რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარას ალაპარაკება? - ამ და სხვა კითხვებს ფსიქოთერაპევტი, დავით ანდღულაძე პასუხობს.
მაგდა:
რომელი ასაკიდან იწყებს ბავშვი სრულყოფილად ლაპარაკს?
ეს არის ინდივიდუალური. შეიძლება ბავშვი 2 წლის ასაკში სრულიად გამართულად მეტყველებდეს. შესაძლებელია 4 წლის ასაკამდე საკმაოდ გაუგებარი იყოს მისი საუბარი. მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა არის ინდივიდუალური.
მანანა:
ჩემს 3 წლის შვილს ებმის ენა - როგორ მოვიქცე?
- გასარკვევია რა მიზეზით ებმის ენა. ეს არის კონკრეტულად ბგერის ვერგამოთქმის პრობლემა და ბევრი სამუშაოა ამ მხრივ ფსიქოთერაპევტის მიერ. ან არ ებმოდა ენა და შემდეგ დაეწყო ეს პრობლემა. თუ სხვა რამ. ყოველი კონკრეტული შემთხვევის მთავარი პირობაა, რომ ბავშვი უნდა იყო შეფასებული და შესაბამისად შემდეგ მოვიფიქრებთ რა მიმართულებით იქნება ჩარევა საჭირო.
ნინაკა:
როგორ გავამდიდროთ პატარების სამეტყველო ლექსიკონი?
-ჩვენ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება ფართო ლექსიკა. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. არ უნდა გვეზარებოდეს რაღაცის ახსნა. კონკრეტულ თემებზე გაშლილად საუბარი. არის მულტიპლიკაციური ფილმები, ზღაპრის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ სიტყვას ვერ ვამბობთ რამდენიც გვხვდება ზღაპარში თუ სხვა მხატვრულ ლიტერატურაში. მთავარი არ უნდა გვეზარებოდეს ბავშვთან საუბარი და კითხვა. ეს აფართოებს ბავშვის ლექსიკას.
დიმა:
ჩემი შვილი 6 წლის იყო, როცა ძაღლმა შეაშინა. მას შემდეგ ენის ბორძიკით ლაპარაკობს. განკურნებადია თუ არა?
- განკურნებადი არის. საჭიროა ფსიქოთერაპევტის ოპერატიული ჩარევა. საერთოდ, ენაბორძიკობის უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია შიშთან. რაც მთავარია განკურნებადი არის.
მამუკა:
როგორ ვუმკურნალოთ ენის ბორძიკს მოზარდებში?
ისევე უნდა ვუმკურნალოთ როგორც ბავშვებში. არსებითი სხვაობა არ არის. უბრალოდ ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო - "ყველას თავის ენაზე ველაპარაკებით", თავის შესაბამისს სავარჯიშოს ვასწავლით . არის ბგერების გამოთქმის კონკრეტული სავარჯიშო. ასევე არის ფსიქოთერაპიული სავარჯიშოები, არის ეტაპობრივი პროცედურა და ამ პროცედურას უნდა გავყვეთ. მკურნალობის წესების მიდგომებში არსებითი განსხვავება ნამდვილად არ არის.
ეკა:
რამდენად ეფექტურია ენის ბორძიკის მკურნალობა ელექტრონულ მოწყობილობათა დახმარებით?
-რომ ვთქვათ რომ არ არის ეფექტური-სწორი არ იქნება, რადგან ენის ბორძიკთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ არის ეფექტური. ეფექტურობის ძალიან მაღალი ხარისხი ახასითებს ყველა მკურნალობის მეთოდს. რაც არის მიმართული ემოციის მართვის სწვალაზე და ახალი უნარჩვევის ჩამოყალიბებაზე.
მირიანი:
გადაეცემა თუ არა ენებორძიკობა მემკვიდრეობით?
-ენაბორძიკობა გადმოეცეს გენეტიკურად არ არსებობს.
სოფო:
არსებობს თუ არა ენის ბორძიკის სამკურნალო მედიკამენტები?
-არსებობს სამკურნალო მედიკამენტები, რომელთაც უწერია რომ გამოიყენება ენაბორძიკობის დროს, მაგრამ როგორც ავღნიშნე, გარდამტეხი წვლილი არ აქვს.
(მაგალითად ეპილეპსიას ხსნის ანტიეპილეპსიური პრეპარატი) ასეთი რამ ენაბორძიკობასთან დაკავშირებით არ არსებობს.