მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარ გერგედავას მერიისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსით არ მიუმართავს" - პროკურორის შვილის მეგობრები განცხადებას ავრცელებენ
"თამარ გერგედავას მერიისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსით არ მიუმართავს" - პროკურორის შვილის მეგობრები განცხადებას ავრცელებენ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა პრო­კუ­რორ ლე­ო­ნიდ გერ­გე­და­ვას შვი­ლის, თა­მარ გერ­გე­და­ვას მიერ მე­რი­ის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, მას ნარ­მა­ნი­ას უწყე­ბის­თვის რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს არ მი­უ­მარ­თავს.

"...მე და ჩემი ოჯა­ხი სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვა­ხერ­ხებთ ხარ­ჯე­ბის სრუ­ლად და­ფარ­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნი, გა­მო­ყოთ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა 2000 ევ­როს ოდე­ნო­ბით" - ეს არის ნა­წყვე­ტი თა­მარ გერ­გე­და­ვას გან­ცხა­დე­ბი­დან.

"ფე­ის­ბუქ­ზე" ასე­ვე თა­მარ გერ­გე­და­ვას მე­გობ­რე­ბის წე­რი­ლი გავ­რცელ­და, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ პრო­კუ­რო­რის შვილს მა­მის გავ­ლე­ნა არა­სო­დეს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნუ და­ეყ­რდო­ბი­ან გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"მოკ­ლედ, გა­დავ­წყვი­ტე და­ვარ­ღვიო დუ­მი­ლი. ბოლო დღე­ე­ბი ჩუ­მად ვარ, ვაკ­ვირ­დე­ბი პო­ლი­ტი­კურ კინ­კლა­ო­ბას და გა­დავ­წყვი­ტე უფრო მეტი ნა­თე­ლი მო­მე­ფი­ნა ამ საქ­მი­სათ­ვის და ადა­მი­ა­ნებს, მო­აზ­როვ­ნე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დო რომ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ცი­ლის­წა­მე­ბა,შე­უ­რა­წყო­ფა და ცი­ნიზ­მი სულ მი­ნი­მუმ არ შე­იძ­ლე­ბა. თაკო (თა­მარ) გერ­გე­და­ვა არის ჩემი მე­გო­ბა­რი. ყვე­ლამ, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და არამ­ხო­ლოდ ძა­ლი­ან კარ­გად იცით ეს ფაქ­ტი. ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გად იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.შე­სა­ბა­მი­სად, ვეც­დე­ბი ობი­ექ­ტუ­რად ვი­სა­უბ­რო თა­კოს გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. თაკო ჩემი მე­გო­ბა­რია, უკვე 6 წე­ლია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან ვმე­გობ­რობთ. არის უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი,ძა­ლი­ან შრო­მის­მიყ­ვა­რე და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას თუ რამე ვიცი ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში არის მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან ერ­თად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით და სის­ტე­მა­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბო­და. თა­კოს არას­დროს უტ­რა­ბა­ხია მა­მა­მი­სის თა­ნამ­დე­ბო­ბით. ძა­ლი­ან არ უყ­ვარ­და ამ თე­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, მეც ძა­ლი­ან გვი­ან გა­ვი­გე რომ მა­მა­მი­სი ასეთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო. უფრო მე­ტიც, ისეთ დროს არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია მა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბა როცა უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, როცა უსა­მარ­თლო­ბე­ბი ხდე­ბო­და ჩვენს გარ­შე­მო. მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ ვი­ლა­პა­რა­კო და მთა­ვარ­ზე რომ გა­და­ვი­დეთ, და­ვამ­თავ­რეთ უნი, თა­კომ ერთ წლი­ა­ნი სის­ტე­მა­ტი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყო ფრან­გულ­ში,ამა­სო­ბა­ში გა­მო­ცხად­და ვა­კან­სი­ე­ბი მე­რი­ა­ში და თა­კომ გა­და­წყვი­ტა ბედი ეცა­და და თუ გა­უ­მარ­თლებ­და ერთი წელი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ე­ღო.ორი კვი­რა თა­ვა­უ­ღებ­ლად იმე­ცა­დი­ნა ის კა­ნო­ნე­ბი, გა­ვი­და ტეს­ტი­რე­ბა­ზე და ჩა­ა­ბა­რა წარ­მა­ტე­ბით... და­ი­ნიშ­ნა სამ­სა­ხურ­ში.... მოგ­ვი­ვი­და პა­სუ­ხი სორ­ბო­ნა­დან რომ თაკო ჩა­ი­რი­ცხა ფრან­გუ­ლე­ნო­ვან კურ­სებ­ზე. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და თუ არ მო­გეხ­სე­ნე­ბათ გე­ტყვით, რომ სორ­ბო­ნა­ში სწავ­ლა ღირს "მხო­ლოდ" 500 ევრო. პა­რი­ზი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რი ქა­ლა­ქი,ძა­ლი­ან ძვი­რია ცხოვ­რე­ბა, სა­ცხოვ­რებ­ლის და­ქი­რა­ვე­ბა მინ 600 ევრო ღირს, საკ­ვე­ბი, წიგ­ნე­ბი (მი­ნი­ნუმ 30-40 ევრო ერთი წიგ­ნი). ამ დღე­ებ­ში და­ვი­წყეთ მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა რომ მის ოჯახს ცო­ტა­თი მხარ­ში ამოვ­დგო­მო­დით, "პრო­კუ­რო­რის შვი­ლო­ბა" არ ნიშ­ნავს ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბას. და­მე­მოწ­მე­ბა ჩემი არა­ერ­თი ფბ მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თაც ვთხოვ­დი დახ­მა­რე­ბას ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში. ვი­ყა­ვით არა­ერთ ფონდში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ უი­მე­დოდ. ზო­გან ვადა იყო გა­სუ­ლი, ზო­გან საფ­რან­გეთს არ აფი­ნან­სებ­დნენ და ა.შ. შემ­დეგ, თა­კომ გა­ი­გო სამ­სა­ხურ­ში რომ შე­ეძ­ლო მი­ე­მარ­თა მათ­თვის და იფიქ­რებ­დნენ დახ­მა­რე­ბა­ზე. პი­რა­დად მე ვეხ­მა­რე­ბო­დი ამ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა­ში და ძა­ლი­ან დიდი დრო დავ­ხარ­ჯე რომ ეს გან­ცხა­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რი­დან აღ­მედ­გი­ნა.წა­ი­კი­თხეთ ძა­ლი­ან კარ­გად და გა­მო­ი­ტა­ნეთ აზრი, რას ითხოვს თაკო, სად წერს რომ ის არის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი? ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია იმის გა­აზ­რე­ბა რომ არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლად ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბას, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ოჯახს ტვირ­თი შე­უმ­სუ­ბუ­ქონ, და­ეხ­მა­რონ მათ ვინც მას­ზე ზრუ­ნავს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რს უჭირს ამის გა­აზ­რე­ბა. ეს ბრძა­ნე­ბა არ ჩა­ბა­რე­ბია თა­კოს. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს პი­რა­დად ვისი პრობ­ლე­მა იყო ამ ბრძა­ნე­ბის და­წე­რა. ვინ ვის რა და­ა­ვა­ლა და ხელი ვინ მო­ა­წე­რა. ფაქ­ტია რომ ზა­რალ­დე­ბა ერთი ათა­სი პრო­ცენ­ტით კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმის მა­გივ­რად, რომ იჯ­დეს და მე­ცა­დი­ნე­ობ­დეს, ახლა უზო­მოდ ნერ­ვი­უ­ლობს ამ ფაქ­ტზე, ამ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებს უჭირთ იმის გა­აზ­რე­ბა რომ არ­სე­ბო­ბენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სა­კუ­თარ თა­ვებ­ზე და ბევ­რს მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ, რომ გან­ვი­თარ­დნენ და რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­საც სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა და ხე­ლის გა­მარ­თვა. სამ­წუ­ხა­როდ, მი­წევს ამის თქმა, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს, ზი­ზღის ფრქვე­ვის მეტი საქ­მე არ აქვს. იმე­დი მაქვს ის ობი­ექ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ გან­ცხა­დე­ბა­საც ისე აი­ტა­ცე­ბენ, რო­გორც ის ბრძა­ნე­ბა აი­ტა­ცეს. ჩა­მო­ა­შო­რეთ თა­კოს სა­ხე­ლი პო­ლი­ტი­კის სი­ბინ­ძუ­რე­ებს. არ­სე­ბო­ბენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი! ვტვირ­თავ გან­ცხა­დე­ბას!", - წე­რია პოს­ტში.

ასე­ვე იხი­ლეთ: ნარ­მა­ნი­ამ პრო­კუ­რო­რის შვილს პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბა და­უ­ფი­ნან­სა - რა დო­კუ­მენ­ტი მო­ი­პო­ვა ნიკა მე­ლი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"თამარ გერგედავას მერიისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსით არ მიუმართავს" - პროკურორის შვილის მეგობრები განცხადებას ავრცელებენ

"თამარ გერგედავას მერიისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსით არ მიუმართავს" - პროკურორის შვილის მეგობრები განცხადებას ავრცელებენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება პროკურორ ლეონიდ გერგედავას შვილის, თამარ გერგედავას მიერ მერიისთვის გაგზავნილი განცხადება, საიდანაც ირკვევა, მას ნარმანიას უწყებისთვის როგორც სოციალურად დაუცველს არ მიუმართავს.

"...მე და ჩემი ოჯახი სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ხარჯების სრულად დაფარვას. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნი, გამოყოთ ფინანსური დახმარება 2000 ევროს ოდენობით" - ეს არის ნაწყვეტი თამარ გერგედავას განცხადებიდან.

"ფეისბუქზე" ასევე თამარ გერგედავას მეგობრების წერილი გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურორის შვილს მამის გავლენა არასოდეს გამოუყენებია. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას ნუ დაეყრდობიან გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

"მოკლედ, გადავწყვიტე დავარღვიო დუმილი. ბოლო დღეები ჩუმად ვარ, ვაკვირდები პოლიტიკურ კინკლაობას და გადავწყვიტე უფრო მეტი ნათელი მომეფინა ამ საქმისათვის და ადამიანებს, მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოებას მოვუწოდო რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადამიანისათვის ცილისწამება,შეურაწყოფა და ცინიზმი სულ მინიმუმ არ შეიძლება. თაკო (თამარ) გერგედავა არის ჩემი მეგობარი. ყველამ, ჩემმა მეგობრებმა და არამხოლოდ ძალიან კარგად იცით ეს ფაქტი. ასევე ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ობიექტურობასთან მიმართებაში.შესაბამისად, ვეცდები ობიექტურად ვისაუბრო თაკოს გარშემო დატრიალებულ მოვლენებზე. თაკო ჩემი მეგობარია, უკვე 6 წელია. უნივერსიტეტის პირველივე კურსიდან ვმეგობრობთ. არის უნიჭიერესი ადამიანი,ძალიან შრომისმიყვარე და შეიძლება ითქვას თუ რამე ვიცი ჩვენს პროფესიაში არის მისი დამსახურება, რადგან ერთად ვმეცადინეობდით და სისტემატიურად მეხმარებოდა. თაკოს არასდროს უტრაბახია მამამისის თანამდებობით. ძალიან არ უყვარდა ამ თემით მანიპულირება, მეც ძალიან გვიან გავიგე რომ მამამისი ასეთ თანამდებობაზე იყო. უფრო მეტიც, ისეთ დროს არ გამოუყენებია მამის თანამდებობა როცა უნდა გამოეყენებინა, როცა უსამართლობები ხდებოდა ჩვენს გარშემო. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო და მთავარზე რომ გადავიდეთ, დავამთავრეთ უნი, თაკომ ერთ წლიანი სისტემატიური მომზადება დაიწყო ფრანგულში,ამასობაში გამოცხადდა ვაკანსიები მერიაში და თაკომ გადაწყვიტა ბედი ეცადა და თუ გაუმართლებდა ერთი წელი სამუშაო გამოცდილება მიეღო.ორი კვირა თავაუღებლად იმეცადინა ის კანონები, გავიდა ტესტირებაზე და ჩააბარა წარმატებით... დაინიშნა სამსახურში.... მოგვივიდა პასუხი სორბონადან რომ თაკო ჩაირიცხა ფრანგულენოვან კურსებზე. როგორც მოგეხსენებათ, და თუ არ მოგეხსენებათ გეტყვით, რომ სორბონაში სწავლა ღირს "მხოლოდ" 500 ევრო. პარიზი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი,ძალიან ძვირია ცხოვრება, საცხოვრებლის დაქირავება მინ 600 ევრო ღირს, საკვები, წიგნები (მინინუმ 30-40 ევრო ერთი წიგნი). ამ დღეებში დავიწყეთ მცირე დაფინანსების მოძიება რომ მის ოჯახს ცოტათი მხარში ამოვდგომოდით, "პროკურორის შვილობა" არ ნიშნავს ყოვლისშემძლეობას. დამემოწმება ჩემი არაერთი ფბ მეგობარი, რომელთაც ვთხოვდი დახმარებას ფონდების მოძიებაში. ვიყავით არაერთ ფონდში, მაგრამ სამწუხაროდ უიმედოდ. ზოგან ვადა იყო გასული, ზოგან საფრანგეთს არ აფინანსებდნენ და ა.შ. შემდეგ, თაკომ გაიგო სამსახურში რომ შეეძლო მიემართა მათთვის და იფიქრებდნენ დახმარებაზე. პირადად მე ვეხმარებოდი ამ განცხადების დაწერაში და ძალიან დიდი დრო დავხარჯე რომ ეს განცხადება კომპიუტერიდან აღმედგინა.წაიკითხეთ ძალიან კარგად და გამოიტანეთ აზრი, რას ითხოვს თაკო, სად წერს რომ ის არის სოციალურად დაუცველი? ძალიან მარტივია იმის გააზრება რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ საკუთარი თავის დაფინანსების მოძიებას, რომლებიც ცდილობენ ოჯახს ტვირთი შეუმსუბუქონ, დაეხმარონ მათ ვინც მასზე ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს მის კეთილდღეობისათვის. სამწუხაროდ ბევრს უჭირს ამის გააზრება. ეს ბრძანება არ ჩაბარებია თაკოს. მე არ მაინტერესებს პირადად ვისი პრობლემა იყო ამ ბრძანების დაწერა. ვინ ვის რა დაავალა და ხელი ვინ მოაწერა. ფაქტია რომ ზარალდება ერთი ათასი პროცენტით კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც იმის მაგივრად, რომ იჯდეს და მეცადინეობდეს, ახლა უზომოდ ნერვიულობს ამ ფაქტზე, ამ ცილისწამებაზე. სამწუხაროდ, ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება რომ არსებობენ წარმატებული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ თავებზე და ბევრს მეცადინეობენ, რომ განვითარდნენ და რომ ასეთ ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება და ხელის გამართვა. სამწუხაროდ, მიწევს ამის თქმა, ქართველი საზოგადოების ნაწილს, ზიზღის ფრქვევის მეტი საქმე არ აქვს. იმედი მაქვს ის ობიექტური ჟურნალისტები ამ განცხადებასაც ისე აიტაცებენ, როგორც ის ბრძანება აიტაცეს. ჩამოაშორეთ თაკოს სახელი პოლიტიკის სიბინძურეებს. არსებობენ წარმატებული ადამიანები! ვტვირთავ განცხადებას!", - წერია პოსტში.

ასევე იხილეთ: ნარმანიამ პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრება დაუფინანსა - რა დოკუმენტი მოიპოვა ნიკა მელიამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია