პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაქტის პირველი წუთები ფოტოებში: 28 დაღუპული და ათობით დაშავებული ანკარაში
ტერაქტის პირველი წუთები ფოტოებში: 28 დაღუპული და ათობით დაშავებული ანკარაში

თურ­ქე­თის დე­და­ქა­ლაქ ან­კა­რა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 28-ს აღ­წევს. ამას­თან, რო­გორც "ბი­ბი­სი" თურ­ქე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, და­შა­ვე­ბუ­ლია 61 ადა­მი­ა­ნი.

ან­კა­რის ცენ­ტრში, კი­ზი­ლა­ის რა­ი­ონ­ში და­ნაღ­მუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა 17 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს აფეთ­ქდა. აფეთ­ქე­ბა თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი­სა და სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლი­დან 300 მეტ­რის და­შო­რე­ბით მოხ­და, რო­დე­საც სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

თურ­ქე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ტე­რაქ­ტი უკვე უწო­და. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რის ომერ ჩე­ლი­კის გან­ცხა­დე­ბით, ან­კა­რა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა ტე­რაქ­ტია.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ნა­ხეთ აფეთ­ქე­ბის შემ­დე­გი კად­რე­ბი

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეპ თაიპ ერ­დო­ღა­ნის თქმით: "ტე­რაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი ერის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მხო­ლოდ გვა­ერ­თი­ა­ნებს ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლა­ში. თურ­ქე­თის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა თავ­დაც­ვა­ზე მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი არ არის. ჩვენს უფ­ლე­ბებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყველ­გან და ყო­ველ­თვის, როცა სა­ჭი­როდ ჩავ­თვლით" - ნათ­ქვა­მია თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდა­რის გამო პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­ღან­მა აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი გა­და­დო, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აჰ­მეთ და­ვუ­თ­ოღ­ლუმ კი, ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტი, სა­დაც მიგ­რა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სის სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რა იყო და­გეგ­მი­ლი.

რო­გორც "ბი­ბი­სი" წერს, თურ­ქე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ აფეთ­ქე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ან "ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

თურ­ქეთს ტე­რაქ­ტის გამო თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამის შე­სა­ხებ თურ­ქუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ანა­დო­ლუ" იტყო­ბი­ნე­ბა. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარკ ტო­ნერ­მა ტრა­დი­ცი­ულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თურ­ქეთს აშშ-ის სა­ხე­ლით "გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი" გა­მო­უ­ცხა­და.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გერ­მა­ნია "ამ მწუ­ხა­რე წუ­თებ­ში თურ­ქეთ­თან ერ­თად არის". თურ­ქეთს თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს ასე­ვე საფ­რან­გეთ­მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა, სა­ბერ­ძნეთ­მა, რუ­მი­ნეთ­მა, უნ­გრეთ­მა, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არ­სე­ნი ია­ცე­ნი­უკ­მა.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა კი წე­რი­ლო­ბით გან­ცხა­დე­ბა­ში ან­კა­რა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი დაგ­მო. ან­კა­რა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი ევ­რო­კავ­შირ­მაც დაგ­მო. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­კო­მის­რებ­მა ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნიმ და იო­ჰა­ნეს ჰან­მა გა­ა­კე­თეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ტერაქტის პირველი წუთები ფოტოებში: 28 დაღუპული და ათობით დაშავებული ანკარაში

ტერაქტის პირველი წუთები ფოტოებში: 28 დაღუპული და ათობით დაშავებული ანკარაში

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ს აღწევს. ამასთან, როგორც "ბიბისი" თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია 61 ადამიანი.

ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა 17 თებერვალს, საღამოს აფეთქდა. აფეთქება თურქეთის გენერალური შტაბისა და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანა გადაადგილდებოდა.

თურქეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას ხელისუფლებამ ტერაქტი უკვე უწოდა. მმართველი პარტიის ლიდერის ომერ ჩელიკის განცხადებით, ანკარაში მომხდარი აფეთქება ტერაქტია.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ნახეთ აფეთქების შემდეგი კადრები

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის თქმით: "ტერაქტები, რომელიც მიმართულია ჩვენი ერის ერთიანობისა და თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ, მხოლოდ გვაერთიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში. თურქეთის კანონიერი უფლება თავდაცვაზე მსჯელობის საგანი არ არის. ჩვენს უფლებებს გამოვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩავთვლით" - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

მომხდარის გამო პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ კი, ბრიუსელში ვიზიტი, სადაც მიგრაციული კრიზისის საკითხზე შეხვედრა იყო დაგეგმილი.

როგორც "ბიბისი" წერს, თურქეთის უშიშროების სამსახურები ვარაუდობენ, რომ აფეთქება "ისლამური სახელმწიფოს" ან "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული.

თურქეთს ტერაქტის გამო თანაგრძნობას უცხადებს საერთაშორისო საზოგადოება. ამის შესახებ თურქული სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე თურქეთს აშშ-ის სახელით "გულწრფელი სამძიმარი" გამოუცხადა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია "ამ მწუხარე წუთებში თურქეთთან ერთად არის". თურქეთს თანაგრძნობა გამოუცხადეს ასევე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი წერილობით განცხადებაში ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმო. ანკარაში მომხდარი ტერაქტი ევროკავშირმაც დაგმო. შესაბამისი განცხადება ევროკომისრებმა ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა გააკეთეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა