რამდენიმე წუთის წინ, დეპუტატმა, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
"ტაეპი სიკვდილმისჯილი ვიიონისაგან თქმული
ფრანსუა ვარ, საქმე ხრაკი,
ვიბრიდები ხმარაკრაკი,
კიდეც ვნახავ ჩემი კისრით,
რას იწონის ჩემი ტრაკი.
(დავით წერედიანის თარგმანი)
ვითარება აშკარად ითხოვს "ფრანსუას" შეცვლას ა-ზე დამთავრებული სხვა სამმარცვლიანი სახელით... ვარიანტები: "თენგიზა", "ნუგზარა", "გოგია" და ა.შ."- წერს ლევან ბერძენიშვილი.
სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილს ეს პოსტი პირდაპირ დაუკავშირეს გოგი თოფაძის დღევანდელ განცხადებას, როდესაც თოფაძემ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში ძმები ბერძენიშვილები მურვან ყრუს შეადარა.
ასევე იხილეთ: "მურვან ყრუ არ სძულდა ხალხს ისე, როგორც ესენი სძულს" - გოგი თოფაძე ძმებ ბერძენიშვილებზე