სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს
 მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი პრე­ზი­დენ­ტის კვო­ტით არ­ჩე­უ­ლი ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვი­ლის გარ­და, ყვე­ლამ და­უ­ჭი­რა.

მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ რჩე­ბა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად კი გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძე და­ი­ნიშ­ნა. ება­ნო­ი­ძე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რეა. ამას­თან, მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­და­ნაც და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად ეკა არე­ში­ძე და­ი­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა 2015 წლის ბო­ლოს სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა როცა გა­ნა­ცხა­და, რომ - "უნდა წა­ვიდ­ნენ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე". რო­გორც მა­შინ ახვლე­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია და­ნიშ­ვნე­ბის ის წესი, რომ­ლი­თაც საბ­ჭო მო­სა­მარ­თლე­ებს ნიშ­ნავს. მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, უჭირს კო­მუ­ნი­კა­ცია უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან და ვე­რა­ნა­ირ გან­ვი­თა­რე­ბას ვერ ხე­დავს არ­სე­ბუ­ლი თავ­მჯდო­მა­რი­სა და საბ­ჭოს პი­რო­ბებ­ში. მი­სი­ვე თქმით, არ აპი­რებს იო­ლად წა­ვი­დეს სის­ტე­მი­დან. რო­გორც ახვლე­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სის­ტე­მის და­სა­ცა­ვად ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

 მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა, ყველამ დაუჭირა.

მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი ებანოიძე დაინიშნა. ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარეა. ამასთან, მამუკა ახვლედიანი გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც და ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ეკა არეშიძე დაინიშნა.

შეგახსენებთ, მამუკა ახვლედიანმა 2015 წლის ბოლოს სკანდალური განცხადება გააკეთა როცა განაცხადა, რომ - "უნდა წავიდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე". როგორც მაშინ ახვლედიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია დანიშვნების ის წესი, რომლითაც საბჭო მოსამართლეებს ნიშნავს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, უჭირს კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვერანაირ განვითარებას ვერ ხედავს არსებული თავმჯდომარისა და საბჭოს პირობებში. მისივე თქმით, არ აპირებს იოლად წავიდეს სისტემიდან. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, სისტემის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია