იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო გარდაიცვალა

იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო გარდაიცვალა

იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო, რომელსაც საზოგადოება ყველაზე კარგად რომანით ”ვარდის სახელი” იცნობს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, ავტორი წუხელ საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

”ვარდის სახელი” 1989 წელს კინოფილმად აქციეს, სადაც მთავარ როლს შონ კონერი თამაშობდა. ლიტერატურული რომანების გარდა, ეკო წერდა საბავშვო წიგნებსა და ლიტერატურულ კრიტიკას. უმბერტო ეკოს აგრეთვე ეკუთვნის რომანები "გუშინდელი დღის კუნძული", "ბაუდოლინო" და "დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი". მან ერთხელ დაწერა: ”წიგნები ყოველთვის სხვა წიგნებზე საუბრობენ და ყველა ისტორია ყვება უკვე მოყოლილ ამბავს”.

"მე ფილოსოფოსი ვარ, ნოველებს მხოლოდ უქმე დღეებში ვწერ", - ამბობდა უმბერტო ეკო. უმბერტო ეკო 1932 წელს ჩრდილოეთ იტალიაში, ალესანდრიაში დაიბადა. 1980 წელს ეკომ კომუნიკაციების დეპარტამენტი დააარსა სან მარინოს უნივერსიტეტში. მწერალმა 1962 წელს იქორწინა რენატე რამგეზე. მათ ქალ-ვაჟი ჰყავთ.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება