პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩუმად დარეკა ბიძასთან, სადღაც პარლამენტის გვერდზე ვარო..." - რას ყვებიან გატაცებული 17 წლის გოგონას ახლობლები
"ჩუმად დარეკა ბიძასთან, სადღაც პარლამენტის გვერდზე ვარო..." - რას ყვებიან გატაცებული 17 წლის გოგონას ახლობლები

ფო­ნი­ჭა­ლი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი 17 წლის გო­გო­ნას, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას ახ­ლობ­ლე­ბის აქ­ცია ფო­ნი­ჭა­ლა­ში პო­ლი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას და არას­რულ­წლო­ვა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნას ითხო­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ მარ­ნე­ულ­შია წაყ­ვა­ნი­ლი და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან პო­ლი­ცი­ას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. რო­გორც გა­ტა­ცე­ბუ­ლის დედა, ნა­ი­ლა გუ­რა­ბა­ნო­ვა აცხა­დებს, გამ­ტა­ცებ­ლებს მცდე­ლო­ბა ჰქონ­დათ გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ეყ­ვა­ნათ, თუმ­ცა ვერ შეძ­ლეს.

სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ცოტა ხნის წინ გო­გო­ნა და­უ­კავ­შირ­დათ და შვე­ლა ითხო­ვა. არას­რულ­წლო­ვა­ნის ნა­თე­სა­ვის თქმით, გო­გო­ნამ ჩუ­მად მო­ა­ხერ­ხა ბი­ძას­თან და­რეკ­ვა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ თბი­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი პო­ლი­ცი­ის­გან სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ. ბა­ი­რა­მო­ვას დე­დის თქმით კი, გამ­ტა­ცებ­ლის მშობ­ლებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ის­ყი­დეს: "გამ­ტა­ცებ­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა ქრთა­მი გა­და­უ­ხა­დეს პო­ლი­ცი­ას. მშობ­ლე­ბი პე­ტერ­ბურ­გი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ და სწო­რედ მათ მო­ის­ყი­დეს ისი­ნი. ამი­ტომ არ მიბ­რუ­ნე­ბენ ქა­ლიშ­ვილს" - ამ­ბობს არას­რულ­წლოვ­ნის დედა.

"ჩემი შვი­ლი მას­წავ­ლებ­ლებ­თან ემ­ზა­დე­ბო­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავ­და. გა­ი­ტა­ცა მის­თვის უც­ნობ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ არას­რულ­წლო­ვა­ნია. თუმ­ცა, მას თან ახ­ლავს რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი, რომ­ლე­ბიც 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. პო­ლი­ცი­ას­თან ვა­სა­ხე­ლებთ კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არა­ნა­ირ რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დე­ნენ", - აცხა­დებს ნა­ი­ლა გუ­რა­ბა­ნო­ვა.

17 წლის გო­გო­ნას უკვე მე­სა­მე დღეა ეძე­ბენ. შსს-ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ჩუმად დარეკა ბიძასთან, სადღაც პარლამენტის გვერდზე ვარო..." - რას ყვებიან გატაცებული 17 წლის გოგონას ახლობლები

"ჩუმად დარეკა ბიძასთან, სადღაც პარლამენტის გვერდზე ვარო..." - რას ყვებიან გატაცებული 17 წლის გოგონას ახლობლები

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას, სამირა ბაირამოვას ახლობლების აქცია ფონიჭალაში პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. გატაცებული გოგონას ოჯახის წევრები დროულ გამოძიებას და არასრულწლოვანის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, გოგონა სავარაუდოდ მარნეულშია წაყვანილი და ამ ინფორმაციას აწვდიან პოლიციას, თუმცა უშედეგოდ. როგორც გატაცებულის დედა, ნაილა გურაბანოვა აცხადებს, გამტაცებლებს მცდელობა ჰქონდათ გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა ვერ შეძლეს.

სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრების თქმით, ცოტა ხნის წინ გოგონა დაუკავშირდათ და შველა ითხოვა. არასრულწლოვანის ნათესავის თქმით, გოგონამ ჩუმად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შეატყობინა, რომ თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოჯახის წევრები პოლიციისგან სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვენ. ბაირამოვას დედის თქმით კი, გამტაცებლის მშობლებმა სამართალდამცველები მოისყიდეს: "გამტაცებლის ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს პოლიციას. მშობლები პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ და სწორედ მათ მოისყიდეს ისინი. ამიტომ არ მიბრუნებენ ქალიშვილს" - ამბობს არასრულწლოვნის დედა.

"ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ", - აცხადებს ნაილა გურაბანოვა.

17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ