უმეტესობას არ გვაქვს იმის ჩვევა, ყური მივუგდოთ ჩვენს ორგანიზმს. ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდივართ, როცა უკვე ისე გვაწუხებს რაღაც, რომ ვერ ვუძლებთ.
ფარისებრი ჯირკვალი - უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხისმგებელია ჰორმონებზე, არეგულირებს ორგანიზმის ენერგიას, გავლენას ახდენს, ფაქტობრივად, ყველა უჯრედზე, ქსოვილსა თუ ორგანოზე. ფარისებრი ჯირკვლის გამოუვლინებელმა დაავადებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს უამრავ ორგანოს, მათ შორის, ღვიძლს, ნაწლავებს, რეპროდუქციულ სისტემას, გულს და ტვინსაც კი. ფარისებრი ჯირკვალი ყელის არეში მდებარეობს და მას პეპლის ფორმა აქვს.
სიმპტომი 1. დეპრესია და უხასიათობა
თიროიდული ჰორმონის უკმარისობამ, ასევე, მეტობამ, შესაძლოა ხასიათზეც იმოქმედოს. კერძოდ, კი თიროიდის ნაკლებობა (ან მეტობა) "ბედნიერების" ჰორმონის დონის დაწევაზე აისახება. შესაბამისად კი, თავს დათრგუნულად და დეპრესიულად გრძნობთ. თუკი ის თიროიდი მომატებულია, შფოთვისა და გაღიზიანების შეგრძნება გაქვთ.
სიმპტომი 2: კუჭის აშლილობა
თუკი ამ პრობლემისგან დიდი ხანია ვერ თავისუფლდებით, დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ თიროიდის ნაკლებობა გაქვთ, რაც ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია.
სიმპტომი 3: ბევრი გძინავთ
დიახ, დილით ადრე ადგომა ბევრს უჭირს, მაგრამ თუკი ეს თქვენთვის ტანჯვაა და ამას სისტემატური ხასიათი აქვს, აუცილებლად შეიმოწმეთ ჰორმონები.
სიმპტომი 4: კანის სიმშრალე
მშრალი, გაუხეშებეული კანი გაქვთ მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ზამთარში? ეს შესაძლოა, ჰიპოთერიოზის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ასევე, ამ პრობლემას შეიძლება ერთვოდეს ფრჩხილებისა და თმის სიმშრალე, თმის ცვენა. ამ ყველაფერს თიროიდული ჰორმონის უკმარისობა იწვევს.
სიმპტომი 5: წონის უცაბედი მატება
წონის უცაბედი მატება, თუნდაც არც უმნიშვნელო, ფარისებრის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. ეს გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის დაქვეითებით, რასაც მადის დაქვეითებაც ერთვის, რაც ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. იგივე ითქმის იმ ადამიანებზე, ვინც წონის დაკლებას სხვადასხვა დიეტითა და ვარჯიშით ცდილობს და ვერ ახერხებს განაგრძეთ კითხვა