დავით ბერძენიშვილი – გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შესახებ სიტყვის შესრულება რაღაც გაეწელა

დავით ბერძენიშვილი – გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შესახებ სიტყვის შესრულება რაღაც გაეწელა

"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრმა, გოგი თოფაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე მისი დანაპირები უნდა შეასრულოს.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თოფაძე თავისი განცხადებებით კოალიციას და თვითონ უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის.

"კონკრეტულად თოფაძეზეა ლაპარაკი. ის დისკომფორტს უქმნის მისსავე პარტიას და კოალიციას. თოფაძეს გამოცხადებული აქვს, მივდივარ პარლამენტიდანო და რაღაც გაეწელა ამ სიტყვის შესრულება. შეასრულოს ეს და მის ფრაქციას და პარტიას მოუხსნის პრობლემებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

როგორც ცნობილია, მმართველი გუნდის აღნიშნულ ორ წევრს – დავით ბერძენიშვილსა და გოგი თოფაძეს შორის გუშინ, პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რომელიც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მისამართით თოფაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას უკავშირდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."