პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სახლში ცხოვრობს ზაზა ხუციშვილი და რას ურჩევს მათ, ვისაც ჯერ რემონტი არ გაუკეთებიათ
როგორ სახლში ცხოვრობს ზაზა ხუციშვილი და რას ურჩევს მათ, ვისაც ჯერ რემონტი არ გაუკეთებიათ

მარ­თა­ლია, მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სახ­ლის მო­წყო­ბის სა­კი­თხში ჩა­რე­ვა ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს, მაგ­რამ ამ მხრივ მომ­ღე­რა­ლი და წამ­ყვა­ნი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი აღ­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ, რაც მან და მის­მა მე­უღ­ლემ, ხა­თუ­ნა დო­ლი­ძემ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ბი­ნაც ერ­თად შე­არ­ჩი­ეს და რე­მონტზეც ერ­თად იზ­რუ­ნეს. რო­გორც ჩანს, მის­თვის ეს პრო­ცე­სი არა­თუ დამ­ღლე­ლი, არა­მედ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ ინ­ტე­რი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გვე­სა­უბ­რა.

- ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თად დროს სახ­ლში ატა­რებს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­არ­ჩი­ოს ისე­თი ინ­ტე­რი­ე­რი, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და მყუდ­როდ იგრნობს. სახ­ლში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სველ წერ­ტილს ვაქ­ცევ, ვი­ნა­ი­დან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მისი ხში­რი ცვლა, სა­სურ­ვე­ლი არ არის, ვგუ­ლის­ხმობ, კა­ფელს, მეტ­ლახს, სამ­ზა­რე­უ­ლოს ატ­რი­ბუ­ტებს. ვთვლი, რომ ხა­რის­ხა­ი­ნად და დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა გა­კეთ­დეს. ოთა­ხის ფე­რის, ავე­ჯის შეც­ვლა ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვია, შე­სა­ძა­ლე­ბე­ლია, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მო­ბეზ­რდეს ადა­მი­ანს და გა­ა­ახ­ლოს.

- ზო­გა­დად, მა­მა­კა­ცებს ნაკ­ლე­ბად მოს­წონთ ხოლ­მე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თვა, მაგ­რამ თქვენ რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რობ­დით ამ კუ­თხით?

- მა­შინ, როცა ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, მშობ­ლებ­მა გა­ა­კე­თეს რე­მონ­ტი, ეს იყო ტან­ჯვა-წა­მე­ბა. ჯერ ერთი, არა­ფე­რი იშო­ვე­ბო­და და მე­ო­რე, იმა­ვე სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, სა­დაც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ეს კი და­მა­ტე­ბი­თი სირ­თუ­ლე იყო. აი ჩემი სახ­ლის შემ­თხვე­ვა ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. როცა მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ვი­წყეთ ზრუნ­ვა სახ­ლსა და რე­მონტზე. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩემს ცოლ­საც სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ორი­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­დან ვართ, დი­ზა­ი­ნე­რი არ აგ­ვიყ­ვა­ნია, ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლეთ ჟურ­ნა­ლე­ბით, ვნა­ხეთ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ტე­რი­ე­რი და სა­ყიდ­ლად შე­ვარ­ჩი­ეთ ისე­თი ბინა, რო­მელ­საც ჰქონ­და კარი, იყო 90 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მთლი­ა­ნი სივ­რცე. მე ძა­ლი­ან მომ­წონს მან­სარ­და და ვფიქ­რობ, ჩემი ბი­ნის ერთ-ერთი და­დე­ბი­თი მხა­რე სწო­რედ ესაა. ჩვენ­თან მან­სარ­დის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წერ­ტი­ლი 5,50 მეტ­რია, თუმ­ცა, მშე­ნებ­ლის ად­გი­ლას ერთი მეტ­რით მა­ინც გავზრდი­დი სი­მაღ­ლეს, რაც ვფიქ­რობ, მშე­ნებ­ლო­ბას ძა­ლი­ან არ გა­უძ­ვი­რებ­და, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, შე­იძ­ლე­ბო­და, მის სა­სარ­გებ­ლოდ ემოქ­მე­და ფას­ზე, პი­რა­დად მე ნამ­დვი­ლად გა­და­ვიხ­დი­დი სხვა­ო­ბას, იმის­თვის, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ანტრე­სო­ლი გა­მომ­სვლო­და. ახლა კი მაქვს ანტრე­სო­ლი, რო­მელ­საც ბიბ­ლი­ო­თე­კის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, წიგ­ნე­ბის თა­რო­ე­ბია იქ მო­თავ­სე­ბუ­ლი და გა­ჭირ­ვე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა, სტუ­მარ­მაც და­ი­ძი­ნოს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე კარ­გად ვერ იმარ­თე­ბი. და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როგორ სახლში ცხოვრობს ზაზა ხუციშვილი და რას ურჩევს მათ, ვისაც ჯერ რემონტი არ გაუკეთებიათ

როგორ სახლში ცხოვრობს ზაზა ხუციშვილი და რას ურჩევს მათ, ვისაც ჯერ რემონტი არ გაუკეთებიათ

მართალია, მამაკაცების უმრავლესობას სარემონტო სამუშაოები, სახლის მოწყობის საკითხში ჩარევა ნაკლებად უყვარს, მაგრამ ამ მხრივ მომღერალი და წამყვანი ზაზა ხუციშვილი გამონაკლისი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ, ხათუნა დოლიძემ დაქორწინება გადაწყვიტეს, ბინაც ერთად შეარჩიეს და რემონტზეც ერთად იზრუნეს. როგორც ჩანს, მისთვის ეს პროცესი არათუ დამღლელი, არამედ სასიამოვნო იყო, ალბათ სწორედ ამიტომ ინტერიერთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი რესპონდენტი ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა.

- ადამიანი, ძირითად დროს სახლში ატარებს, ამიტომ მნიშვნელოვანია შეარჩიოს ისეთი ინტერიერი, სადაც თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრნობს. სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას სამზარეულოსა და სველ წერტილს ვაქცევ, ვინაიდან მატერიალური ხარჯებიდან გამომდინარე მისი ხშირი ცვლა, სასურველი არ არის, ვგულისხმობ, კაფელს, მეტლახს, სამზარეულოს ატრიბუტებს. ვთვლი, რომ ხარისხაინად და დიდი დაკვირვებით უნდა გაკეთდეს. ოთახის ფერის, ავეჯის შეცვლა ბევრად უფრო მარტივია, შესაძალებელია, გარკვეული დროის შემდეგ, მობეზრდეს ადამიანს და გააახლოს.

- ზოგადად, მამაკაცებს ნაკლებად მოსწონთ ხოლმე სარემონტო სამუშაოებში ჩართვა, მაგრამ თქვენ რამდენად აქტიურობდით ამ კუთხით?

- მაშინ, როცა ჩემს ბავშვობაში, მშობლებმა გააკეთეს რემონტი, ეს იყო ტანჯვა-წამება. ჯერ ერთი, არაფერი იშოვებოდა და მეორე, იმავე სახლში ვცხოვრობდით, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ეს კი დამატებითი სირთულე იყო. აი ჩემი სახლის შემთხვევა ცოტა განსხვავებული გახლდათ. როცა მე და ჩემმა მეუღლემ დაქორწინება გადავწყვიტეთ, დავიწყეთ ზრუნვა სახლსა და რემონტზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ცოლსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ორივე ხელოვნების სფეროდან ვართ, დიზაინერი არ აგვიყვანია, ვიხელმძღვანელეთ ჟურნალებით, ვნახეთ სხვადასხვაგვარი ინტერიერი და საყიდლად შევარჩიეთ ისეთი ბინა, რომელსაც ჰქონდა კარი, იყო 90 კვადრატული მეტრი მთლიანი სივრცე. მე ძალიან მომწონს მანსარდა და ვფიქრობ, ჩემი ბინის ერთ-ერთი დადებითი მხარე სწორედ ესაა. ჩვენთან მანსარდის ყველაზე მაღალი წერტილი 5,50 მეტრია, თუმცა, მშენებლის ადგილას ერთი მეტრით მაინც გავზრდიდი სიმაღლეს, რაც ვფიქრობ, მშენებლობას ძალიან არ გაუძვირებდა, მაგრამ სამაგიეროდ, შეიძლებოდა, მის სასარგებლოდ ემოქმედა ფასზე, პირადად მე ნამდვილად გადავიხდიდი სხვაობას, იმისთვის, რომ სრულფასოვანი ანტრესოლი გამომსვლოდა. ახლა კი მაქვს ანტრესოლი, რომელსაც ბიბლიოთეკის დანიშნულება აქვს, წიგნების თაროებია იქ მოთავსებული და გაჭირვების დროს შეიძლება, სტუმარმაც დაიძინოს, მაგრამ ბოლომდე კარგად ვერ იმართები. დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება