პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დოიჩე ველე" - ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, მერკელის ბედიც გადაწყდეს
"დოიჩე ველე" - ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, მერკელის ბედიც გადაწყდეს

ევ­რო­კავ­ში­რის სა­მიტ­ზე შე­საძ­ლოა, მერ­კე­ლის ბე­დიც გა­და­წყდეს - სტა­ტი­ას ამ სა­თა­უ­რით გავ­ლე­ნი­ა­ნი გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "დო­ი­ჩე ველე" აქ­ვეყ­ნებს.

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ბრი­უ­სელ­ში ორ­დღი­ან შეხ­ვედ­რას დღეს იწყე­ბენ.

"ან­გე­ლა მერ­კელს სულ უფრო ნაკ­ლე­ბი კო­ლე­გა ჰყავს, რო­მე­ლიც იზი­ა­რებს მის მიდ­გო­მას ევ­რო­კავ­ში­რის მწვა­ვე მიგ­რა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სის სა­კი­თხზე. იზ­რდე­ბა მერ­კე­ლის ოპო­ნენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც", - წერს "დო­ი­ჩე ველე".

გა­მო­ცე­მის მო­საზ­რე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე მოხ­და. კვი­რის და­სა­წყის­ში, ბერ­ლი­ნის დე­მარ­შის მი­უ­ხე­და­ვად, უნ­გრე­თი, პო­ლო­ნე­თი, ჩე­ხე­თი და სლო­ვა­კე­თი ფაქ­ტობ­რი­ვად შე­თან­ხმდნენ ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის რკი­ნის ფარ­დის ჩა­მოშ­ვე­ბა­ზე და ე.წ. ბალ­კა­ნუ­რი მარ­შრუ­ტის გა­და­კეტ­ვა­ზე.

გა­სულ წელს მი­ლი­ონ­ზე მეტი მიგ­რან­ტი­დან 600 000-ზე მეტი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში სწო­რედ ამ მარ­შრუ­ტით ჩა­ვი­და – ჯერ თურ­ქე­თი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში, შემ­დეგ კი მა­კე­დო­ნი­ი­სა და სერ­ბე­თის გავ­ლით ავ­სტრი­ი­სა და გერ­მა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"დო­ი­ჩე ველე" წერს, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი ან­გე­ლა მერ­კე­ლის გეგ­მებს ად­რეც სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ, თუმ­ცა ახლა, უკვე ავ­სტრი­ა­მაც, რო­მე­ლიც დღემ­დე მერ­კე­ლის მო­კავ­ში­რედ მი­იჩ­ნე­ო­და, სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

წლის და­სა­წყი­სი­დან სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი შვე­დეთ­მაც და­ა­წე­სა, საფ­რან­გეთ­მა კი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ტრა­დი­ცი­ულ მო­კავ­ში­რედ და პარტნი­ო­რად მი­იჩ­ნე­ვა, ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არ არის 30 000-ზე მეტი მიგ­რან­ტი მი­ი­ღოს.

მერ­კე­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მი­აღ­წი­ოს კონ­სენ­სუსს სა­კი­თხზე, რომ ლტოლ­ვილ­თა პრობ­ლე­მა არ წყდე­ბო­დეს შენ­გე­ნის ზო­ნის შიგ­ნით სა­სა­ზღვრო შლაგ­ბა­უ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, არა­მედ თურ­ქე­თის დახ­მა­რე­ბით და ევ­რო­კავ­ში­რის გარე სა­ზღვრე­ბის დაც­ვის ხარ­ჯზე.

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა მერ­კე­ლი ცდი­ლობს და­არ­წმუ­ნოს ან­კა­რა და ევ­რო­კავ­ში­რი, რომ მოხ­დეს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გეგ­მის რე­ა­ლი­ზე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, თურ­ქე­თი მიგ­რან­ტთა ნა­კადს შე­ა­ჩე­რებს და უკან მი­ი­ღებს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მყოფ ლტოლ­ვილ­თა ნა­წილს. სა­პა­სუ­ხოდ ევ­რო­კავ­ში­რი თურ­ქეთს წე­ლი­წად­ში სამ მი­ლი­არდ ევ­როს სთა­ვა­ზობს. მაგ­რამ თურ­ქე­თი მი­იჩ­ნევს, რომ ეს თან­ხა საკ­მა­რი­სი არ არის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი კი ეჭ­ვო­ბენ, რომ ან­კა­რა მიგ­რან­ტთა ნა­კა­დის შე­ჩე­რე­ბას ვერ შეძ­ლებს.

"ამი­ტომ გერ­მა­ნე­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ლტოლ­ვილ­თა პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის სა­კი­თხში არ­სე­ბი­თი პროგ­რე­სი მიღ­წე­უ­ლი არ იქ­ნე­ბა, მერ­კე­ლი კი ბრი­უ­სე­ლი­დან ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით დაბ­რუნ­დე­ბა. რა მოხ­დე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში? "დო­ი­ჩე ვე­ლეს" წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უკვე ემ­ზა­დე­ბი­ან იმის­თვის, რომ პა­რას­კევს ღა­მით ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­კე­ტონ გერ­მა­ნუ­ლი სა­ზღვრე­ბი – სა­წყის ეტაპ­ზე ორი კვი­რით", - წერს გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ასე­თი სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შენ­გე­ნის და­სას­რუ­ლი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, ამას კი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კე­ბის­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა.

"დო­ი­ჩე ვე­ლეს" გა­ე­სა­უბრნენ ბუნ­დეს­ტა­გის დე­პუ­ტა­ტე­ბიც. "ზო­გი­ერ­თი დე­პუ­ტა­ტი კან­ცლე­რის გა­დად­გო­მას არ გა­მო­რი­ცხავს", - წერს გა­მო­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"დოიჩე ველე" - ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, მერკელის ბედიც გადაწყდეს

"დოიჩე ველე" - ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, მერკელის ბედიც გადაწყდეს

ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, მერკელის ბედიც გადაწყდეს - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" აქვეყნებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში ორდღიან შეხვედრას დღეს იწყებენ.

"ანგელა მერკელს სულ უფრო ნაკლები კოლეგა ჰყავს, რომელიც იზიარებს მის მიდგომას ევროკავშირის მწვავე მიგრაციული კრიზისის საკითხზე. იზრდება მერკელის ოპონენტთა რაოდენობა ქვეყნის შიგნითაც", - წერს "დოიჩე ველე".

გამოცემის მოსაზრებით, ევროკავშირში განხეთქილება ფაქტობრივად უკვე მოხდა. კვირის დასაწყისში, ბერლინის დემარშის მიუხედავად, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი ფაქტობრივად შეთანხმდნენ ლტოლვილებისთვის რკინის ფარდის ჩამოშვებაზე და ე.წ. ბალკანური მარშრუტის გადაკეტვაზე.

გასულ წელს მილიონზე მეტი მიგრანტიდან 600 000-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში სწორედ ამ მარშრუტით ჩავიდა – ჯერ თურქეთიდან საბერძნეთში, შემდეგ კი მაკედონიისა და სერბეთის გავლით ავსტრიისა და გერმანიის მიმართულებით.

"დოიჩე ველე" წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ანგელა მერკელის გეგმებს ადრეც სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ახლა, უკვე ავსტრიამაც, რომელიც დღემდე მერკელის მოკავშირედ მიიჩნეოდა, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.

წლის დასაწყისიდან სასაზღვრო კონტროლი შვედეთმაც დააწესა, საფრანგეთმა კი, რომელიც გერმანიის ტრადიციულ მოკავშირედ და პარტნიორად მიიჩნევა, ასევე განაცხადა, რომ მზად არ არის 30 000-ზე მეტი მიგრანტი მიიღოს.

მერკელის მთავარი ამოცანაა მიაღწიოს კონსენსუსს საკითხზე, რომ ლტოლვილთა პრობლემა არ წყდებოდეს შენგენის ზონის შიგნით სასაზღვრო შლაგბაუმების საშუალებით, არამედ თურქეთის დახმარებით და ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ხარჯზე.

ბოლო რამდენიმე თვეა მერკელი ცდილობს დაარწმუნოს ანკარა და ევროკავშირი, რომ მოხდეს დამტკიცებული გეგმის რეალიზება, რომლის თანახმად, თურქეთი მიგრანტთა ნაკადს შეაჩერებს და უკან მიიღებს ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ ლტოლვილთა ნაწილს. საპასუხოდ ევროკავშირი თურქეთს წელიწადში სამ მილიარდ ევროს სთავაზობს. მაგრამ თურქეთი მიიჩნევს, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის, ევროკავშირის ქვეყნები კი ეჭვობენ, რომ ანკარა მიგრანტთა ნაკადის შეჩერებას ვერ შეძლებს.

"ამიტომ გერმანელი მიმომხილველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლტოლვილთა პრობლემის გადაწყვეტის საკითხში არსებითი პროგრესი მიღწეული არ იქნება, მერკელი კი ბრიუსელიდან ცარიელი ხელებით დაბრუნდება. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? "დოიჩე ველეს" წყაროების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ემზადებიან იმისთვის, რომ პარასკევს ღამით ფაქტობრივად ჩაკეტონ გერმანული საზღვრები – საწყის ეტაპზე ორი კვირით", - წერს გერმანული გამოცემა.

სტატიის თანახმად, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში შენგენის დასასრული გარდაუვალი იქნება, ამას კი ევროპული ქვეყნების ეკონომიკებისთვის კატასტროფული შედეგი მოჰყვება.

"დოიჩე ველეს" გაესაუბრნენ ბუნდესტაგის დეპუტატებიც. "ზოგიერთი დეპუტატი კანცლერის გადადგომას არ გამორიცხავს", - წერს გამოცემა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა