მსოფლიო
მოზაიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს შემთხვევები, როცა გვამი თვეობით უცხოეთშია" - საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა დაფარავს
"გვაქვს შემთხვევები, როცა გვამი თვეობით უცხოეთშია" - საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა დაფარავს

უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კითხს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ტა­ნის გა­რე­შე გა­და­წყვეტს. შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბა სა­გა­რეო უწყე­ბას დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მის­ცა. რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს არის დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის გელა დუმ­ბა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მო­ი­წო­ნა.

"ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი უცხო­ეთ­ში გარ­და­იც­ვლე­ბი­ან, მათი ახ­ლობ­ლე­ბი, თუ მო­ნა­ხეს ნაც­ნო­ბი ან კონ­ტაქ­ტი მთავ­რო­ბა­ში, ისი­ნი ამა თუ იმ გზას ნა­ხუ­ლო­ბენ და მოგ­ვმარ­თა­ვენ და ჩვენ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კითხს ვი­ხი­ლავთ. ასე­ვე პრობ­ლე­მაა, ის, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, ვინც ესა თუ ის არხი ვერ მო­ნა­ხა და სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გვა­მი თვე­ო­ბით უცხო­ეთ­შია. მე მგო­ნია, რომ ეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვას­ვე­ნოთ და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღარ გავ­ხა­დოთ ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა სა­ჭი­რო. ეს ავ­ტო­მა­ტურ პრო­ცე­სად ვაქ­ცი­ოთ", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ვა­ვა­ლოთ, რომ მათ მი­ხე­დონ ამ პრო­ცე­დუ­რას და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე სა­კი­თხის გა­ტა­ნის გა­რე­შე, ყვე­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ვინც მოგ­ვმარ­თავს და­ფი­ნან­სე­ბით და დახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოთ, რათა ისი­ნი დრო­ზე იქ­ნან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თი გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი კვლავ უცხოთ­შია და არ არის გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი.

"უცხო­ეთ­ში ინა­ხე­ბი­ან მა­ცივ­რებ­ში - არ მინ­დო­და ეს სი­ტყვა მეხ­მა­რა, მაგ­რამ მარ­თლაც და ჩვე­ნი ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, რომ ამ ოჯა­ხებს მივ­ხე­დოთ", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"გვაქვს შემთხვევები, როცა გვამი თვეობით უცხოეთშია" - საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა დაფარავს

"გვაქვს შემთხვევები, როცა გვამი თვეობით უცხოეთშია" - საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა დაფარავს

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს. შესაბამისი დავალება საგარეო უწყებას დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისცა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინიციატივა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა მოიწონა.

"ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ისინი უცხოეთში გარდაიცვლებიან, მათი ახლობლები, თუ მონახეს ნაცნობი ან კონტაქტი მთავრობაში, ისინი ამა თუ იმ გზას ნახულობენ და მოგვმართავენ და ჩვენ მთავრობის სხდომაზე გადმოსვენების საკითხს ვიხილავთ. ასევე პრობლემაა, ის, რომ ბევრი ადამიანია, ვინც ესა თუ ის არხი ვერ მონახა და სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვამი თვეობით უცხოეთშია. მე მგონია, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო. ეს ავტომატურ პროცესად ვაქციოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალოთ, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც მოგვმართავს დაფინანსებით და დახმარებით უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოს არაერთი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი კვლავ უცხოთშია და არ არის გადმოსვენებული.

"უცხოეთში ინახებიან მაცივრებში - არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა, მაგრამ მართლაც და ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ამ ოჯახებს მივხედოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."