საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ტაქსით მგზარობის სახალისო ამბავის შესახებ წერს.
"აუცილებლად უნდა მოვყვე თვითირონიის ამბავში.
გუშინ ვჯდები ტაქსში. საერთოდ მიჩვეული ვარ რომ მცნობენ ხოლმე და როგორც წესი, კეთილგანწყობილად მესაუბრებიან. ძირითადად საუბარი იწყება მარადიული კითხვით "გვეშველება რამე?" და მერე ნელ-ნელა შემოდის კონკრეტული თემები. კრიტიკული შენიშვნების მოსმენაც არაიშვიათად მიწევს ხოლმე და ამასაც მშვიდად ვიღებ.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ გუშინ ვჯდები ტაქსში. მივდივართ. ტაქსისტი დუმს, მაგრამ ვატყობ ვეცნე. გამომხედავს ცალი თვალით, გაიხედავს. გამომხედავს, გაიხედავს. კიდევ გამომხედავს, გაიხედავს. და უცებ გამოკვეთილი გურული აქცენტით მეუბნება:
- ჰა, თქვი ახლა რამე!
და წამიერი პაუზის შემდეგ:
- მეტი მაინც არაფერი არ იცით და!... " - წერს დავით ზურაბიშვილი