პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვნების თქმით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - რა მოხდა თერჯოლის პოლიციაში
არასრულწლოვნების თქმით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - რა მოხდა თერჯოლის პოლიციაში

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­მარ­თავს მთა­ვარ პრო­კუ­რა­რა­ტუ­რას, რომ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­საძ­ლო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრობს ფაქ­ტზე. საქ­მე ეხე­ბა გა­სუ­ლი წლის 15 დე­კემ­ბერს თორ­ჯო­ლის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ ფაქტს.

"სა­კი­თხის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა ჩა­მო­არ­თვა არას­რულ­წლოვ­ნებს თ.გ.-ს და ლ.გ.-ს. ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა შსს თერ­ჯო­ლის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­დან.

არას­რულ­წლო­ვან თ.გ.-ს გად­მო­ცე­მით, 2015 წლის 15 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე, იგი თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და თერ­ჯო­ლის ავ­ტო­სად­გურ­ზე, სა­დაც მათ­თან მი­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და შსს თერ­ჯო­ლის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნეს. გზა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მათ მა­ღა­ზი­ე­ბის გა­ქურდვის ფაქ­ტე­ბის აღი­ა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ, არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ისი­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ზე. ასე­ვე, ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ვინ მო­იხ­მარ­და მათ სოფ­ლებ­ში ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს. ემუქ­რე­ბოდ­ნენ ცი­ხე­ში ჩას­მით, სა­დაც გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ.

ლ.გ.-ს გად­მო­ცე­მით, ის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს 2015 წლის 15 დე­კემ­ბერს და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე, ხოლო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 16 დე­კემ­ბერს დი­ლის 06:00 სა­ათ­ზე. რვა სა­ა­თის მან­ძილ­ზე მათ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ჰქონ­დათ ტე­ლე­ფო­ნე­ბი და არ მის­ცეს ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ლ.გ.-მ აღ­ნიშ­ნა, რომ ის შე­იყ­ვა­ნეს ერთ-ერთ კა­ბი­ნეტ­ში, სა­დაც მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, გა­ხა­დეს ტან­საც­მე­ლი, აი­ძუ­ლებ­დნენ მა­ღა­ზი­ის ქურ­დო­ბის ფაქ­ტის აღი­ა­რე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­უ­ბა­რია 13 და 14 წლის არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე, რო­მელ­თა დაც­ვა და მათ მი­მართ სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გან­სა­კუთ­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს", - ნათ­ქვა­მია ომ­ბუდსმე­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე.

არასრულწლოვნების თქმით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - რა მოხდა თერჯოლის პოლიციაში

არასრულწლოვნების თქმით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - რა მოხდა თერჯოლის პოლიციაში

სახალხო დამცველი მიმართავს მთავარ პროკურარატურას, რომ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობს ფაქტზე. საქმე ეხება გასული წლის 15 დეკემბერს თორჯოლის პოლიციის მთავარ სამმართველოში მომხდარ ფაქტს.

"საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა არასრულწლოვნებს თ.გ.-ს და ლ.გ.-ს. ასევე, ინფორმაცია გამოითხოვა შსს თერჯოლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან.

არასრულწლოვან თ.გ.-ს გადმოცემით, 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თერჯოლის ავტოსადგურზე, სადაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ავტომანქანაში ჩასვეს და შსს თერჯოლის პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს. გზაში პოლიციელები მათ მაღაზიების გაქურდვის ფაქტების აღიარებას აიძულებდნენ, არწმუნებდნენ, რომ ისინი დანაშაულის ჩადენის დროს დაფიქსირებული იყვნენ ვიდეოკამერებზე. ასევე, ეკითხებოდნენ, ვინ მოიხმარდა მათ სოფლებში ნარკოტიკულ საშუალებებს. ემუქრებოდნენ ციხეში ჩასმით, სადაც გააუპატიურებდნენ.

ლ.გ.-ს გადმოცემით, ის პოლიციის შენობაში შეიყვანეს 2015 წლის 15 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ხოლო გაათავისუფლეს 16 დეკემბერს დილის 06:00 საათზე. რვა საათის მანძილზე მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ტელეფონები და არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. ლ.გ.-მ აღნიშნა, რომ ის შეიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გახადეს ტანსაცმელი, აიძულებდნენ მაღაზიის ქურდობის ფაქტის აღიარებას.

აღსანიშნავია, რომ საუბარია 13 და 14 წლის არასრულწლოვნებზე, რომელთა დაცვა და მათ მიმართ სათანადო მოპყრობა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს", - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ