მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ტრაგიკული შეცდომები ისტორიაში
ყველაზე ტრაგიკული შეცდომები ისტორიაში

ზოგი შეც­დო­მა არ არის უბ­რა­ლოდ, უყუ­რა­დღე­ბო­ბა ან უიღ­ბლო­ბა, ის რე­ა­ლუ­რი ტრა­გე­დი­აა, რო­მე­ლიც დიდ და­ნა­კარგს იწ­ვევს. წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ შეც­დო­მებს, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ადა­მი­ა­ნებს და­უშ­ვი­ათ.

"ეფლი"

რო­ნალდ უე­ი­ნი სტივ ჯობსთან ერ­თად "ატა­რი­ში" მუ­შა­ობ­და, ვიდ­რე ორი­ვე სტი­ვენ ვოზ­ნი­აკ­თან ერ­თად კომ­პა­ნია "ეფლზე" და­ი­წყებ­დნენ მუ­შა­ო­ბას. ის არა მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რი, არა­მედ კომ­პა­ნი­ის სა­წყის ეტაპ­ზე ერთ-ერთი მთა­ვა­რი პირი იყო. თუმ­ცა იმის ში­შით, რომ კომ­პა­ნია თა­ვი­სი პარტნი­ო­რე­ბის გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ­და, მან კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის თა­ვი­სი 10%-იანი წილი გა­ყი­და. ჯამ­ში მან 2 300 დო­ლა­რი მი­ი­ღო. აქ­ცი­ე­ბი რომ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, 2011 წელს მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 35 მი­ლი­არ­დი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი იქ­ნე­ბო­და.

"ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბი"

ჯორჯ ლუ­კა­სი "ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის" შექ­მნი­სას ბევრ წი­ნა­ღო­ბას წა­ა­წყდა. სტუ­დია "მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე ფოქ­სთან" დიდი ხანი მო­უ­წია ვაჭ­რო­ბა ფილ­მის ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სტუ­დია ფიქ­რობ­და, რომ ფილ­მი თა­ვის და­ფი­ნან­სე­ბას გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ვერ ამო­ი­ღებ­და, ამი­ტომ ბი­უ­ჯე­ტი 350 000 დო­ლა­რით შე­ამ­ცი­რეს იმ პი­რო­ბით, რომ ლუ­კასს დარ­ჩე­ბო­და ყვე­ლა უფ­ლე­ბა "ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის" ბრენ­დზე. რო­გორც ყვე­ლამ ვი­ცით, ფილმმა არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა და მის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, წიგ­ნე­ბი და მრა­ვა­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ნივ­თე­ბი. სა­ერ­თო ჯამ­ში ბრენდმა 20 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ "ფოქსს" აქე­დან ერთი ცენ­ტიც არ შეხ­ვდა.

ჯეკპო­ტი

ბრი­ტა­ნელ­მა წყვილ­მა სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა და­უშ­ვა 2010 წელს, რო­დე­საც ცოლ­მა ლა­ტა­რე­ა­ში ჯეკპო­ტი მო­ი­გო. მო­გე­ბულ­მა თან­ხამ 181 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა იყო ლა­ტა­რე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. სა­უ­ბე­დუ­როდ, ქმარ­მა არ იცო­და, რომ ცოლ­მა ლა­ტა­რე­ა­ში მო­ი­გო და ბი­ლე­თი გა­და­აგ­დო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვილ­მა ჯეკპო­ტი ვერ მი­ი­ღო, თან­ხა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა.

ნასა

"ნა­სამ" 125 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და რამ­დე­ნი­მე წელი და­ხარ­ჯა მკვლე­ვა­რი ზონ­დის შექ­მნა­ზე, რო­მელ­საც მარ­სის კლი­მა­ტი უნდა შე­ეს­წავ­ლა და მო­ნა­ცე­მე­ბი ატ­მოს­ფე­როს შეც­ვლის და ნე­ბის­მი­ე­რი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ დე­და­მი­წა­ზე გად­მო­ეგ­ზავ­ნა. ზონდთან კონ­ტაქ­ტი მი­სი­ის და­წყე­ბამ­დე გა­წყდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნა­სას ყვე­ლა პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფი მეტ­რი­კულ სის­ტე­მას იყე­ნებ­და გა­მოთ­ვლე­ბის­თვის, ერთი ჯგუ­ფი ყვე­ლა გა­მოთ­ვლას დუ­ი­მებ­ში, ფუ­ტებ­ში და იარ­დებ­ში აფიქ­სი­რებ­და. ეს გახ­და შეც­დო­მის მი­ზე­ზი და სა­ბო­ლო­ოდ, ზონ­დი მარ­სის ატ­მოს­ფე­რო­ში ძა­ლი­ან დაბ­ლა და­ეშ­ვა, რა­მაც მისი გა­ნად­გუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია listverse.com-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ყველაზე ტრაგიკული შეცდომები ისტორიაში

ყველაზე ტრაგიკული შეცდომები ისტორიაში

ზოგი შეცდომა არ არის უბრალოდ, უყურადღებობა ან უიღბლობა, ის რეალური ტრაგედიაა, რომელიც დიდ დანაკარგს იწვევს. წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომებს, რომლებიც ოდესმე ადამიანებს დაუშვიათ.

"ეფლი"

რონალდ უეინი სტივ ჯობსთან ერთად "ატარიში" მუშაობდა, ვიდრე ორივე სტივენ ვოზნიაკთან ერთად კომპანია ”ეფლზე” დაიწყებდნენ მუშაობას. ის არა მხოლოდ საქმიანი პარტნიორი, არამედ კომპანიის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თუმცა იმის შიშით, რომ კომპანია თავისი პარტნიორების გამოუცდელობის გამო წარმატებას ვერ მიაღწევდა, მან კომპანიის აქციების თავისი 10%-იანი წილი გაყიდა. ჯამში მან 2 300 დოლარი მიიღო. აქციები რომ შეენარჩუნებინა, 2011 წელს მათი ღირებულება 35 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნებოდა.

"ვარსკვლავური ომები"

ჯორჯ ლუკასი ”ვარსკვლავური ომების” შექმნისას ბევრ წინაღობას წააწყდა. სტუდია ”მეოცე საუკუნე ფოქსთან” დიდი ხანი მოუწია ვაჭრობა ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით. სტუდია ფიქრობდა, რომ ფილმი თავის დაფინანსებას გაქირავებაში ვერ ამოიღებდა, ამიტომ ბიუჯეტი 350 000 დოლარით შეამცირეს იმ პირობით, რომ ლუკასს დარჩებოდა ყველა უფლება ”ვარსკვლავური ომების” ბრენდზე. როგორც ყველამ ვიცით, ფილმმა არნახული წარმატება მოიპოვა და მის მიხედვით შეიქმნა ვიდეოთამაშები, სათამაშოები, წიგნები და მრავალი სამომხმარებლო ნივთები. საერთო ჯამში ბრენდმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი მოიტანა, მაგრამ ”ფოქსს” აქედან ერთი ცენტიც არ შეხვდა.

ჯეკპოტი

ბრიტანელმა წყვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა 2010 წელს, როდესაც ცოლმა ლატარეაში ჯეკპოტი მოიგო. მოგებულმა თანხამ 181 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა იყო ლატარეების არსებობის ისტორიაში. საუბედუროდ, ქმარმა არ იცოდა, რომ ცოლმა ლატარეაში მოიგო და ბილეთი გადააგდო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ჯეკპოტი ვერ მიიღო, თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.

ნასა

"ნასამ” 125 მილიონი დოლარი და რამდენიმე წელი დახარჯა მკვლევარი ზონდის შექმნაზე, რომელსაც მარსის კლიმატი უნდა შეესწავლა და მონაცემები ატმოსფეროს შეცვლის და ნებისმიერი აღმოჩენის შესახებ დედამიწაზე გადმოეგზავნა. ზონდთან კონტაქტი მისიის დაწყებამდე გაწყდა. აღმოჩნდა, რომ ნასას ყველა პროექტზე მომუშავე ჯგუფი მეტრიკულ სისტემას იყენებდა გამოთვლებისთვის, ერთი ჯგუფი ყველა გამოთვლას დუიმებში, ფუტებში და იარდებში აფიქსირებდა. ეს გახდა შეცდომის მიზეზი და საბოლოოდ, ზონდი მარსის ატმოსფეროში ძალიან დაბლა დაეშვა, რამაც მისი განადგურება გამოიწვია.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება