პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ მოსწონს ივანიშვილს ქეთის ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!
"თუ არ მოსწონს ივანიშვილს ქეთის ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!

"ქე­თის ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც მას­ზე უგო­ნოდ არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ქე­თის კონ­ცერ­ტებ­ზე ისეთ რა­მე­ებს სჩა­დის, ერთხელ პო­ლი­ცი­ა­საც კი და­უ­ძა­ხეს. მას აბ­რა­ლე­ბენ ამ ჭო­რის გავ­რცე­ლე­ბა­საც. რას ვი­ზამთ, სიყ­ვა­რულს ვე­რა­ვის აუკ­რძა­ლავ!"

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მე­გა­ვარ­სკვლა­ვის, ქეთი მე­ლუ­ას ბა­ბუა ამი­რან მე­ლუა გვიყ­ვე­ბა საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე, ოჯახ­ზე, გა­და­რე­ულ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე და იმა­ზეც რო­გორ ანე­ბივ­რებს საყ­ვა­რელ ბა­ბუ­ას სა­ჩუქ­რე­ბით:

- ქეთი გა­მორ­ჩე­უ­ლად კე­თი­ლი გო­გოა. ჩემს მი­მართ კი უკი­დე­გა­ნოდ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია... ვერც მოვ­თვლი რამ­დე­ნი მან­ქა­ნა მი­ყი­და, ან სხვა რამ­დე­ნი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თე­ბია. კვი­რა არ გავა, რომ არ და­მირ­ე­კოს და მი­თხრას, - ბაბუ რა­ღაც გი­ყი­დეო, - მე­ო­რე დღეს კი უკვე აგ­ზავ­ნის... ჩვენ ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ. პა­ტა­რა­ო­ბი­სას სულ ზღვა­ზე დამ­ყავ­და, ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს იც­ნობ­და და მათ ახ­ლაც ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემს. ჩემი აწ გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე რომ იყო, სა­გან­გე­ბოდ ლონ­დო­ნი­დან ჩა­მოფ­რინ­და მხო­ლოდ ერთი დღით. ლონ­დონ­ში ქე­თის­თან სამ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. ახ­ლა­ხანს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი იყი­და, რო­მე­ლიც ჯერ არ მი­ნა­ხავს... ქე­თის მშობ­ლე­ბი ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ქე­თის­თან ხში­რად მი­დი­ან.

- ქე­თის მე­უღ­ლეს­თა­ნაც მე­გობ­რობთ? გავ­რცელ­და ჭორი, რომ თით­ქოს ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ...

- ეს ჭორი ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლოა! ქე­თის ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც მას­ზე უგო­ნოდ არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ქე­თის კონ­ცერ­ტებ­ზე ისეთ რა­მე­ებს სჩა­დის, ერთხელ პო­ლი­ცი­ა­საც კი და­უ­ძა­ხეს. მას აბ­რა­ლე­ბენ ამ ჭო­რის გავ­რცე­ლე­ბა­საც. რას ვი­ზამთ, სიყ­ვა­რულს ვე­რა­ვის აუკ­რძა­ლავ! იმ გად­რე­ულს მეც კი ვიც­ნობ, მშვე­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდაა... ქე­თის სხვა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც ჰყავს, მაგ­რამ ჩემს გო­გოს მე­უღ­ლე ჰყავს და ეს არა­ვის უნდა და­ა­ვი­წყდეს! მი­თუ­მე­ტეს ქეთი და მისი მე­უღ­ლე ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან! იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს წყვი­ლი, რო­მე­ლიც მარ­თლა ერ­თმა­ნე­თის­თვი­საა შექ­მნი­ლი! ქე­თის მე­უღ­ლე ჯე­იმ­სი ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია. სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო ჩა­მო­სუ­ლი... ქე­თიმ კა­ხეთ­ში გა­და­ი­ხა­და და­ბა­დე­ბის დღე, სა­დაც და­ახ­ლო­ბეთ 70 სტუ­მა­რი გვყავ­და. კა­ხე­ლებ­მა ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი სცეს. რეს­ტო­რან­თან ახ­ლოს მო­ნას­ტე­რია, ეს მო­ნას­ტე­რი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს... ამ ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის ნახ­ვით ქე­ით­სა და ჯე­იმსთან ერ­თად, ჩვე­ნი სი­ძის მშობ­ლე­ბიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩნენ. ქე­თის ქმარს ვთხო­ვე ქარ­თუ­ლი ის­წავ­ლე-მეთ­ქი და და­მი­ჯე­რა. ცდი­ლობს ის­წავ­ლოს, ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლად მე­სალ­მე­ბა ტე­ლე­ფონ­ზე. ისიც მუ­სი­კო­სია, თა­ვის ჯგუ­ფი ჰყავს და ქე­თის ძმა - ზუ­რი­კოც ამ ჯგუფ­ში უკ­რავს გი­ტა­რა­ზე და რო­ი­ალ­ზე.  წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

"თუ არ მოსწონს ივანიშვილს ქეთის ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!

"თუ არ მოსწონს ივანიშვილს ქეთის ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!

"ქეთის ერთი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელიც მასზე უგონოდ არის შეყვარებული. ქეთის კონცერტებზე ისეთ რამეებს სჩადის, ერთხელ პოლიციასაც კი დაუძახეს. მას აბრალებენ ამ ჭორის გავრცელებასაც. რას ვიზამთ, სიყვარულს ვერავის აუკრძალავ!"

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეგავარსკვლავის, ქეთი მელუას ბაბუა ამირან მელუა გვიყვება საქვეყნოდ ცნობილი შვილიშვილის ცხოვრებაზე, ოჯახზე, გადარეულ თაყვანისმცემლებზე და იმაზეც როგორ ანებივრებს საყვარელ ბაბუას საჩუქრებით:

- ქეთი გამორჩეულად კეთილი გოგოა. ჩემს მიმართ კი უკიდეგანოდ ყურადღებიანია... ვერც მოვთვლი რამდენი მანქანა მიყიდა, ან სხვა რამდენი საჩუქარი გაუკეთებია. კვირა არ გავა, რომ არ დამირეკოს და მითხრას, - ბაბუ რაღაც გიყიდეო, - მეორე დღეს კი უკვე აგზავნის... ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. პატარაობისას სულ ზღვაზე დამყავდა, ყველა ჩემს მეგობარს იცნობდა და მათ ახლაც ძალიან დიდ პატივს სცემს. ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობრის დაბადების დღე რომ იყო, საგანგებოდ ლონდონიდან ჩამოფრინდა მხოლოდ ერთი დღით. ლონდონში ქეთისთან სამჯერ ვარ ნამყოფი. ახლახანს ორსართულიანი სახლი იყიდა, რომელიც ჯერ არ მინახავს... ქეთის მშობლები ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ქეთისთან ხშირად მიდიან.

- ქეთის მეუღლესთანაც მეგობრობთ? გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს ერთმანეთს დაშორდნენ...

- ეს ჭორი ყოვლად უსაფუძვლოა! ქეთის ერთი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელიც მასზე უგონოდ არის შეყვარებული. ქეთის კონცერტებზე ისეთ რამეებს სჩადის, ერთხელ პოლიციასაც კი დაუძახეს. მას აბრალებენ ამ ჭორის გავრცელებასაც. რას ვიზამთ, სიყვარულს ვერავის აუკრძალავ! იმ გადრეულს მეც კი ვიცნობ, მშვენიერი ახალგაზრდაა... ქეთის სხვა თაყვანისმცემლებიც ჰყავს, მაგრამ ჩემს გოგოს მეუღლე ჰყავს და ეს არავის უნდა დაავიწყდეს! მითუმეტეს ქეთი და მისი მეუღლე ერთმანეთზე გიჟდებიან! იშვიათად მინახავს წყვილი, რომელიც მართლა ერთმანეთისთვისაა შექმნილი! ქეთის მეუღლე ჯეიმსი ძალიან კარგი ბიჭია. საქართველოშიც იყო ჩამოსული... ქეთიმ კახეთში გადაიხადა დაბადების დღე, სადაც დაახლობეთ 70 სტუმარი გვყავდა. კახელებმა ძალიან დიდი პატივი სცეს. რესტორანთან ახლოს მონასტერია, ეს მონასტერი დაათვალიერებინეს... ამ ღირშესანიშნაობების ნახვით ქეითსა და ჯეიმსთან ერთად, ჩვენი სიძის მშობლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ. ქეთის ქმარს ვთხოვე ქართული ისწავლე-მეთქი და დამიჯერა. ცდილობს ისწავლოს, ყოველთვის ქართულად მესალმება ტელეფონზე. ისიც მუსიკოსია, თავის ჯგუფი ჰყავს და ქეთის ძმა - ზურიკოც ამ ჯგუფში უკრავს გიტარაზე და როიალზე.  წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია