პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვა მეტი და მეტი სითამამე..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე აფხაზ ბლოგერზე, რომელმაც ზუგდიდში იმოგზაურა
"მოვა მეტი და მეტი სითამამე..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე აფხაზ ბლოგერზე, რომელმაც ზუგდიდში იმოგზაურა

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე Aambebi.ge-ს სტა­ტი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც აფხა­ზი ბლო­გე­რი ზუგ­დიდ­ში ვი­ზი­ტის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს აღ­წერს.

"აფხა­ზი ბი­ჭის ბლო­გი წა­ვი­კი­თხე. რას წერს და მო­რა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დი, რომ შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი მომ­წო­ნე­ბო­და და შემყვა­რე­ბო­და, მაგ­რა­მო 1. ერ­თნა­ი­რე­ბი ვარ­თო, 2. ულა­მა­ზე­სი­აო, 3. კარ­გად დამ­ხვდე­ნენ, ადა­მი­ა­ნუ­რად, არა­ვი­თა­რი მტრო­ბა ან ხე­ლოვ­ნუ­რად ხაზ­გას­მუ­ლი კე­თილ­გან­წყო­ბაო, 4. ნე­ტავ ომი რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყოო???

ისიც კი მიგ­ვა­ნიშ­ნა, მე­სა­ზღვრე­ე­ბი ძა­ლი­ან მო­დუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი რომ შე­მო­ი­ტა­ნოს ვინ­მემ, ვერც გა­ი­გებ­თო. (!)

ბოლო რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თავ­დაც­ვის­თვის და­წე­რა, რომ რა­დი­კა­ლებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის უგუ­ნუ­რე­ბი და შე­უბ­რა­ლებ­ლე­ბი არი­ან, არ და­ებრდღვნათ. ბოლო ლუკ­მა იმ გე­მო­სი მი­ა­წო­და, რის და­ღეჭ­ვაც ესი­ა­მოვ­ნე­ბო­დათ.

მოვა მეტი და მეტი სი­თა­მა­მე. სიყ­ვა­რულს, შე­რი­გე­ბას ყვე­ლა­ზე დიდი გამ­ბე­და­ო­ბა სჭირ­დე­ბა, გო­ნი­ე­რე­ბაც, რომ იმ თა­ო­ბას ვა­ჯო­ბოთ ჭკუ­ით, ვინც ამ ომს ვერ აგ­ვა­რი­და. ერ­თად ვი­ა­როთ ევ­რო­პა­ში, ერ­თად განვვი­თარ­დეთ, შვი­ლებს გახ­სნი­ლი მო­მა­ვა­ლი შევ­თა­ვა­ზოთ. იმ სა­ერ­თო მტერ­საც ვა­ჯო­ბოთ ჭკუ­ით, რო­მე­ლიც ჩვენ­ნა­ი­რი არაა და ხე­ლოვ­ნუ­რად ჩად­გა ჩვენს შო­რის, რის გა­მოც ახლა სა­ზღვრის იქით და აქეთ მხა­რეს, ცალ­ცალ­კე ვჭამთ ელარჯს. არა­და, რამ­დე­ნი გვაქვს ერ­თმა­ნე­თის­თვის მო­სა­ყო­ლი, სა­ბო­დი­შო, რამ­დე­ნი ტკი­ვი­ლი გვაქვს გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლი და რამ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლის შექ­მნა შეგ­ვიძ­ლია მო­მა­ვალ­ში ერ­თად.

სიყ­ვა­რუ­ლის მჯე­რა, მტრო­ბის არა", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: "არ მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ი­მე მომ­წო­ნე­ბო­და" - რას წერს აფხა­ზი ბლო­გე­რი ზუგ­დიდ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ

მერი
0

წარმატება და სიხარული ყველას ვინც ამ ბიჭის აზრს გაიზიარებს და თანაუგრძნობს...

"მოვა მეტი და მეტი სითამამე..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე აფხაზ ბლოგერზე, რომელმაც ზუგდიდში იმოგზაურა

"მოვა მეტი და მეტი სითამამე..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე აფხაზ ბლოგერზე, რომელმაც ზუგდიდში იმოგზაურა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე Aambebi.ge-ს სტატიას ეხმაურება, სადაც აფხაზი ბლოგერი ზუგდიდში ვიზიტის შთაბეჭდილებებს აღწერს.

"აფხაზი ბიჭის ბლოგი წავიკითხე. რას წერს და მორალურად მომზადებული ჩამოვედი, რომ შემთხვევით არაფერი მომწონებოდა და შემყვარებოდა, მაგრამო 1. ერთნაირები ვართო, 2. ულამაზესიაო, 3. კარგად დამხვდენენ, ადამიანურად, არავითარი მტრობა ან ხელოვნურად ხაზგასმული კეთილგანწყობაო, 4. ნეტავ ომი რატომ უნდა მომხდარიყოო???

ისიც კი მიგვანიშნა, მესაზღვრეები ძალიან მოდუნებული არიან, ასაფეთქებელი რომ შემოიტანოს ვინმემ, ვერც გაიგებთო. (!)

ბოლო რამდენიმე წინადადება დარწმუნებული ვარ, თავდაცვისთვის დაწერა, რომ რადიკალებს, რომლებიც ყოველთვის უგუნურები და შეუბრალებლები არიან, არ დაებრდღვნათ. ბოლო ლუკმა იმ გემოსი მიაწოდა, რის დაღეჭვაც ესიამოვნებოდათ.

მოვა მეტი და მეტი სითამამე. სიყვარულს, შერიგებას ყველაზე დიდი გამბედაობა სჭირდება, გონიერებაც, რომ იმ თაობას ვაჯობოთ ჭკუით, ვინც ამ ომს ვერ აგვარიდა. ერთად ვიაროთ ევროპაში, ერთად განვვითარდეთ, შვილებს გახსნილი მომავალი შევთავაზოთ. იმ საერთო მტერსაც ვაჯობოთ ჭკუით, რომელიც ჩვენნაირი არაა და ხელოვნურად ჩადგა ჩვენს შორის, რის გამოც ახლა საზღვრის იქით და აქეთ მხარეს, ცალცალკე ვჭამთ ელარჯს. არადა, რამდენი გვაქვს ერთმანეთისთვის მოსაყოლი, საბოდიშო, რამდენი ტკივილი გვაქვს გასაზიარებელი და რამდენი სიხარულის შექმნა შეგვიძლია მომავალში ერთად.

სიყვარულის მჯერა, მტრობის არა", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: "არ მინდოდა საქართველოში რაიმე მომწონებოდა" - რას წერს აფხაზი ბლოგერი ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ