პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ საპოლიციო კონტროლის დროს და რისი უფლება არ აქვთ სამართალდამცველებს
როგორ უნდა მოიქცეთ საპოლიციო კონტროლის დროს და რისი უფლება არ აქვთ სამართალდამცველებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22-23 დე­კემ­ბერს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მათ შო­რის თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად 69 პირი და­ა­კა­ვა, 36 330 პირი კი გა­და­ა­მოწ­მა.

რა უფ­ლე­ბე­ბი აქვთ პო­ლი­ცი­ე­ლებს პი­რის შე­მოწ­მე­ბის დროს და რა უნდა ქნას მო­ქა­ლა­ქემ, თუკი პო­ლი­ცი­ე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­მე­ტებს - ამ შე­კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტი მაია ხუ­ციშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- პო­ლი­ცი­ელს აქვს უფ­ლე­ბა პი­როვ­ნე­ბა გა­ა­ჩე­როს და შე­ა­მოწ­მოს, მათ შო­რის ზე­და­პი­რუ­ლად შე­ა­მოწ­მოს. ზე­და­პი­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ პირი გა­ჩხრი­კოს და ჯი­ბე­ე­ბი გად­მო­უბ­რუ­ნოს. თუ ამ ადა­მი­ანს გა­რეგ­ნუ­ლად ეტყო­ბა, რომ აქვს ია­რა­ღი და ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩანს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩხრე­კა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს. პო­ლი­ცი­ელს აქვს უფ­ლე­ბა, პირს მოს­თხო­ვოს იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. თუ პირი სა­ეჭ­ვოა, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია ან არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ პირ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს, ან იმ­ყო­ფე­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი/ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ქვეშ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მოხ­დეს მისი შე­მოწ­მე­ბა.

პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი გან­მარ­ტავს, რომ შე­მოწ­მე­ბა არ უნდა ლა­ხავ­დეს პი­რის პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას. არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მის მი­მართ წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა და ასე შემ­დეგ.

- და თუ პო­ლი­ცი­ე­ლი გა­და­ა­მე­ტებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, მო­ქა­ლა­ქეს რა შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს?

- თუკი მო­ქა­ლა­ქე თვლის, რომ პო­ლი­ცი­ელ­მა გა­და­ა­ჭარ­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, მას შე­უძ­ლია მი­მარ­თოს გან­ცხა­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს და მო­ი­თხო­ვოს ამ პი­რის მი­მართ რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნა.

- ჩხრე­კა რა შემ­თხვე­ვა­შია კა­ნო­ნი­ე­რი რე­ი­დის დროს?

- პო­ლი­ცი­ელს ჩხრე­კის უფ­ლე­ბა არ აქვს, მას აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბი­სა და გა­სინ­ჯვის უფ­ლე­ბა. ჩხრე­კა სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჩხრე­კას სხვა სა­ფუძ­ვლე­ბი სჭირ­დე­ბა, - სჭირ­დე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ პირ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და დო­კუ­მენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა იძ­ლე­ვა ამის ვა­რა­უდს. ეს ვა­რა­უ­დი ქუ­ჩა­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ, ერთი შე­ხედ­ვით, არ ვიცი რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პო­ლი­ცი­ელს.

- რე­ი­დის პრო­ცეს­ში, მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია მო­ი­თხო­ვოს პო­ლი­ცი­ე­ლის­გან შე­მოწ­მე­ბის მო­ტივ­ზე ინ­ფორ­მა­ცია?

- მო­ქა­ლა­ქეს უფ­ლე­ბა აქვს, გა­ი­გოს იმ პო­ლი­ცი­ე­ლის ვი­ნა­ო­ბა, ვინც გა­ა­ჩე­რებს. რა­ი­მე დო­კუ­მენ­ტი, რომ შე­მოწ­მე­ბის უფ­ლე­ბა აქვს, პო­ლი­ცი­ელს ვერ ექ­ნე­ბა, რად­გან შე­მოწ­მე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი მო­ვა­ლე­ო­ბაა. პო­ლი­ცი­ელ­მა უნდა გა­ნუ­მარ­ტოს მო­ქა­ლა­ქეს, ვინ არის და რა უნდა ამ ადა­მი­ა­ნის­გან და პირ­და­პირ არ უნდა და­უ­წყოს ჯი­ბე­ე­ბის ამობ­რუ­ნე­ბა.

- შე­მოწ­მე­ბის დროს, აქვს პო­ლი­ცი­ელს უფ­ლე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნი გა­ჩხრი­კოს?

- პო­ლი­ცი­ელს არ აქვს ტე­ლე­ფო­ნის შე­მოწ­მე­ბის უფ­ლე­ბა რე­ი­დის დროს, რად­გან ეს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბია, ამ შემ­თხვე­ვა­ში და ამის­თვის სჭირ­დე­ბა არ­გუ­მენ­ტი, თუ რა­ტომ აკე­თებს ამას.

- მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც შე­ეს­წრე­ბა რე­ი­დის ფარ­გლებ­ში პი­რის შე­მოწ­მე­ბას, აქვს თუ არა უფ­ლე­ბა გა­და­ი­ღოს ფაქ­ტი?

- აკ­რძალ­ვა, რომ გა­და­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, არ­სად არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

- პო­ლი­ცი­ელს თუ აქვს უფ­ლე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა რა­ი­მე მო­ტი­ვით წა­შა­ლოს?

- ჩემი აზ­რით, არ აქვს უფ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ელს, რომ წა­შა­ლოს ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი. მით უმე­ტეს, თუ ჟურ­ნა­ლის­ტი იღებს ამ მა­სა­ლას. მი­მაჩ­ნია, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლის შეშ­ლაა. თუკი მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლა­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს ტე­ლე­ფო­ნი ხომ მო­ქა­ლა­ქის სა­კუთ­რე­ბაა, რი­თიც იღებს. მო­ქა­ლა­ქეს ამ ფაქ­ტის გა­და­ღე­ბა­ზე აკ­რძალ­ვა არ აქვს არ­სად გა­წე­რი­ლი - ფა­რუ­ლად არ იღებს და ამის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

- რა სან­ქცი­ე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის­თვის, თუკი მან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა?

- პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის, რო­მე­ლიც გა­და­ა­ჭარ­ბებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, სხვა­დას­ხვა სან­ქცი­ე­ბი არ­სე­ბობს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბამ პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან. შე­საძ­ლოა, პო­ლი­ცი­ელს დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სას­ჯე­ლი და­ე­კის­როს, შე­იძ­ლე­ბა და­თხოვ­ნი­ლი იქ­ნეს სამ­სა­ხუ­რი­დან, თუმ­ცა თუ მისი ქმე­დე­ბე­ბი გა­და­ი­ზარ­და სის­ხლის სა­მარ­თალ­ში, სხვა სან­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს.

როგორ უნდა მოიქცეთ საპოლიციო კონტროლის დროს და რისი უფლება არ აქვთ სამართალდამცველებს

როგორ უნდა მოიქცეთ საპოლიციო კონტროლის დროს და რისი უფლება არ აქვთ სამართალდამცველებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით, ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, 22-23 დეკემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში განხორციელებული საპოლიციო კონტროლისა და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 69 პირი დააკავა, 36 330 პირი კი გადაამოწმა.

რა უფლებები აქვთ პოლიციელებს პირის შემოწმების დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუკი პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს - ამ შეკითხვებზე AMBEBI.GE-ს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მაია ხუციშვილი ესაუბრება:

- პოლიციელს აქვს უფლება პიროვნება გააჩეროს და შეამოწმოს, მათ შორის ზედაპირულად შეამოწმოს. ზედაპირული შემოწმება არ ნიშნავს იმას, რომ პირი გაჩხრიკოს და ჯიბეები გადმოუბრუნოს. თუ ამ ადამიანს გარეგნულად ეტყობა, რომ აქვს იარაღი და ვიზუალურად ჩანს, ამ შემთხვევაში ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს. პოლიციელს აქვს უფლება, პირს მოსთხოვოს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ პირი საეჭვოა, წარსულში ნასამართლევია ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, ან იმყოფება ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობის ქვეშ, შესაძლებელია, რომ მოხდეს მისი შემოწმება.

პოლიციის შესახებ კანონი განმარტავს, რომ შემოწმება არ უნდა ლახავდეს პირის პატივსა და ღირსებას. არ უნდა იქნას გამოყენებული მის მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა და ასე შემდეგ.

- და თუ პოლიციელი გადაამეტებს უფლებამოსილებას, მოქალაქეს რა შეუძლია გააკეთოს?

- თუკი მოქალაქე თვლის, რომ პოლიციელმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, მას შეუძლია მიმართოს განცხადებით სასამართლოს და მოითხოვოს ამ პირის მიმართ რეაგირების მოხდენა.

- ჩხრეკა რა შემთხვევაშია კანონიერი რეიდის დროს?

- პოლიციელს ჩხრეკის უფლება არ აქვს, მას აქვს ადმინისტრაციული დაკავებისა და გასინჯვის უფლება. ჩხრეკა სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება. ჩხრეკას სხვა საფუძვლები სჭირდება, - სჭირდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და დოკუმენტების ერთობლიობა იძლევა ამის ვარაუდს. ეს ვარაუდი ქუჩაში გაჩერებული პირის მიმართ, ერთი შეხედვით, არ ვიცი რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოლიციელს.

- რეიდის პროცესში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს პოლიციელისგან შემოწმების მოტივზე ინფორმაცია?

- მოქალაქეს უფლება აქვს, გაიგოს იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც გააჩერებს. რაიმე დოკუმენტი, რომ შემოწმების უფლება აქვს, პოლიციელს ვერ ექნება, რადგან შემოწმება ამ შემთხვევაში მისი მოვალეობაა. პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, ვინ არის და რა უნდა ამ ადამიანისგან და პირდაპირ არ უნდა დაუწყოს ჯიბეების ამობრუნება.

- შემოწმების დროს, აქვს პოლიციელს უფლება, რომ მოქალაქის ტელეფონი გაჩხრიკოს?

- პოლიციელს არ აქვს ტელეფონის შემოწმების უფლება რეიდის დროს, რადგან ეს პირადი მონაცემებია, ამ შემთხვევაში და ამისთვის სჭირდება არგუმენტი, თუ რატომ აკეთებს ამას.

- მოქალაქეს, რომელიც შეესწრება რეიდის ფარგლებში პირის შემოწმებას, აქვს თუ არა უფლება გადაიღოს ფაქტი?

- აკრძალვა, რომ გადაღება არ შეიძლება, არსად არ არის დაფიქსირებული.

- პოლიციელს თუ აქვს უფლება, რომ მოქალაქის მიერ გადაღებული მასალა რაიმე მოტივით წაშალოს?

- ჩემი აზრით, არ აქვს უფლება პოლიციელს, რომ წაშალოს ეს დოკუმენტები. მით უმეტეს, თუ ჟურნალისტი იღებს ამ მასალას. მიმაჩნია, რომ მსგავსი ქმედება ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლაა. თუკი მოქალაქის მიერ გადაღებულ მასალაზეა საუბარი, ეს ტელეფონი ხომ მოქალაქის საკუთრებაა, რითიც იღებს. მოქალაქეს ამ ფაქტის გადაღებაზე აკრძალვა არ აქვს არსად გაწერილი - ფარულად არ იღებს და ამის უფლება გააჩნია.

- რა სანქციებია დაწესებული სამართალდამცველისთვის, თუკი მან უფლებამოსილებას გადააჭარბა?

- პოლიციელისთვის, რომელიც გადააჭარბებს უფლებამოსილებას, სხვადასხვა სანქციები არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ზიანი გამოიწვია უფლებამოსილების გადამეტებამ პოლიციელის მხრიდან. შესაძლოა, პოლიციელს დისციპლინარული სასჯელი დაეკისროს, შეიძლება დათხოვნილი იქნეს სამსახურიდან, თუმცა თუ მისი ქმედებები გადაიზარდა სისხლის სამართალში, სხვა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ