე­უძ­ლია. მინ­და გი­თხრათ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, კერ­ძოდ 1-2 თვე­ში "ჩვე­ნი ფერ­მე­რი" მო­ცა­რე­ლას წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა­საც გეგ­მავს.

მსოფ­ლი­ოს ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის მსგავ­სად, ყვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც იმ პრო­დუქტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის "უნდა იყოს" მა­ცი­ვარ­ში. სპე­ცი­ა­ლის­ტთა რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და წე­სე­ბის დაც­ვით კი ყვე­ლი თქვენს მა­ცი­ვარ­ში ყო­ველ­თვის შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მო­სა და არო­მატს.

მარი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ უნდა შეინახოთ სწორად ყველი, რომ მან გემო და არომატი არ დაკარგოს

როგორ უნდა შეინახოთ სწორად ყველი, რომ მან გემო და არომატი არ დაკარგოს

ყველი ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია. საქართველოში კი ამ გემრიელი ნაწარმის უამრავი სახეობა არსებობს, შესაბამისად განსხვავებულია მათი დამზადების ტექნოლოგიაც.

ამ პროდუქტთან მიმართებაში, ძირითად პრობლემას მაინც ჰიგიენური ნორმების დაცვა წარმოადგენს, რადგან ბაზრებში ის შეუფუთავ მდგომარეობაში იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროდუქციის, მაგალითად მზა ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების შეფუთული სახით არსებობა ქართული ბაზრისთვის უცხო არ არის, მომხმარებელი ყველის ამ სახით ბაზარზე არსებობას მიჩვეული მაინც ნაკლებადაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე დიდი ხანია, გამოჩნდნენ მწარმოებლები, რომლებიც თუნდაც ისეთ ტრადიციულ პროდუქტს, როგორიც სულგუნია, შეფუთულ მდგომარეობაში აწარმოებენ.

იმის გასარკვევად, თუ რატომაა უკეთესი საწარმოში დამზადებული ყველი, ასევე ჰიგიენური თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილია ქუჩაში განთავსებულ ღია დახლებზე შეუფუთავი ყველის გაყიდვა, "ნიკორას" ხარისხის მართვის მენეჯერს ნინო ლეფსაიას ვესაუბრეთ:

"საწარმოში დამზადებული ყველის ტექნოლოგიური ხაზი კონტროლდება ნედლეულიდან - მზა პროდუქციის მიღებამდე. ვიცით ნედლეულის მომწოდებელი, ასევე რა პირობებში ხდება საწარმოო პროცესი, კონტროლდება მიღებული მზა პროდუქციის შეფუთვის და შენახვის პირობები, დისტრიბუციის ეტაპი და სავაჭრო ობიექტის ჰიგიენური მდგომარეობა. საწარმოო პროცესში კი ამ ყველაფრის მაკონტროლებელი და ზედამხედველი შესაბამისი რგოლები არსებობს, ასევე გადანაწილებულია ფუნქცია-მოვალეობები. ამდენად, ეს ყოველივე გვიქმნის იმის გარანტიას, რომ მომხმარებლამდე მისული პროდუქტი ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ქუჩაში განთავსებულ ღია დახლებზე, გაურკვეველი წარმოშობის ყველი იყიდება. კერძოდ, უცნობია რა პირობებში ხდება მისი დამზადება, ასევე გადამყიდველების მიერ სავაჭრო ობიექტებამდე ტრანსპორტირება. ეს არის ღია სივრცე, სადაც არანაირი ჰიგიენური საშუალება არ არის დაცული. შესაბამისად, არასათანადო პირობების გამო ყველის სარეალიზაციო ვადა გაურკვეველია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქტის შენახვის ვადა გარკვეულწილად დამოკიდებულია შენახვის პირობებსა და ტემპერატურაზე. სწორედ ამიტომ, ძალიან კარგია რომ ქართულ ბაზარზეც შემოვიდა შეფუთული ყველი. ჩვენც სულ ახლახან დავიწყეთ ყველის წარმოება "ჩვენი ფერმერის" ბრენდის ქვეშ", - აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ყველმა შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო და საგემოვნო თვისება, შენახვის წესების სწორად დაცვა აუცილებელია. ასევე საინტერესოა ვიცოდეთ ის მახასიათებლები, რაც ოჯახში და მწარმოებლების მიერ დამზადებულ ყველს ერთმანეთისგან განასხვავებს. ამ საკითხებზე "ჩვენი ფერმერის" წარმოების უფროსს, ლევან ღლონტს ვესაუბრეთ:

- რა წესები უნდა დავიცვათ ყველის სწორად შენახვისას? საჭიროებს თუ არა განსხვავებული წესით შენახვას სხვადასხვა სახეობის ყველი?

- ზოგადად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა სახეობის ყველის სახლის პირობებში შენახვა ისე უნდა მოხდეს, რომ მას არ მოეკიდოს ობი ან არ განვითარდეს ლპობის პროცესი. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ზოგადად ყველის შენახვისთვის ტემპერატურული რეჟიმია საჭირო. თუმცა, ყველის მინუს ტემპერატურაზე გაჩერება არ არის რეკომენდირებული, რადგან გაყინვის შემთხვევაში მას ეცვლება, როგორც საგემოვნო თვისებები, ასევე ფერიც. ამიტომ საჭიროა ეს გემრიელი პროდუქტი მაცივარში, მშრალ, დახურულ კონტეინერში, პლიუს ტემპერატურაზე მოვათავსოთ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადად ყველი მაცივარში უსასრულო ვადით არ უნდა ინახებოდეს. დიდი ხნის მანძილზე ამგვარად შენახვის შემთხვევაში, ის კარგავს ტენს, შრება და ზომაზე მეტად მკვრივდება.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახეობის ყველის შენახვას მაცივრის გარეშე გადაწყვეტთ, მარილწყალში დასველებულ თეთრ ტილოში გაახვიეთ და სხვა პროდუქტებისგან მოშორებით, ცალკე შეინახეთ. პერიოდულად კი დასველებული ტილო გამოცვალეთ. მაგალითად, იმერული ყველი წათხში 8-10 თვე ინახება, ჭყინტი კი მაცივარში შენახვის შემთხვევაშიც, ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებს. რბილ სულგუნს რაც შეეხება, ამ ფორმით მისი შენახვა დიდი ხნით არ არის მიზანშეწონილი, თუმცა გამოსავალი მის გამოშრობაში და შებოლვაშია, რადგან შებოლილი სულგუნის საკვებად გამოყენება 2-3 თვის მანძილზეც თავისუფლად შეგიძლიათ.

ყველის შენახვა პოლიეთილენის პარკშიც შესაძლებელია, თუმცა არა დიდი ხნით. ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ პოლიეთილენის შეფუთვა საკვებ პროდუქტებთან თავსებადი და დასაშვები იყოს.

- როგორ ხდება თქვენს მიერ წარმოებული ყველის შენახვა?

- "ჩვენმა ფერმერმა" ყველის წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყო და სულგუნის გარდა, სხვადასხვა, საგემოვნო თვისებების მქონე ყველსაც აწარმოებს. ესენია: სულგუნი ნივრითა და წიწაკით, სანელებლებით, პიტნით, შაშხით და ყავით. ჩვენი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაა. ყველი მომხმარებლამდე შეფუთულ მდგომარეობაში მიდის, ადამიანის მიერ ხელით შეხება ან რაიმე სახის კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ჰიგიენური ნორმების დაცვაში კიდევ უფრო გვეხმარება. რაც შეეხება, კონკრეტულად ჩვენი სულგუნის შენახვის წესებს, ის შეფუთულ მდგომარეობაში 30 დღე, +2...+6°C, მაცივარში ინახება. გახსნის შემდეგ კი მომხმარებელს მისი შენახვა, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე შეუძლია. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში, კერძოდ 1-2 თვეში "ჩვენი ფერმერი" მოცარელას წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ყველი საქართველოშიც იმ პროდუქტს მიეკუთვნება, რომელიც ყოველთვის "უნდა იყოს" მაცივარში. სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინებითა და წესების დაცვით კი ყველი თქვენს მაცივარში ყოველთვის შეინარჩუნებს სასიამოვნო გემოსა და არომატს.

მარი ჯავახიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია