თბილისის მერიამ Facebook-ზე საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის 5 500 დოლარი გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრ მედიატორის დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე მომწოდებელ facebook.ink-თან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 5 ათასი დოლარია.
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N149-ის მიხედვით: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიური მომწოდებელია სოციალური ქსელი "ფეისბუქი", - აღნიშნავს გივი კუბლაშვილი განაგრძეთ კითხვა