საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაითანხმა კრის ბოტიმ სტინგი თბილისში ჩამოსვლაზე
როგორ დაითანხმა კრის ბოტიმ სტინგი თბილისში ჩამოსვლაზე

27-28 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის მას­პინ­ძლო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე ორი ლე­გენ­და­რუ­ლი მუ­სი­კო­სი - სტინ­გი და კრის ბოტი ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი პროგ­რა­მით წარ­სდგე­ბი­ან!

კრის ბოტი სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს. ამე­რი­კე­ლი მე­საყ­ვი­რე SOLO-ს მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სტინ­გის ჩა­მოყ­ვა­ნა კი, არა­მარ­ტო მე­ლო­მა­ნე­ბის, არა­მედ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე კომ­პა­ნი­ე­ბის ოც­ნე­ბად იქცა.

მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოს, მათ შო­რის, 16 გრე­მის მფლო­ბე­ლის და სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კო­სე­ბის ასე­ულ­ში მყო­ფი სტინ­გის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა უზარ­მა­ზარ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. "სა­ოც­ნე­ბო შე­თან­ხმე­ბა" ერ­თმა ხუმ­რო­ბით ნათ­ქვამ­მა ფრა­ზამ გა­ნა­პი­რო­ბა, შე­დე­გად, ლე­გენ­და­რუ­ლი სტინ­გი სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეს­ტუმ­რე­ბა. ინ­გლი­სე­ლი მომ­ღე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი, ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი უამ­რა­ვი ჰი­ტის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში SOLO-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რად მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ჩა­მო­ყავს.

რო­გორ და­ი­თან­ხმა კრის ბო­ტიმ სტინ­გი თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა, რა პროგ­რა­მით წარ­დგე­ბი­ან ლე­გენ­და­რუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ SOLO-ს მომ­ხმა­რებ­ლებ­მა შან­სი, რო­მე­ლიც ექ­სკლუ­ზი­უ­რად მხო­ლოდ მათ მი­ე­ცათ? - ამ და კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE SOLO Lifestyle-ს დი­რექ­ტორს, ეკა დუ­ჩი­ძეს ესა­უბ­რა.

- სულ ახ­ლა­ხან, სა­გან­გე­ბოდ SOLO-ს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში კრის ბო­ტის კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თა. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა SOLO-მ მა­ლე­ვე კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზის მო­წყო­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის და რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ეთ სტინ­გი?

- თით­ქმის ერთი წე­ლია კრის ბო­ტის­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახლო მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. კრი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად SOLO-ს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, სხვა­დას­ხვა დარ­ბა­ზე­ბი­დან ვი­დე­ორ­გო­ლებს იღებს და ყო­ველ­თვი­უ­რად სარ­ე­კო­მენ­და­ციო ფლე­ი­ლისტს გვიგ­ზავ­ნის SOLO მსმე­ნე­ლის­თვის. ბო­ტის ეს კონ­ცერ­ტი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი იყო SOLO-ელე­ბის­თვის და ამ კონ­ცერტს ძა­ლი­ან დიდი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კრი­სი და სტინ­გი დიდი ხა­ნია მე­გობ­რო­ბენ, კრისს ხუმ­რო­ბით ვუ­თხა­რით, მე­გო­ბარ­თან ერ­თად ხომ არ დაბ­რუნ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კრი­სის მე­ნე­ჯერ­მა და­მი­რე­კა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი შე­მომ­თა­ვა­ზა. 25 თე­ბერ­ვალს დუ­ბა­ი­ში მარ­თა­ვენ კონ­ცერტს, მი­თხრეს, რომ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შან­სი ჰქონ­დათ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, რე­ა­ლო­ბა­ში ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასეთ ლე­გენ­დას ვუ­მას­პინ­ძლებ­დით.

- რო­გორც ჩანს, სტინგთან ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად ბო­ტის­თან კონ­ტაქ­ტი და მე­გობ­რო­ბა და­გეხ­მა­რათ. სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ასე მცი­რე დრო­ში კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა?

- მთა­ვა­რი ალ­ბათ მონ­დო­მე­ბაა. ჩვენ ყო­ველ­თვის ვზრუ­ნავთ SOLO-ს მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე. გვინ­და, გა­მორ­ჩე­უ­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო Lifestyle შევ­თა­ვა­ზოთ. იყო SOLO, ნიშ­ნავს გქონ­დეს ყვე­ლა­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლი VOIAGER სპე­ცი­ა­ლუ­რად SOLO-სთვის არის შექ­მნი­ლი. ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის იქ­მნე­ბა სუ­ნა­მო­ე­ბი, იტა­ლი­ი­დან ჩა­მოგ­ვაქვს ყავა... მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ფასს, ან ექ­სკლუ­ზი­ურ პრო­დუქტს. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ SOLO-ს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სტინ­გიც ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია სერ­გი ნა­კა­ი­ძე, რო­მე­ლიც ლოს ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს და კრის ბო­ტის ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია. სწო­რედ, აქე­დან მოხ­და კრის­თან ჩვე­ნი და­კავ­ში­რე­ბა. კრი­სი კი სტინ­გის მე­გო­ბა­რია. კრისს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და სტინგს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა მო­ან­დო­მა. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, კრის­მა სტინგს და­უ­რე­კა და შეს­თა­ვა­ზა, დუ­ბა­ის შემ­დეგ "ხომ არ გინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვი­დეთ, წლე­ბის წინ ბა­თუმ­ში იყა­ვი და თბი­ლი­სი არ გაქვს ნა­ნა­ხიო". სტინ­გმა კი უთხრა, რომ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­მო­ვი­დო­და და ჩვენც ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა.

- ამ­ბობთ, რომ კრის ბო­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტინ­გის ჩა­მოყ­ვა­ნა ხუმ­რო­ბით თხო­ვეთ, ამა­ზე წი­ნას­წარ არ გი­ფიქ­რი­ათ?

- არა, რად­გან სტინ­გი ძა­ლი­ან მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ფი­ლარ­მო­ნი­ის სივ­რცე პა­ტა­რაა, რაც ნიშ­ნავს, რომ ასე­თი მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტის, ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის შან­სი მცი­რეა. სწო­რედ ამი­ტომ, კონ­ცერ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბას ახ­დენს თა­ვად SOLO და სწო­რედ SOLO-ებს ვთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზივს. გაგ­ვი­მარ­თლა, რად­გან ბო­ტი­სა და სტინ­გის ტურ­ნე დუ­ბა­ი­შია, რე­გი­ონ­თან ახ­ლოს არი­ან და კარ­გად ჩაჯ­და თბი­ლის­ში სტუმ­რო­ბაც. თო­რემ მათი ტურ­ნე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­რი­ლია წი­ნას­წარ და ძა­ლი­ან რთუ­ლია ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა.

- რა პრინ­ცი­პით მოხ­და ბი­ლე­თე­ბის ფა­სის გა­სა­ზღვრა?

- ჩვენ გან­ვსა­ზღვრეთ სუბ­სი­დი­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა. შემ­დეგ გა­მო­ვით­ვა­ლეთ მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი და ამის მი­ხედ­ვით გა­ვა­კე­თეთ გრა­და­ცია. ამ სა­ხის კონ­ცერ­ტებ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ ბი­ლე­თის სა­შუ­ა­ლო ფასი 200 აშშ დო­ლა­რია, თან ეს კონ­ცერ­ტე­ბი ტარ­დე­ბა დიდ დარ­ბა­ზებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, აქ კი ფი­ლარ­მო­ნია საკ­მა­ოდ ინ­ტი­მურ გა­რე­მოს გიქ­მნის და შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევს, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი შენ­გან სულ რამ­დე­ნი­მე მეტრში იხი­ლო და მას მო­უს­მი­ნო. ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 ლა­რი­დან იწყე­ბა, არის 250 და 300 ლა­რი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბიც, და ზე­მოთ. ბი­ლე­თე­ბი კარ­გად იყი­დე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა ფა­სის ბი­ლე­თია დარ­ჩე­ნი­ლია და SOLO-ს მომ­ხმა­რებ­ლებს ჯერ კი­დევ აქვთ დრო მათ შე­სა­ძე­ნად.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა? შე­ას­რუ­ლებს თუ არა სტინ­გი ცნო­ბილ ჰი­ტებს. რა ხან­გრძლი­ვო­ბის იქ­ნე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა და რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა დრო შემ­სრუ­ლებ­ლებს შო­რის?

- პროგ­რა­მა ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნია. აქე­დან, მი­ნი­მუმ, ერთი სა­ა­თი სტინ­გი იმ­ღე­რებს. ეს რა თქმა უნდა, მსმე­ნელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად კარ­გად აყ­ვე­ბი­ან ისი­ნი მუ­სი­კო­სებს. ვი­ცით, რომ შე­ას­რუ­ლებს თა­ვის ცნო­ბილ ჰი­ტებს, მათ შო­რის: "Desert Rose", "Every breath You Take" და "Shape of My Heart". კრი­სი ჩა­მო­დის თა­ვის ვირ­ტუ­ოზ ბენდთან ერ­თად. სტინგს ჩა­მო­ყავს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პერ­კუ­სი­ო­ნის­ტი და ვო­კა­ლის­ტი.

- სად და­ბი­ნავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყო­ფი ლე­გენ­და­რუ­ლი მუ­სი­კო­სი?

- ვერ გე­ტყვით, რად­გან ასე­თი დე­ტა­ლე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია.

- წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კარ­გი "ბეგ­რა­უნ­დის" შექნისა და ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. SOLO-ში ალ­ბათ უკვე ფიქ­რო­ბენ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, რა შე­იძ­ლე­ბა ამ დრო­ის­თვის გვი­თხრათ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს SOLO აქ­ტი­ვო­ბებს?

- SOLO-ს რებ­რენ­დინ­გის შემ­დეგ, ამ კუ­თხით მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რე­ბი ვი­ყა­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ნიუ იორკში ცნო­ბი­ლი ბენ­დი Cafe Wha?, ასე­ვე Kennedy Administration, სა­ლო­მე დე ბაია, დიდი კონ­ცე­რე­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც ვგეგ­მავთ. ჯერ ვერ გე­ტყვით ვინ, სად, რო­დის გა­მარ­თავს კონ­ცერტს, თუმ­ცა SOLO-ს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ჩვენ მათ ნამ­დვი­ლად გა­ვა­ნე­ბივ­რებთ.

(R)

ანა მარ­შა­ნია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როგორ დაითანხმა კრის ბოტიმ სტინგი თბილისში ჩამოსვლაზე

როგორ დაითანხმა კრის ბოტიმ სტინგი თბილისში ჩამოსვლაზე

27-28 თებერვალს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი გრანდიოზული კონცერტის მასპინძლობისთვის ემზადება. ფილარმონიის სცენაზე ორი ლეგენდარული მუსიკოსი - სტინგი და კრის ბოტი ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათნახევრიანი პროგრამით წარსდგებიან!

კრის ბოტი საქართველოს ხშირად სტუმრობს. ამერიკელი მესაყვირე SOLO-ს მეგობარი და პარტნიორია. ჩვენს ქვეყანაში სტინგის ჩამოყვანა კი, არამარტო მელომანების, არამედ შოუბიზნესში მოღვაწე კომპანიების ოცნებად იქცა.

მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული ჯილდოს, მათ შორის, 16 გრემის მფლობელის და საუკეთესო მუსიკოსების ასეულში მყოფი სტინგის კონცერტის ორგანიზება უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. "საოცნებო შეთანხმება" ერთმა ხუმრობით ნათქვამმა ფრაზამ განაპირობა, შედეგად, ლეგენდარული სტინგი საქართველოს რამდენიმე დღეში ესტუმრება. ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, მსოფლიოში ცნობილი უამრავი ჰიტის შემსრულებელი საქართველოში SOLO-ს ექსკლუზიურად მისი მომხმარებლებისთვის ჩამოყავს.

როგორ დაითანხმა კრის ბოტიმ სტინგი თბილისში კონცერტი ჩაეტარებინა, რა პროგრამით წარდგებიან ლეგენდარული მუსიკოსები ფილარმონიაში და როგორ უნდა გამოიყენონ SOLO-ს მომხმარებლებმა შანსი, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ მათ მიეცათ? - ამ და კონცერტთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე AMBEBI.GE SOLO Lifestyle-ს დირექტორს, ეკა დუჩიძეს ესაუბრა.

- სულ ახლახან, საგანგებოდ SOLO-ს მომხმარებლებისთვის თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კრის ბოტის კონცერტები გაიმართა. რატომ გადაწყვიტა SOLO-მ მალევე კიდევ ერთი სიურპრიზის მოწყობა ექსკლუზიურად მისი მომხმარებლებისთვის და რა პრინციპით შეარჩიეთ სტინგი?

- თითქმის ერთი წელია კრის ბოტისთან ვთანამშრომლობთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ახლო მეგობრები გავხდით. კრისი სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა დარბაზებიდან ვიდეორგოლებს იღებს და ყოველთვიურად სარეკომენდაციო ფლეილისტს გვიგზავნის SOLO მსმენელისთვის. ბოტის ეს კონცერტი საახალწლო საჩუქარი იყო SOLO-ელებისთვის და ამ კონცერტს ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. იქიდან გამომდინარე, რომ კრისი და სტინგი დიდი ხანია მეგობრობენ, კრისს ხუმრობით ვუთხარით, მეგობართან ერთად ხომ არ დაბრუნდებოდა საქართველოში. რამდენიმე დღეში კრისის მენეჯერმა დამირეკა და აღნიშნული პროექტი შემომთავაზა. 25 თებერვალს დუბაიში მართავენ კონცერტს, მითხრეს, რომ თბილისში ჩამოსვლის შანსი ჰქონდათ. სიმართლე გითხრათ, რეალობაში ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ლეგენდას ვუმასპინძლებდით.

- როგორც ჩანს, სტინგთან ურთიერთობის დასამყარებლად ბოტისთან კონტაქტი და მეგობრობა დაგეხმარათ. საბოლოოდ, როგორ მოახერხეთ ასე მცირე დროში კონცერტების ორგანიზება?

- მთავარი ალბათ მონდომებაა. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ SOLO-ს მომხმარებლებზე. გვინდა, გამორჩეული, ექსკლუზიური და საინტერესო Lifestyle შევთავაზოთ. იყო SOLO, ნიშნავს გქონდეს ყველასაგან განსხვავებული ცხოვრების სტილი და საინტერესო შეთავაზებები. მაგალითად, ჟურნალი VOIAGER სპეციალურად SOLO-სთვის არის შექმნილი. ასევე, სპეციალურად მათთვის იქმნება სუნამოები, იტალიიდან ჩამოგვაქვს ყავა... მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ ფასს, ან ექსკლუზიურ პროდუქტს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ SOLO-ს მომხმარებლებისთვის სტინგიც ექსკლუზიური შეთავაზებაა. რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენი მეგობარია სერგი ნაკაიძე, რომელიც ლოს ანჯელესში ცხოვრობს და კრის ბოტის ძალიან ახლო მეგობარია. სწორედ, აქედან მოხდა კრისთან ჩვენი დაკავშირება. კრისი კი სტინგის მეგობარია. კრისს ძალიან უყვარს საქართველო და სტინგს საქართველოში ჩამოსვლა მოანდომა. მე რამდენადაც ვიცი, კრისმა სტინგს დაურეკა და შესთავაზა, დუბაის შემდეგ "ხომ არ გინდა საქართველოში წავიდეთ, წლების წინ ბათუმში იყავი და თბილისი არ გაქვს ნანახიო". სტინგმა კი უთხრა, რომ დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდა და ჩვენც ძალიან გაგვიმართლა.

- ამბობთ, რომ კრის ბოტის საქართველოში სტინგის ჩამოყვანა ხუმრობით თხოვეთ, ამაზე წინასწარ არ გიფიქრიათ?

- არა, რადგან სტინგი ძალიან მაღალბიუჯეტიანი შემსრულებელია. ფილარმონიის სივრცე პატარაა, რაც ნიშნავს, რომ ასეთი მაღალბიუჯეტიანი პროექტის, ფინანსურად მომგებიანობის შანსი მცირეა. სწორედ ამიტომ, კონცერტის სუბსიდირებას ახდენს თავად SOLO და სწორედ SOLO-ებს ვთავაზობთ ექსკლუზივს. გაგვიმართლა, რადგან ბოტისა და სტინგის ტურნე დუბაიშია, რეგიონთან ახლოს არიან და კარგად ჩაჯდა თბილისში სტუმრობაც. თორემ მათი ტურნე წლების განმავლობაში გაწერილია წინასწარ და ძალიან რთულია ადგილის დაკავება.

- რა პრინციპით მოხდა ბილეთების ფასის გასაზღვრა?

- ჩვენ განვსაზღვრეთ სუბსიდირების მაქსიმალური თანხა. შემდეგ გამოვითვალეთ მინიმალური და მაქსიმალური ფასი და ამის მიხედვით გავაკეთეთ გრადაცია. ამ სახის კონცერტებზე საზღვარგარეთ ბილეთის საშუალო ფასი 200 აშშ დოლარია, თან ეს კონცერტები ტარდება დიდ დარბაზებში, სტადიონებზე, აქ კი ფილარმონია საკმაოდ ინტიმურ გარემოს გიქმნის და შესაძლებლობას გაძლევს, რომ ლეგენდარული შემსრულებელი შენგან სულ რამდენიმე მეტრში იხილო და მას მოუსმინო. ბილეთების ღირებულება 200 ლარიდან იწყება, არის 250 და 300 ლარიანი ბილეთებიც, და ზემოთ. ბილეთები კარგად იყიდება, თუმცა ყველა ფასის ბილეთია დარჩენილია და SOLO-ს მომხმარებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო მათ შესაძენად.

- როგორი იქნება საკონცერტო პროგრამა? შეასრულებს თუ არა სტინგი ცნობილ ჰიტებს. რა ხანგრძლივობის იქნება ღონისძიება და როგორ გადანაწილდება დრო შემსრულებლებს შორის?

- პროგრამა ორსაათნახევრიანია. აქედან, მინიმუმ, ერთი საათი სტინგი იმღერებს. ეს რა თქმა უნდა, მსმენელზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად აყვებიან ისინი მუსიკოსებს. ვიცით, რომ შეასრულებს თავის ცნობილ ჰიტებს, მათ შორის: "Desert Rose", "Every breath You Take" და "Shape of My Heart". კრისი ჩამოდის თავის ვირტუოზ ბენდთან ერთად. სტინგს ჩამოყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პერკუსიონისტი და ვოკალისტი.

- სად დაბინავდება საქართველოში სტუმრად მყოფი ლეგენდარული მუსიკოსი?

- ვერ გეტყვით, რადგან ასეთი დეტალები კონფიდენციალურია.

- წარმატებით ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები კარგი "ბეგრაუნდის" შექნისა და ახალი კონტაქტების დამყარების წინაპირობაა. SOLO-ში ალბათ უკვე ფიქრობენ სამომავლო გეგმებზე, რა შეიძლება ამ დროისთვის გვითხრათ, რა მიმართულებით აპირებს SOLO აქტივობებს?

- SOLO-ს რებრენდინგის შემდეგ, ამ კუთხით მთელი წლის განმავლობაში აქტიურები ვიყავით, საქართველოში ჩამოვიყვანეთ ნიუ იორკში ცნობილი ბენდი Cafe Wha?, ასევე Kennedy Administration, სალომე დე ბაია, დიდი კონცერეტების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ. ჯერ ვერ გეტყვით ვინ, სად, როდის გამართავს კონცერტს, თუმცა SOLO-ს მომხმარებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენ მათ ნამდვილად გავანებივრებთ.

(R)

ანა მარშანია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება