მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ნაპოვნია
4 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ნაპოვნია

4 დღის წინ გა­ტა­ცე­ბუ­ლი 17 წლის გო­გო­ნა ნა­პოვ­ნია. სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას მა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი უკვე პო­ლი­ცი­ას ჰყავს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო გამ­ტა­ცებ­ლებს, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ დრომ­დე არ ფლო­ბენ.

ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. აქვე იმ­ყო­ფე­ბი­ან გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას დე­დის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი შვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ

ფო­ნი­ჭა­ლი­დან გა­ტა­ცე­ბულ გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მარ­თავ­დნე­ნენ აქ­ცი­ებს ფო­ნი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნას სთხოვ­დნენ. ბა­ი­რა­მო­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გამ­ტა­ცებ­ლებს მცდე­ლო­ბა ჰქონ­დათ გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ეყ­ვა­ნათ, თუმ­ცა ვერ შეძ­ლეს. ბა­ი­რა­მო­ვას დე­დის ნა­ი­ლა გუ­რა­ბა­ნო­ვას თქმით კი, გამ­ტა­ცებ­ლის მშობ­ლებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ის­ყი­დეს: "გამ­ტა­ცებ­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა ქრთა­მი გა­და­უ­ხა­დეს პო­ლი­ცი­ას. მშობ­ლე­ბი პე­ტერ­ბურ­გი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ და სწო­რედ მათ მო­ის­ყი­დეს ისი­ნი. ამი­ტომ არ მიბ­რუ­ნე­ბენ ქა­ლიშ­ვილს", - ამ­ბობს არას­რულ­წლოვ­ნის დედა.

"ჩემი შვი­ლი მას­წავ­ლებ­ლებ­თან ემ­ზა­დე­ბო­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავ­და. გა­ი­ტა­ცა მის­თვის უც­ნობ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ არას­რულ­წლო­ვა­ნია. თუმ­ცა, მას თან ახ­ლავს რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი, რომ­ლე­ბიც 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. პო­ლი­ცი­ას­თან ვა­სა­ხე­ლებთ კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არა­ნა­ირ რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დე­ნენ", - აცხა­დებ­და ნა­ი­ლა გუ­რა­ბა­ნო­ვა.

შსს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აწარ­მო­ებს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: 17 წლის სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა გამ­ტა­ცებ­ლებ­მა სახ­ლში ტაქ­სით და­აბ­რუ­ნეს

ლაშექსა
0

ვინა სამირა ბაირამოვა გაფიცებთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

4 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ნაპოვნია

4 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ნაპოვნია

4 დღის წინ გატაცებული 17 წლის გოგონა ნაპოვნია. სამირა ბაირამოვას მამის ინფორმაციით, მისი შვილი უკვე პოლიციას ჰყავს. რაც შეეხება სავარაუდო გამტაცებლებს, ოჯახის წევრები მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ.

ქვემო ფონიჭალაში პოლიციის შენობასთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. აქვე იმყოფებიან გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები.

იხილეთ ვიდეო: გატაცებული გოგონას დედის პირველი კომენტარი შვილის დაბრუნების შემდეგ

ფონიჭალიდან გატაცებულ გოგონას ახლობლები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ოჯახის წევრები და ნათესავები პერმანენტულად მართავდნენენ აქციებს ფონიჭალაში მდებარე პოლიციის შენობასთან და სამართალდამცველებს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას სთხოვდნენ. ბაირამოვების განცხადებით, გამტაცებლებს მცდელობა ჰქონდათ გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა ვერ შეძლეს. ბაირამოვას დედის ნაილა გურაბანოვას თქმით კი, გამტაცებლის მშობლებმა სამართალდამცველები მოისყიდეს: "გამტაცებლის ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს პოლიციას. მშობლები პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ და სწორედ მათ მოისყიდეს ისინი. ამიტომ არ მიბრუნებენ ქალიშვილს", - ამბობს არასრულწლოვნის დედა.

"ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ", - აცხადებდა ნაილა გურაბანოვა.

შსს მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ: 17 წლის სამირა ბაირამოვა გამტაცებლებმა სახლში ტაქსით დააბრუნეს