სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვანეთში კურორტი "თეთნულდი" გაიხსნა - ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა და ტურისტები ოთხივე სეზონზე
სვანეთში კურორტი "თეთნულდი" გაიხსნა - ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა და ტურისტები ოთხივე სეზონზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი "თეთ­ნულ­დი" გახ­სნა. პრე­მი­ე­რი კუ­რორტზე მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს დას­რუ­ლე­ბუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა და მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა სან­დრო ონოფ­რიშ­ვილ­მა.

რო­გორც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, "თეთ­ნულ­დზე" ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ერთი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა, წლის ბო­ლომ­დე კი იგეგ­მე­ბა და­მა­ტე­ბით 3 სა­ბა­გი­რო გზის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლა. "ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კუ­რორ­ტი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. გარ­და ამი­სა, ვგეგ­მავთ, გა­კეთ­დეს და­მა­ტე­ბით სა­ბა­გი­რო, რო­მე­ლიც სო­ფელ მუ­ლა­ხი­დან "თეთ­ნულ­დის" ბა­ზას და­ა­კავ­ში­რებს. ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად გა­კეთ­დე­ბა ქუ­თა­ი­სი­დან ცა­გე­რი-ლენ­ტე­ხის გავ­ლით სვა­ნეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან 2 სა­ა­თის სა­ვალ­ზე "თეთ­ნულ­დის" კუ­რორ­ტს და­ა­კავ­ში­რებს", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით, გა­კეთ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­რო, რათა კუ­რორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას ბიძ­გი მი­ე­ცეს. პრე­მი­ე­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. ამას­თან, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის ცნო­ბით, გზის დი­ზა­ი­ნი და სას­ტუმ­რო­ე­ბის პრო­ექ­ტი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია.

პრე­მი­ერ­თან ერ­თად კუ­რორ­ტის გახ­სნა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.

"ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვი­საც უყ­ვარს თხი­ლა­მუ­რე­ბი, მთა, დას­ვე­ნე­ბა და ტუ­რიზ­მი, ვე­ლო­დებთ სვა­ნეთ­ში, რათა ისი­ა­მოვ­ნონ და ნა­ხონ, თუ რო­გო­რი კარ­გი გა­მო­ვი­და ჩვე­ნი ახა­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი. დღეს გა­იხ­სე­ნე­ბა პირ­ვე­ლი მო­ნაკ­ვე­თი, რომ­ლის სიგ­რძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­იხ­სნე­ბა და­ნარ­ჩე­ნი 4 მი­მარ­თუ­ლე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თეთ­ნულ­დზე იქ­ნე­ბა ყვე­ლა სირ­თუ­ლის ტრა­სა - რო­გორც ძა­ლი­ან რთუ­ლი ტრა­სა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ტრა­სე­ბი დამ­წყე­ბი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბის­თვი­საც", - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

"თეთ­ნულ­დის" სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე გრძე­ლი - 9,5 კი­ლო­მეტ­რი და ყვე­ლა­ზე დიდი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ვარ­დნის მქო­ნე - 1,7 კი­ლო­მეტ­რი იქ­ნე­ბა. 2016 წლის­თვის და­გეგ­მი­ლია სას­რი­ა­ლო გზის 30 კი­ლო­მეტ­რამ­დე გაზ­რდა. სას­რი­ა­ლო გზა გან­კუთ­ვნი­ლი იქ­ნე­ბა მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის­თვის.

მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ კუ­რორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მეს­ტია-თეთ­ნულ­დი, თუთ­ნულ­დი-მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­ბუ­სი და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტებს უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ასე­ვე მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბა­გი­როს მომ­სა­ხუ­რე­ბაც უფა­სო იქ­ნე­ბა.

რო­გორც მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, "თეთ­ნულ­დი" ერ­თდრო­უ­ლად 6806 დამ­სვე­ნებ­ლის მი­ღე­ბას შეძ­ლებს. სა­თხი­ლა­მუ­რო კომ­პლექ­სი კი ერ­თდრო­უ­ლად 4100 მო­თხი­ლა­მუ­რეს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

კუ­რორ­ტი ტუ­რის­ტებს ოთხი­ვე სე­ზონ­ზე უმას­პინ­ძლებს. სა­თხი­ლა­მუ­რო პე­რი­ო­დი კი 6-7 თვემ­დე გა­ხან­გრძლივ­დე­ბა. კუ­რორტ "თეთ­ნულ­დზე" მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­საქმდე­ბა.

"თეთ­ნულ­დის" მშე­ნებ­ლო­ბა 2014 წლის მა­ის­ში და­ი­წყო და 2016 წლის იან­ვარ­ში დას­რულ­და. კუ­რორ­ტი ზღვის დო­ნი­დან 2200 მეტრზე, მეს­ტი­ი­დან კი 15 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სვანეთში კურორტი "თეთნულდი" გაიხსნა - ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა და ტურისტები ოთხივე სეზონზე

სვანეთში კურორტი "თეთნულდი" გაიხსნა - ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა და ტურისტები ოთხივე სეზონზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" გახსნა. პრემიერი კურორტზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "თეთნულდზე" ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, წლის ბოლომდე კი იგეგმება დამატებით 3 საბაგირო გზის ექსპლუატაციაში შესვლა. "ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ვგეგმავთ, გაკეთდეს დამატებით საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან "თეთნულდის" ბაზას დააკავშირებს. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათის სავალზე "თეთნულდის" კურორტს დააკავშირებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, გაკეთდება რამდენიმე სასტუმრო, რათა კურორტის განვითარებას ბიძგი მიეცეს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, გზის დიზაინი და სასტუმროების პროექტი დამუშავების პროცესშია.

პრემიერთან ერთად კურორტის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებთ სვანეთში, რათა ისიამოვნონ და ნახონ, თუ როგორი კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი სათხილამურო კურორტი. დღეს გაიხსენება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეთნულდზე იქნება ყველა სირთულის ტრასა - როგორც ძალიან რთული ტრასა პროფესიონალებისთვის, ასევე ტრასები დამწყები მოთხილამურეებისთვისაც", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"თეთნულდის" სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი - 9,5 კილომეტრი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კილომეტრი იქნება. 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. სასრიალო გზა განკუთვნილი იქნება მოყვარულებისთვის, პროფესიონალებისა და ექსპერტებისთვის.

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თუთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. ასევე მთელი სეზონის განმავლობაში საბაგიროს მომსახურებაც უფასო იქნება.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, "თეთნულდი" ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.

კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტ "თეთნულდზე" მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

"თეთნულდის" მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია