მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი საცობია შექმნილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავტომანქანების გადაადგილების შეფერხება ჟვანიას მოედანზე ასასვლელი გზის დაკეტვას უკავშირდება.
მოედანზე მიმდინარე გზის შეკეთების სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავტომობილები შემოვლითი გზებით მოძრაობენ.