საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა. განცხადებასთან ერთად, პროკურატურამ ფოტო-ვიდეომასალა და ჩვენებები გამოაქვეყნა. თემას "ფეისბუქში" ეხმაურებიან:
თამარ მუსერიძე, ტელეწამყვანი:
ძალიან სასაცილო ერი ვართ. დაიჭირეს ეს გოგო, ჩავქოლეთ, ჩავდეთ მიწაში. მერე ნანუკამ და მაიამ გადაცემები გააკეთეს, ამოვიღეთ მიწიდან, წმინდანად და წამებულად შევრაცხეთ და უდანაშაულოდ ვაკურთხეთ. ეხლა იისევ გამოქვეყნდა ახალი დასკვნა, იისევ ვესვრით ტალახს. რას დავარიხინებთ წინ და უკან ბლინ. საქართველოა, თუ სამეფო კარის თამაშები????
ნოე სულაბერიძე, პროდუსერი:
არ შეიძლება ეგეთი რაღაცეების გასაჯაროება, თან ის ბავშვია კადრში...თავიდან აღარ ამომდის...სოციალურ ქსელში ბევრი არასრულწლოვანია, რომელიც ამას უყურებს, კითხულობს და ეს მათ ფსიქიკაზე მოქმედებს ჩვენზე მეტად!
გიგლა თუმანიშვილი, ჟურნალისტი:
შეჭამეთ, ჩაქოლეთ, დაგლიჯეთ, დაღრღენით, არა არ შეჭამოთ ცხოველებს მიუგდეთ საჯიჯგნად, ესროლეთ ტყვია, ვისაც ტყვია არ გაქვთ ქვა არ დაიზაროთ, ტალახი ესროლეთ... ცოცხალია??? წიხლებით შედექით მოკალით... სირცხვილია ხალხნო რომელმა უყურეთ თქვენი თვალით როგორ კლავდა შვილს??? ასე რო ამტკიცემთ რამ გაგაბოროტათ, რატომ ვხდებით მკვლელები. იმ ოჯახისაც მესმის და ვწუხვარ ვინც შვილი და შვილიშვილი დაკარგა. მგონია რომ ძალიან ცუდი ხალხი ვართ... 21 საუკუნეა. პირველყოფილები აღარ ვართ ერთმანეთის ძვლებს რო ჭამდნენ, ისინიც ინდობდნენ ზოგჯერ ერთმანეთს... დაველოდოთ ვერდიქტს!..
ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:
გადავწყვიტეთ, რომ მაგდა პაპიძე მკველელია? ისე გადავწყვიტეთ, როგორც გვჩვევია! არ ველოდებით სასამართლოს, "მთავარია" პროკურატურა რას იტყვის.
არ გეგონოთ ვიცავ. სულაც არ ვიცი მოკლა თუ არა ქმარ-შვილი. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მკვლელია. საშიში მკვლელი. რადგან, საზოგადეობრივი განაჩენი ხშირად ჩარტყმულ უროზე მძიმეა! იქნებ შევიცვალოთ ბოლოს და ბოლოს!
იხილეთ ასევე: პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს
პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმეზე შემზარავ ფოტომასალას ავრცელებს