პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სარდაფში მეძინა, სადაც მხოლოდ კატები და ძაღლები იყვნენ...“ - ემიგრანტი ქალის ისტორია და ემოციური შეხვედრა შვილთან
"სარდაფში მეძინა, სადაც მხოლოდ კატები და ძაღლები იყვნენ...“ - ემიგრანტი ქალის ისტორია და ემოციური შეხვედრა შვილთან

რთუ­ლია, უცხო ქვე­ყა­ნა­ში სხვის შვილს მო­უ­ა­რო იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი გა­მოკ­ვე­ბო. რთუ­ლია, წლე­ბის შემ­დეგ შეხ­ვდე შვილს, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გან­ვლილ­მა ბევ­რმა ბედ­ნი­ერ­მა წუთ­მა შენს გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა - ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ხალ­ხის გა­სა­ჭირს მი­ე­ძღვნა "ნა­ნუ­კა ჟორჟ­ლი­ა­ნის შოუს" დღე­ვან­დე­ლი გა­და­ცე­მა.

ლალი ში­უ­კაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია მათ­გან, ვინც შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის გამო მსხვერ­პლი გა­ი­ღო და 6 წელი მათ­გან მო­შო­რე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ა­ტა­რა. ოკე­ა­ნის გაღ­მა წას­ვლა ლა­ლიმ იმის გამო გა­და­წყვი­ტა, რომ შვი­ლის სწავ­ლის­თვის ფული სჭირ­დე­ბო­და. ბიჭ­მა თე­ატ­რა­ლურ­ზე ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ­მა დე­დამ სცე­ნა­ზე მყო­ფი შვი­ლის­თვის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის დაკ­ვრა მხო­ლოდ წლე­ბის შემ­დეგ შეძ­ლო.

"მე­უღ­ლემ მი­თხრა, რომ შენ წადი და მე მივ­ხე­დავ ბავ­შვებ­სო. ნიკა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რაც მი­მი­ღია. მე წა­ვე­დი ძა­ლი­ან მშვი­დად, რად­გან ვი­ცო­დი რომ ჩემს შვი­ლებს არა­ფე­რი გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. მათ მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა ჰყავთ. ბედ­ნი­ე­რი ვარ რად­გან არ მქო­ნია ის პრობ­ლე­მა, რაც ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას აქვს.

"2009 წლის 15 აგ­ვის­ტოს 100 დო­ლა­რით წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში. ყვე­ლა­ზე ცუდი გან­ცდაა, როცა იცი, რომ იქ უნდა დარ­ჩე და აღარ მო­დი­ხარ. პირ­ველ რიგ­ში გან­გრევს ამ ქვეყ­ნის მას­შტა­ბი... ბლან­ტი და ნეს­ტი­ა­ნი ჰა­ე­რი. პირ­ვე­ლი რე­აქ­ცი­ის შემ­დეგ მო­დის შემგრძნე­ბა, რომ შენ აღარ გაქვს სა­ხე­ლი, გვა­რი, წარ­სუ­ლი... რო­დე­საც იქ ჩა­ვე­დი ენაც კი არ ვი­ცო­დი. იქ მე­გობ­რე­ბი დამ­ხვდნენ, რამ­დე­ნი­მე დღე მი­პატ­რო­ნეს და და­ი­წყეს ჩემ­თვის სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა. ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო ასე­თი - შემ­ხვდა 89 წლის ქალი, რო­მელ­საც ძვლის კიბო ჰქონ­და. მისი შვი­ლი დე­დის­თვის გან­კუთ­ვნილ წამ­ლებს იპა­რავ­და და სვამ­და. ამ ქალს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. ერთ დღეს მის­მა შვილ­მა მი­თხრა, რომ დე­დის­თვის ფე­ხე­ბი და­მე­ზი­ლა. რო­დე­საც საქ­მეს მოვ­რჩი, დაღ­ლი­ლო­ბის­გან გა­თი­შულ­მა ვი­კი­თხე, სად უნდა დავ­წო­ლი­ლი­ყა­ვი. მან მი­თხრა , შენ და­სა­ძი­ნებ­ლად არ მო­სულ­ხარ, შენ უნდა იმუ­შა­ოო, თუმ­ცა თუ მა­ინც ძილი გინ­და სარ­დაფ­ში რა­ღა­ცას ვნა­ხა­ვო. ჩა­მიყ­ვა­ნა სარ­დაფ­ში, მაჩ­ვე­ნა დაშ­ლი­ლი ყუ­თე­ბი და მი­თხრა, რომ სა­წო­ლი ამე­წყო ამით. სარ­დაფ­ში იყო სამი კატა და ორი ძაღ­ლი. 4 სა­ა­თის და­ძი­ნე­ბის უფ­ლე­ბა მქონ­და. იყო მო­მენ­ტი, როცა თა­ვის მოკ­ვლა მინ­დო­და. მრცხვე­ნო­და უკან დაბ­რუ­ნე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღე და იმის აღი­ა­რე­ბა, რომ მე ეს ვერ შევ­ძე­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ჩა­მოვ­კი­დე თოკი და ვი­ფიქ­რე, და­ვე­კი­დე­ბო­დი და დამ­თავ­რდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი... ამ დროს რე­კავს ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია, ეს არის ლალი მეს­ხი. მისი დახ­მა­რე­ბით მე სევ­ძე­ლი იმ ოჯხი­დან წა­მოს­ვლა და ნიუ-იორკში წას­ვლა", - ამ­ბობს ლალი ში­უ­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ი­დან 6 წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.

სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი ვა­ჟიშ­ვილს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბია, სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო და სპექ­ტაკლზე მი­ა­კი­თხა. მათ სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"სარდაფში მეძინა, სადაც მხოლოდ კატები და ძაღლები იყვნენ...“ - ემიგრანტი ქალის ისტორია და ემოციური შეხვედრა შვილთან

"სარდაფში მეძინა, სადაც მხოლოდ კატები და ძაღლები იყვნენ...“ - ემიგრანტი ქალის ისტორია და ემოციური შეხვედრა შვილთან

რთულია, უცხო ქვეყანაში სხვის შვილს მოუარო იმისთვის, რომ საკუთარი გამოკვებო. რთულია, წლების შემდეგ შეხვდე შვილს, რომლის ცხოვრებაში განვლილმა ბევრმა ბედნიერმა წუთმა შენს გარეშე ჩაიარა - ემიგრაციაში მყოფი ხალხის გასაჭირს მიეძღვნა "ნანუკა ჟორჟლიანის შოუს" დღევანდელი გადაცემა.

ლალი შიუკაშვილი ერთ-ერთია მათგან, ვინც შვილების კეთილდღეობის გამო მსხვერპლი გაიღო და 6 წელი მათგან მოშორებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ოკეანის გაღმა წასვლა ლალიმ იმის გამო გადაწყვიტა, რომ შვილის სწავლისთვის ფული სჭირდებოდა. ბიჭმა თეატრალურზე ჩააბარა, თუმცა ემიგრაციაში მყოფმა დედამ სცენაზე მყოფი შვილისთვის აპლოდისმენტების დაკვრა მხოლოდ წლების შემდეგ შეძლო.

"მეუღლემ მითხრა, რომ შენ წადი და მე მივხედავ ბავშვებსო. ნიკა წინააღმდეგი იყო. ეს იყო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება რაც მიმიღია. მე წავედი ძალიან მშვიდად, რადგან ვიცოდი რომ ჩემს შვილებს არაფერი გაუჭირდებოდათ. მათ მზრუნველი და მოსიყვარულე მამა ჰყავთ. ბედნიერი ვარ რადგან არ მქონია ის პრობლემა, რაც ემიგრაციაში მყოფი ქალების უმეტესობას აქვს.

"2009 წლის 15 აგვისტოს 100 დოლარით წავედი ამერიკაში. ყველაზე ცუდი განცდაა, როცა იცი, რომ იქ უნდა დარჩე და აღარ მოდიხარ. პირველ რიგში განგრევს ამ ქვეყნის მასშტაბი... ბლანტი და ნესტიანი ჰაერი. პირველი რეაქციის შემდეგ მოდის შემგრძნება, რომ შენ აღარ გაქვს სახელი, გვარი, წარსული... როდესაც იქ ჩავედი ენაც კი არ ვიცოდი. იქ მეგობრები დამხვდნენ, რამდენიმე დღე მიპატრონეს და დაიწყეს ჩემთვის სამსახურის ძებნა. ჩემი პირველი სამსახური იყო ასეთი - შემხვდა 89 წლის ქალი, რომელსაც ძვლის კიბო ჰქონდა. მისი შვილი დედისთვის განკუთვნილ წამლებს იპარავდა და სვამდა. ამ ქალს საშინელი ტკივილები ჰქონდა. ერთ დღეს მისმა შვილმა მითხრა, რომ დედისთვის ფეხები დამეზილა. როდესაც საქმეს მოვრჩი, დაღლილობისგან გათიშულმა ვიკითხე, სად უნდა დავწოლილიყავი. მან მითხრა , შენ დასაძინებლად არ მოსულხარ, შენ უნდა იმუშაოო, თუმცა თუ მაინც ძილი გინდა სარდაფში რაღაცას ვნახავო. ჩამიყვანა სარდაფში, მაჩვენა დაშლილი ყუთები და მითხრა, რომ საწოლი ამეწყო ამით. სარდაფში იყო სამი კატა და ორი ძაღლი. 4 საათის დაძინების უფლება მქონდა. იყო მომენტი, როცა თავის მოკვლა მინდოდა. მრცხვენოდა უკან დაბრუნება, პასუხისმგებლობა ავიღე და იმის აღიარება, რომ მე ეს ვერ შევძელი, ძალიან რთული იყო. ჩამოვკიდე თოკი და ვიფიქრე, დავეკიდებოდი და დამთავრდებოდა ყველაფერი... ამ დროს რეკავს ერთი ადამიანი, რომელიც დღეს ჩემთვის ძალიან ახლობელია, ეს არის ლალი მესხი. მისი დახმარებით მე სევძელი იმ ოჯხიდან წამოსვლა და ნიუ-იორკში წასვლა", - ამბობს ლალი შიუკაშვილი, რომელიც ემიგრაციიდან 6 წლის შემდეგ დაბრუნდა.

სამშობლოში დაბრუნებულმა კი ვაჟიშვილს, რომელიც მსახიობია, სიურპრიზი მოუწყო და სპექტაკლზე მიაკითხა. მათ საოცრად ამაღელვებელი შეხვედრა ჰქონდათ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია