პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენეტიკური ანალიზის შედეგები ცნობილია - იური ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები
 გენეტიკური ანალიზის შედეგები ცნობილია - იური ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და გი­ორ­გი ცა­ა­ძის დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას ფა­ლი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ის კვალს არ და­ემ­თხვა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი გუ­შინ მი­ი­ღო.

"გი­ორ­გი ცა­ა­ძი­სა და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი არ ემ­თხვე­ვა სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას სა­საფ­ლა­ო­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას ფა­ლი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ის კვალს", - გა­ნა­ცხა­დეს მთა­ვარ პრო­უ­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ ფირ­ცხა­ლა­ვას და ცა­ა­ძეს ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე წლის 29 იან­ვარს აუ­ღეს. რო­გორც 29 იან­ვარს ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გი­ორ­გი ლომ­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე დამ­კვე­თე­ბი­სა და და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და დნმ-ის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. მან გან­მარ­ტა, რომ ფირ­ცხა­ლა­ვა­სა და ცა­ა­ძის დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი უნდა შე­და­რე­ბო­და ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის ად­გილ­ზე ამო­ღე­ბულ ფა­ლი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ის მე­სა­მე კვალს, რომ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მომ­ხდა­რა. ასე­ვე გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა 29 იან­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გან­მარ­ტა, რომ მე­სა­მე კვა­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვილს არ ეკუთ­ვნის.

მე­დია და­ინ­ტე­რეს­და არ­სე­ბობს თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ცა­ა­ძეს ან ფირ­ცხა­ლა­ვას იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­ნა­შა­ულ­თან კავ­ში­რი ჰქონ­დეს, რა­ზეც გი­ორ­გი ლომ­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა დნმ-ის ნი­მუ­შე­ბის შე­და­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გია სო­სა­ნაშ­ვილს უკვე მი­ე­სა­ჯა 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. მას ბრა­ლად და­ე­დო 2015 წლის 20 იან­ვარს კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში შვი­ლის საფ­ლავ­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

გენეტიკური ანალიზის შედეგები ცნობილია - იური ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები

 გენეტიკური ანალიზის შედეგები ცნობილია - იური ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები

ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის დნმ-ის ნიმუშები იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს არ დაემთხვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ გენეტიკური ანალიზის შედეგები გუშინ მიიღო.

"გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას დნმ-ის ნიმუშები არ ემთხვევა სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს", - განაცხადეს მთავარ პროუკურატურაში.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულ ფირცხალავას და ცააძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დნმ-ის ნიმუშები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 29 იანვარს აუღეს. როგორც 29 იანვარს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ მთავარი პროკურატურის გამომძიებელმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, გამოძიება მუშაობს იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დამკვეთებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და დნმ-ის ნიმუშების აღება სწორედ აღნიშნულ გამოძიებას უკავშირდებოდა. მან განმარტა, რომ ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუშები უნდა შედარებოდა ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე ამოღებულ ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის მესამე კვალს, რომლის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. ასევე გამომძიებელმა 29 იანვარს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მესამე კვალი იური ვაზაგაშვილს არ ეკუთვნის.

მედია დაინტერესდა არსებობს თუ არა შესაძლებლობა ცააძეს ან ფირცხალავას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დანაშაულთან კავშირი ჰქონდეს, რაზეც გიორგი ლომთაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოძიება დნმ-ის ნიმუშების შედარებით შემოიფარგლება.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილს უკვე მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ბრალად დაედო 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ