საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსიკალური ჯგუფები, რომლებსაც მსოფლიო ერთი ჰიტით იცნობს - Fools Garden, Kaoma, Status Quo...
მუსიკალური ჯგუფები, რომლებსაც მსოფლიო ერთი ჰიტით იცნობს - Fools Garden, Kaoma, Status Quo...

არ­სე­ბობს სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც წლებს გა­უძ­ლეს და კი­დევ ძა­ლი­ან ბევრ წელს გა­უძ­ლე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­და შლა­გე­რად ქცე­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­სა, მუ­სი­კო­სებს სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბიც აქვთ, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ მხო­ლოდ ერთი ჰი­ტით იც­ნობს. AMBEBI.GE მუ­სი­კა­ლურ ჯგუ­ფებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლებ­საც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთი ჰი­ტით იც­ნობს:

Eagles - Hotel California - "Eagles"-ს არა­ერ­თი სიმ­ღე­რა შე­უქ­მნია და რამ­დე­ნი­მე ალ­ბო­მიც აქვს ჩა­წე­რი­ლი, თუმ­ცა ამ ალ­ბო­მე­ბის არ­სე­ბო­ბა მხო­ლოდ ჯგუ­ფის ერ­თგულ­მა მსმე­ნე­ლებ­მა თუ იცი­ან. მაგ­რამ ამას სა­ერ­თოდ არ შე­უშ­ლია ხელი, რომ "იგლ­ზი" მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოს­მე­ნად ჯგუ­ფად ით­ვლე­ბო­დეს, ხოლო მათი Hotel California - მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რად.

Kaoma - lambada - ყვე­ლას გვახ­სოვს 90-იანი წლე­ბის აფრო-ამე­რი­კე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლის სა­ოც­რად ვნე­ბი­ა­ნი ცეკ­ვა, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე დამ­კვიდ­რდა. kaoma-ს "ლამ­ბა­და" ერ­თგვარ ბრენ­და­დაც იქცა, სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­ვი­და მისი სა­ხე­ლო­ბის ტან­საც­მე­ლი, ქა­ლის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სხვა. თუმ­ცა "კა­ო­მას" სხვა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ზო­გის­თვის შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად კარ­გი მო­სას­მე­ნიც იყოს, ფარ­თოდ ცნო­ბი­ლი არაა.

Los del Río - ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნუ­რი დუ­ე­ტია, რო­მელ­შიც შე­დი­ან ან­ტო­ნიო რო­მე­რო მონ­გე და რა­ფა­ელ რუ­ი­ზი. დუ­ე­ტის სა­ხით ისი­ნი 1960-იანი წლე­ბი­დან მო­დი­ოდ­ნენ, თუმ­ცა მსოფ­ლი­ომ ისი­ნი 90-იან წლებ­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც ჯა­დოს­ნუ­რი "მა­კა­რე­ნა" იმ­ღე­რეს. youtube-ზე სიმ­ღე­რას 92 მი­ლი­ონ­ზე მეტი მნახ­ვე­ლი ჰყავს, თუმ­ცა დუ­ეტ­ზე უმე­ტე­სო­ბის წარ­მოდ­გე­ნა სწო­რედ "მა­კა­რე­ნა­თი" იწყე­ბა და სრულ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ "მა­კა­რე­ნას" ბევ­რმა მოყ­ვა­რულ­მა დუ­ე­ტის სა­ხე­ლიც არ იცის.

"მა­კა­რა­ნას­თან" ერ­თად იმ დრო­ის უც­ვლე­ლი ჰიტი იყო Mr. President-ის "Coco Jamboo", ხში­რად სწო­რედ ეს ორი სიმ­ღე­რა გან­სა­ზღვრავ­და ამა თუ იმ მუ­სი­კა­ლუ­რი ნაკ­რე­ბის გა­ყიდ­ვას. Mr. President-ს ამ ჰიტს 115 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს, თუმ­ცა "Coco Jamboo" დღემ­დე ერ­თა­დერთ წარ­მა­ტე­ბულ ჰი­ტად რჩე­ბა.

როცა სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კის მუ­სი­კა­ზე ვსა­უბ­რობთ, პირ­ვე­ლი რაც გვახ­სენ­დე­ბა, "Status Quo" და მისი უკ­ვდა­ვი "In The Army Now"-ა. სიმ­ღე­რა 1986 წელს და­ი­წე­რა და მა­ლე­ვე იქცა ჰი­ტად, არა­და 1962 წელს შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი მა­ნამ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით არ სარ­გებ­ლობ­და და მსმე­ნელ­თა მხო­ლოდ ვიწ­რო კა­ტე­გო­რი­ის­თვის იყო ცნო­ბი­ლი. "In The Army Now" დღემ­დე ჰი­ტია და ამე­რი­კუ­ლი ჯა­რის ერ­თგვარ სა­ვი­ზი­ტო ბა­რათ­საც წარ­მო­ად­გენს.

Las Ketchup და მათი "Aserejé" ("The Ketchup Song"), რო­მელ­მაც გარ­და იმი­სა, რომ ჯგუფს სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა, უამ­რავ ენა­ზე ითარ­გმნა (მათ შო­რის ქარ­თუ­ლა­დაც) და დღემ­დე ჯგუ­ფის უდი­დეს წარ­მა­ტე­ბად ით­ვლე­ბა. Las Ketchup-ი 2006 ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სშიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა არა­ფე­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და სა­ბო­ლო­ოდ, 21-ე ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ.

Fools Garden-ი და მათი Lemon Tree. სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ჩა­წე­რის­თა­ნა­ვე მო­ექ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი ათე­უ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში და დიდ­ხანს არ და­უთ­მია პირ­ვე­ლო­ბა. Lemon Tree არა­ერ­თი ფილ­მის სა­უნდთრე­კა­დაც გა­მო­ი­ყე­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი დიდი წარ­მა­ტე­ბი­სა, Fools Garden-ს ასე­თი მას­შტა­ბის ჰიტი აღარ შე­უქ­მნია.

ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ მუ­სი­კო­სე­ბი­სა თუ მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც ერთი ჰი­ტით სა­მუ­და­მოდ და­იმ­კვიდ­რეს ად­გი­ლი მსოფ­ლიო მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მუსიკალური ჯგუფები, რომლებსაც მსოფლიო ერთი ჰიტით იცნობს - Fools Garden, Kaoma, Status Quo...

მუსიკალური ჯგუფები, რომლებსაც მსოფლიო ერთი ჰიტით იცნობს - Fools Garden, Kaoma, Status Quo...

არსებობს სიმღერები, რომლებმაც წლებს გაუძლეს და კიდევ ძალიან ბევრ წელს გაუძლებენ. ბუნებრივია, გარდა შლაგერად ქცეული სიმღერებისა, მუსიკოსებს სხვა ნამუშევრებიც აქვთ, თუმცა საზოგადოება მათ მხოლოდ ერთი ჰიტით იცნობს. AMBEBI.GE მუსიკალურ ჯგუფებს გაგაცნობთ, რომლებსაც ფართო საზოგადოება ერთი ჰიტით იცნობს:

Eagles - Hotel California - "Eagles"-ს არაერთი სიმღერა შეუქმნია და რამდენიმე ალბომიც აქვს ჩაწერილი, თუმცა ამ ალბომების არსებობა მხოლოდ ჯგუფის ერთგულმა მსმენელებმა თუ იციან. მაგრამ ამას საერთოდ არ შეუშლია ხელი, რომ ”იგლზი” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოსმენად ჯგუფად ითვლებოდეს, ხოლო მათი Hotel California - მილიონობით ადამიანის საყვარელ სიმღერად.

Kaoma - lambada - ყველას გვახსოვს 90-იანი წლების აფრო-ამერიკელი სექსუალური ქალის საოცრად ვნებიანი ცეკვა, რომელიც მალევე დამკვიდრდა. kaoma-ს ”ლამბადა” ერთგვარ ბრენდადაც იქცა, სიმღერის პარალელურად გამოვიდა მისი სახელობის ტანსაცმელი, ქალის აქსესუარები და სხვა. თუმცა ”კაომას” სხვა სიმღერა, რომელიც ზოგისთვის შეიძლება ბევრად კარგი მოსასმენიც იყოს, ფართოდ ცნობილი არაა.

Los del Río - ცნობილი ესპანური დუეტია, რომელშიც შედიან ანტონიო რომერო მონგე და რაფაელ რუიზი. დუეტის სახით ისინი 1960-იანი წლებიდან მოდიოდნენ, თუმცა მსოფლიომ ისინი 90-იან წლებში გაიცნო, როდესაც ჯადოსნური ”მაკარენა” იმღერეს. youtube-ზე სიმღერას 92 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს, თუმცა დუეტზე უმეტესობის წარმოდგენა სწორედ ”მაკარენათი” იწყება და სრულდება. საინტერესო ისაა, რომ ”მაკარენას” ბევრმა მოყვარულმა დუეტის სახელიც არ იცის.

”მაკარანასთან” ერთად იმ დროის უცვლელი ჰიტი იყო Mr. President-ის ”Coco Jamboo”, ხშირად სწორედ ეს ორი სიმღერა განსაზღვრავდა ამა თუ იმ მუსიკალური ნაკრების გაყიდვას. Mr. President-ს ამ ჰიტს 115 მილიონი ნახვა აქვს, თუმცა ”Coco Jamboo” დღემდე ერთადერთ წარმატებულ ჰიტად რჩება.

როცა სამხედრო თემატიკის მუსიკაზე ვსაუბრობთ, პირველი რაც გვახსენდება, ”Status Quo” და მისი უკვდავი "In The Army Now”-ა. სიმღერა 1986 წელს დაიწერა და მალევე იქცა ჰიტად, არადა 1962 წელს შექმნილი ჯგუფი მანამდე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და მსმენელთა მხოლოდ ვიწრო კატეგორიისთვის იყო ცნობილი. "In The Army Now” დღემდე ჰიტია და ამერიკული ჯარის ერთგვარ სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენს.

Las Ketchup და მათი "Aserejé" ("The Ketchup Song"), რომელმაც გარდა იმისა, რომ ჯგუფს საოცარი წარმატება მოუტანა, უამრავ ენაზე ითარგმნა (მათ შორის ქართულადაც) და დღემდე ჯგუფის უდიდეს წარმატებად ითვლება. Las Ketchup-ი 2006 ევროვიზიის სიმღერის კონკურსშიც მონაწილეობდა, თუმცა არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებიათ და საბოლოოდ, 21-ე ადგილზე გავიდნენ.

Fools Garden-ი და მათი Lemon Tree. სიმღერა, რომელიც ჩაწერისთანავე მოექცა მუსიკალური ათეულების სათავეში და დიდხანს არ დაუთმია პირველობა. Lemon Tree არაერთი ფილმის საუნდთრეკადაც გამოიყენეს. მიუხედავად ასეთი დიდი წარმატებისა, Fools Garden-ს ასეთი მასშტაბის ჰიტი აღარ შეუქმნია.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მუსიკოსებისა თუ მუსიკალური ჯგუფებისა, რომლებმაც ერთი ჰიტით სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი მსოფლიო მუსიკის სამყაროში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება