სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს - უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს
წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს - უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს

"და­ი­ზე­პი­რე" - ასე უწო­და თა­ვის მი­მარ­თვას შვი­ლიშ­ვი­ლი­სად­მი იტა­ლი­ელ­მა მწე­რალ­მა და ფი­ლო­სო­ფოს­მა უმ­ბერ­ტო ეკომ. შემ­თხვე­ვით როდი და­ურ­ქმე­ვია ეს სა­ხელ­წო­დე­ბა - ბა­რა­თი მი­უ­ძღვნა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს, რაც ჰქონ­და და აქვს ადა­მი­ანს - მეხ­სი­ე­რე­ბას...

- ჩემო ძვირ­ფა­სო შვი­ლიშ­ვი­ლო, არ მინ­და, რომ ეს სა­შო­ბაო წე­რი­ლი მე­ტის­მე­ტად დამ­რი­გებ­ლუ­რად ჟღერ­დეს, დე ამი­ჩი­სის მსგავ­სად, გას­წავ­ლი­დეს მოყ­ვა­სის, კა­ცობ­რი­ო­ბის სიყ­ვა­რულს და მსგავს რა­მე­ებს. შენ ამას არც მო­უს­მენ­დი (უკვე დიდი ხარ, მე კი - მე­ტის­მე­ტად მო­ხუ­ცი), რად­გან ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სის­ტე­მა იმ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა, ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა უად­გი­ლოც კი აღ­მოჩ­ნდეს.

მაშ ასე, მინ­და ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა მოგ­ცე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­გად­გეს უკვე ახლა, როცა შენს პლან­შეტ­ში ხარ თავ­ჩარ­გუ­ლი. არ მოგ­ცემ შე­ნიშ­ვნას, რომ შე­ეშ­ვა მაგ საქ­მი­ა­ნო­ბას, რათა სუ­ლელ მო­ხუ­ცად არ ჩამ­თვა­ლო. მით უმე­ტეს, თა­ვა­დაც ვი­ყე­ნებ მას. უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა გირ­ჩიო, ყუ­რა­დღე­ბა არ შე­ა­ჩე­რო ასო­ბით პორ­ნოგ­რა­ფი­ულ სა­იტ­ზე, რომ­ლე­ბიც სექ­სუ­ა­ლურ თა­მა­შებს წარ­მო­ა­ჩე­ნენ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ადა­მი­ან­სა და ცხო­ვე­ლებს შო­რის. არ და­ი­ჯე­რო, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამ საკ­მა­ოდ მო­ნო­ტო­ნურ ქმე­დე­ბე­ბამ­დე მი­დის. ეს სცე­ნე­ბი იმის­თვის არის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ შენ სახ­ლში და­გა­ბან, იმის ნაც­ვლად, რომ წახ­ვი­დე და რე­ა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბი გა­იც­ნო. ვი­მე­დოვ­ნებ, ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი ხარ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შენი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღე, ოღონდ უყუ­რე გო­გო­ნებს სკო­ლა­ში და სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებ­ზე, მერ­წმუ­ნე, ისი­ნი სა­ტა­ლე­ვი­ზიო პერ­სო­ნა­ჟებს ჯო­ბი­ან და ოდეს­მე გა­ცი­ლე­ბით დიდ სი­ხა­რულს გა­ჩუ­ქე­ბენ, ვიდ­რე გო­გო­ნე­ბი "ონ­ლა­ინ". და­მი­ჯე­რე, რად­გან მე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს (მე რომ მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რით მე­ყუ­რე­ბი­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბის­თვის, მა­მა­შე­ნი არას­დროს და­ი­ბა­დე­ბო­და და არც შენ გაჩ­ნდე­ბო­დი ამ­ქვეყ­ნად)... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს - უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს

წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს - უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს

"დაიზეპირე" - ასე უწოდა თავის მიმართვას შვილიშვილისადმი იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ. შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება - ბარათი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჰქონდა და აქვს ადამიანს - მეხსიერებას...

- ჩემო ძვირფასო შვილიშვილო, არ მინდა, რომ ეს საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, დე ამიჩისის მსგავსად, გასწავლიდეს მოყვასის, კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოუსმენდი (უკვე დიდი ხარ, მე კი - მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.

მაშ ასე, მინდა ერთადერთი რჩევა მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ თავჩარგული. არ მოგცემ შენიშვნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალო. მით უმეტეს, თავადაც ვიყენებ მას. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გირჩიო, ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის. არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდის. ეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ შენ სახლში დაგაბან, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და რეალური გოგონები გაიცნო. ვიმედოვნებ, ჰეტეროსექსუალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები შენი სიტუაციის შესაბამისად მიიღე, ოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზე, მერწმუნე, ისინი სატალევიზიო პერსონაჟებს ჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენ, ვიდრე გოგონები "ონლაინ". დამიჯერე, რადგან მე მეტი გამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვის, მამაშენი არასდროს დაიბადებოდა და არც შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად)... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს