პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ და დუეტი, რომლითაც მან ბავშვობის ოცნება აიხდინა
როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ და დუეტი, რომლითაც მან ბავშვობის ოცნება აიხდინა

გო­გო­ნა, რო­მე­ლის­თვი­საც 2016 წელი არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო, ლა­გო­დე­ხე­ლი ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძეა, სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნი­დან. ის პო­პუ­ლა­რუ­ლი კონ­კურ­სის - "ნი­ჭი­ე­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. და­ვინ­ტე­რეს­დით, ამ თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წარ­მა­ტე­ბი­დან ერთი თვის თავ­ზე, რო­გორ გრძნობს თავს და რა შე­იც­ვა­ლა მის ცხოვ­რე­ბა­ში. 15 წლის მომ­ღე­რა­ლი ნელ-ნელა ეჩ­ვე­ვა თავ­სდამ­ტყდარ პო­პუ­ლა­რო­ბას და მის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი ცხოვ­რე­ბის სტილს ირ­გებს:

- ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მე­ლიც ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­საწა­ულ­ზე ერთ-ერთ კლუბ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და ანრი ჯო­ხა­ძეს­თან დუ­ეტ­ში მღე­რი. ეს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ შენი პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა იყო?

- არა, მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­მიწ­ვი­ეს და ვიმ­ღე­რე.

- მოგ­ვი­ყე­ვი, რო­გორ შე­იც­ვა­ლა შენი ცხოვ­რე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ...

- ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, ვმღე­რი იმ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად, ვი­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი და სულ იმის სურ­ვი­ლი მქონ­და, რო­გორ­ღაც ახ­ლოს მე­ნა­ხა რო­მე­ლი­მე, მათ­თან სცე­ნა­ზე დგო­მას ვინ იფიქ­რებ­და? თუ სად­მე ქუ­ჩა­ში, გზა­ში თვალს მოვკრავ­დი, იმით ვხდე­ბო­დი ბედ­ნი­ე­რი. იმ დღეს კი ან­რის­თან სიმ­ღე­რით ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე.

- იმ კონ­ცერ­ტზე ანრი პირ­ვე­ლად ნახე?

- კი, თან, დარ­ბაზ­ში სიბ­ნე­ლე იყო, მაგ­რამ მა­ინც და­მი­ნა­ხა და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. მერე ახ­ლოს მი­ვე­დი და მი­თხრა, თუ შე­გიძ­ლია, ერ­თად ვიმ­ღე­რო­თო. თან, ამას იქ ყვე­ლა მეხ­ვე­წე­ბო­და.

- სად იყა­ვით?

- ჩემს სო­ფელ­ში ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე რეს­ტო­რან­ში ანრი მო­იწ­ვი­ეს. მეც იქ ვი­ყა­ვი და ჩვე­ნი შეხ­ვედ­რაც იქ შედ­გა. ვგიჟ­დე­ბი შენ­ზე, მა­გა­რი გოგო ხარო... მერე სცე­ნა­ზე რომ ავი­და, გა­მო­ა­ცხა­და, ბარ­ბა­რა ვარ­სკვლა­ვად არის და­ბა­დე­ბუ­ლიო.

იხი­ლეთ ვი­დეო

- კორ­პო­რა­ტი­ულ კონ­ცერ­ტებ­ზე რომ გიწ­ვე­ვენ, რა სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებ?

- ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან მო­თხოვ­ნა იმ სიმ­ღე­რებ­ზეა, რაც "ნი­ჭი­ერ­ში" შე­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ ნელ-ნელა სხვებ­საც ვა­პა­რებ.

- შენი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და არაფ­რით აღარ ჰგავს 6 თვის წი­ნან­დელ პე­რი­ოდს, ხომ?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვია-მეთ­ქი, მარ­თლა ვერ ვი­ტყვი. სხვა­ო­ბა ის არის, რომ გან­სხვა­ვე­ბულ რიტ­მში ვცხოვ­რობ, იმ პე­რი­ოდს ვერც შე­ედ­რე­ბა, რო­გო­რიც 6 თვის წინ მქონ­და. ისე, ცოტა გა­და­ვი­ღა­ლე. აღ­ტა­ცე­ბუ­ლი და თან, აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვარ. ბედ­ნი­ე­რი გა­მოვ­დი­ვარ ამა თუ იმ ად­გი­ლი­დან, თუ ვინ­მე ვერ მცნობს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად მცნო­ბენ და მაგ დროს ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ თავს. რა რთუ­ლი ყო­ფი­ლა, როცა შენს პი­რადს გვერ­დით სდებ და სხვას უცი­ნი, უღი­მი, სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად რომ მო­დი­ან შენ­თან, შე­იძ­ლე­ბა იმ წუ­თას არც გე­ღი­მე­ბო­დეს, მაგ­რამ მა­ინც იღებ, რად­გა­ნაც ვალ­დე­ბუ­ლი ხარ. ან­რის­თან სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად რომ მი­ვე­დი, ვუ­თხა­რი, - ახლა მივ­ხვდი, პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­ებს-მეთ­ქი.

- თბი­ლის­ში რო­დის აპი­რებ სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვლას?

- მალე. სკო­ლა­ში შემ­დეგ წელს მანდ გა­ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას, რაც დი­დად არ მინ­და, რად­გა­ნაც მიყ­ვარს ჩემი სო­ფე­ლი, მაგ­რამ ჩემს საქ­მე­ებს ასე სჭირ­დე­ბა.

- რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ალ­ბათ გა­ვაგ­რძე­ლებ კა­რი­ე­რას და ვეც­დე­ბი, მა­ყუ­რე­ბელს თავი არ და­ვა­ვი­წყო, მაგ­რამ არც მო­ვა­ბეზ­რო. სკო­ლას 2 წე­ლი­წად­ში ვამ­თავ­რებ და მინ­და, სწავ­ლა მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში გა­ვაგ­რძე­ლო.

- ბინა, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის მო­გე­ბის შემ­დეგ სა­ჩუქ­რად გად­მო­გე­ცა, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­შია. რა გი­თხრეს, რო­დის დას­რულ­დე­ბა?

- ვი­საც მაგ ბი­ნის სა­კი­თხი აბა­რია, იმ ადა­მი­ან­მა მი­თხრა, - ყვე­ლა­ზე დიდი ფარ­თი რაც კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის აქამ­დე სა­ჩუქ­რად გა­და­უ­ცი­ათ, 25 კვად­რა­ტუ­ლია. შენი 38 კვად­რა­ტია. გა­მო­დის, იმ ხალ­ხის ფა­ვო­რი­ტი ყო­ფილ­ხარ, ასე რომ და­გა­სა­ჩუქ­რე­სო. კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა რო­გორც მი­თხრეს, აგ­ვის­ტო­ში მთავ­რდე­ბა. ჩემი - მე­სა­მე სარ­თუ­ლია, დიდი აი­ვა­ნი აქვს. თუმ­ცა ჯერ არ მი­ნახ­ვას.

- თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ისეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიე, სა­ერ­თოდ არც კი გვგო­ნია, თუ გვი­კად­რე­ბო. მე­გობ­რე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, ვერც ვი­ჯე­რებთ, რომ ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტი მო­ი­გეო. ფაქ­ტია, რომ ჩემ გარ­შე­მო დიდი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ტრი­ა­ლებს. თუმ­ცა სა­სა­ცი­ლო ამ­ბე­ბიც ბევ­რია. იმ დღეს ტაქ­სი გა­მო­ვი­ძა­ხე, მძღოლ­მა რომ და­მი­ნა­ხა, ჭკუ­ა­ზე არ იყო, ისე მი­ლო­ცავ­და. მერე მი­თხრა, - შვი­ლო, ერთი შენი სა­ხე­ლი შე­მახ­სე­ნე, მა­რი­ტა, არა? მე და ჩემი ოჯა­ხი მა­რი­ტას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით და ვუ­რე­კავ­დით. მა­რი­ტა, შვი­ლო, რა მა­გა­რი ხარო...

- ბარ­ბა­რა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- არა, კაცო (იცი­ნის). ჯერ­ჯე­რო­ბით მივ­ყვე­ბი ცხოვ­რე­ბას და მერე ვნა­ხოთ, თან, ჯერ მა­გის­თვის თა­ვის­ტკი­ვი­ლი არ ღირს. ყვე­ლა­ფერს დრო მო­ი­ტანს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ და დუეტი, რომლითაც მან ბავშვობის ოცნება აიხდინა

როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ და დუეტი, რომლითაც მან ბავშვობის ოცნება აიხდინა

გოგონა, რომელისთვისაც 2016 წელი არნახული წარმატებით დაიწყო, ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძეა, სოფელ ჭაბუკიანიდან. ის პოპულარული კონკურსის - "ნიჭიერი" გამარჯვებული გახდა. დავინტერესდით, ამ თავბრუდამხვევი წარმატებიდან ერთი თვის თავზე, როგორ გრძნობს თავს და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში. 15 წლის მომღერალი ნელ-ნელა ეჩვევა თავსდამტყდარ პოპულარობას და მისთვის დღემდე უცნობი ცხოვრების სტილს ირგებს:

- ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელიც ვალენტინობის დღესაწაულზე ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული და ანრი ჯოხაძესთან დუეტში მღერი. ეს გამარჯვების შემდეგ შენი პირველი გამოსვლა იყო?

- არა, მანამდე რამდენიმე კორპორატიულ ღონისძიებაზე მიმიწვიეს და ვიმღერე.

- მოგვიყევი, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება გამარჯვების შემდეგ...

- ძალიან შეიცვალა, ვმღერი იმ მომღერლებთან ერთად, ვისაც ტელევიზორში ვუყურებდი და სულ იმის სურვილი მქონდა, როგორღაც ახლოს მენახა რომელიმე, მათთან სცენაზე დგომას ვინ იფიქრებდა? თუ სადმე ქუჩაში, გზაში თვალს მოვკრავდი, იმით ვხდებოდი ბედნიერი. იმ დღეს კი ანრისთან სიმღერით ბავშვობის ოცნება ავიხდინე.

- იმ კონცერტზე ანრი პირველად ნახე?

- კი, თან, დარბაზში სიბნელე იყო, მაგრამ მაინც დამინახა და ძალიან გაუხარდა. მერე ახლოს მივედი და მითხრა, თუ შეგიძლია, ერთად ვიმღეროთო. თან, ამას იქ ყველა მეხვეწებოდა.

- სად იყავით?

- ჩემს სოფელში ვალენტინობის დღესასწაულზე რესტორანში ანრი მოიწვიეს. მეც იქ ვიყავი და ჩვენი შეხვედრაც იქ შედგა. ვგიჟდები შენზე, მაგარი გოგო ხარო... მერე სცენაზე რომ ავიდა, გამოაცხადა, ბარბარა ვარსკვლავად არის დაბადებულიო.

იხილეთ ვიდეო

- კორპორატიულ კონცერტებზე რომ გიწვევენ, რა სიმღერებს ასრულებ?

- ორგანიზატორების მხრიდან მოთხოვნა იმ სიმღერებზეა, რაც "ნიჭიერში" შევასრულე, მაგრამ ნელ-ნელა სხვებსაც ვაპარებ.

- შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და არაფრით აღარ ჰგავს 6 თვის წინანდელ პერიოდს, ხომ?

- ჩვეულებრივია-მეთქი, მართლა ვერ ვიტყვი. სხვაობა ის არის, რომ განსხვავებულ რიტმში ვცხოვრობ, იმ პერიოდს ვერც შეედრება, როგორიც 6 თვის წინ მქონდა. ისე, ცოტა გადავიღალე. აღტაცებული და თან, აფორიაქებული ვარ. ბედნიერი გამოვდივარ ამა თუ იმ ადგილიდან, თუ ვინმე ვერ მცნობს, თუმცა ძირითადად მცნობენ და მაგ დროს ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. რა რთული ყოფილა, როცა შენს პირადს გვერდით სდებ და სხვას უცინი, უღიმი, სურათის გადასაღებად რომ მოდიან შენთან, შეიძლება იმ წუთას არც გეღიმებოდეს, მაგრამ მაინც იღებ, რადგანაც ვალდებული ხარ. ანრისთან სურათის გადასაღებად რომ მივედი, ვუთხარი, - ახლა მივხვდი, პოპულარული ადამიანების ემოციებს-მეთქი.

- თბილისში როდის აპირებ საცხოვრებლად გადმოსვლას?

- მალე. სკოლაში შემდეგ წელს მანდ გავაგრძელებ სწავლას, რაც დიდად არ მინდა, რადგანაც მიყვარს ჩემი სოფელი, მაგრამ ჩემს საქმეებს ასე სჭირდება.

- რა გეგმები გაქვს?

- ალბათ გავაგრძელებ კარიერას და ვეცდები, მაყურებელს თავი არ დავავიწყო, მაგრამ არც მოვაბეზრო. სკოლას 2 წელიწადში ვამთავრებ და მინდა, სწავლა მუსიკალურ ათწლედში გავაგრძელო.

- ბინა, რომელიც კონკურსის მოგების შემდეგ საჩუქრად გადმოგეცა, მშენებარე კორპუსშია. რა გითხრეს, როდის დასრულდება?

- ვისაც მაგ ბინის საკითხი აბარია, იმ ადამიანმა მითხრა, - ყველაზე დიდი ფართი რაც კონკურსანტებისთვის აქამდე საჩუქრად გადაუციათ, 25 კვადრატულია. შენი 38 კვადრატია. გამოდის, იმ ხალხის ფავორიტი ყოფილხარ, ასე რომ დაგასაჩუქრესო. კორპუსის მშენებლობა როგორც მითხრეს, აგვისტოში მთავრდება. ჩემი - მესამე სართულია, დიდი აივანი აქვს. თუმცა ჯერ არ მინახვას.

- თანასოფლელები რას გეუბნებიან?

- ისეთ წარმატებას მიაღწიე, საერთოდ არც კი გვგონია, თუ გვიკადრებო. მეგობრებიც მეუბნებიან, ვერც ვიჯერებთ, რომ ამხელა პროექტი მოიგეო. ფაქტია, რომ ჩემ გარშემო დიდი სითბო და სიყვარული ტრიალებს. თუმცა სასაცილო ამბებიც ბევრია. იმ დღეს ტაქსი გამოვიძახე, მძღოლმა რომ დამინახა, ჭკუაზე არ იყო, ისე მილოცავდა. მერე მითხრა, - შვილო, ერთი შენი სახელი შემახსენე, მარიტა, არა? მე და ჩემი ოჯახი მარიტას ვგულშემატკივრობდით და ვურეკავდით. მარიტა, შვილო, რა მაგარი ხარო...

- ბარბარა შეყვარებული არ ხარ?

- არა, კაცო (იცინის). ჯერჯერობით მივყვები ცხოვრებას და მერე ვნახოთ, თან, ჯერ მაგისთვის თავისტკივილი არ ღირს. ყველაფერს დრო მოიტანს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუნი გაიმართება