"ოქროს რძე" იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ შეგიძლიათ ყოველ საღამოს მიირთვათ. ამ ჯადოსნური სასმლის მთავარი ინგრედიენტი კურკუმაა. მისი ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება იმდენად ძლიერია, რომ კიბოს უჯრედებსაც კი ებრძვის. ძალიან ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. აი, მცირე ჩამონათვალი, რით არის სასარგებლო "ოქროს რძე":
აქვს ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ამაღლებს იმუნიტეტს.
აქვს ანტიკანცეროგენური მოქმედება.
არეგულირებს ქოლესტერინს.
ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას.
აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და დეტოქსიკაციის პროცესს.
აწესრიგებს წონას და ნივთიერებათა ცვლას.
ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური წნევის შენარჩუნებას.
აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის ტვინის მუშაობას.
ხელს უწყობს კანისა და ნევროპათოლოგიური დაავადებების მკურნალობას.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო სასმელი:
ჯერ უნდა მოვამზადოთ
კურკუმის პასტა: მეოთხედ ჭიქა კურკუმის ფხვნილს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა და ნახევარი ჭიქა გაფილტრული წყალი, კარგად აურიეთ და ცოტა ხანს დაბალ ცეცხლზე ადუღეთ ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ. მიღებული მასა შეგიძლიათ გადაიტანოთ ქილაში და მაცივარში შეინახოთ. ასე რომ, სამკურნალო სასმლისთვის ყოველ ჯერზე ახალი პასტის მომზადება არ დაგჭირდებათ.
"ოქროს რძე": წაიკითხეთ სრულად