სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გაჩეჩილაძე "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ითხოვს - "უცნობის" განცხადება
გიორგი გაჩეჩილაძე "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ითხოვს - "უცნობის" განცხადება

გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (უც­ნო­ბი) ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბამ­დე, 19 თე­ბერ­ვალს "მა­ესტროს" კრე­დი­ტორ­თა კრე­ბის გა­და­დე­ბას ითხოვს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"უც­ნო­ბი" ბაია გა­და­ბა­ძეს და კოტე გო­გე­ლი­ას მე­დი­ა­შან­ტაჟ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ გა­და­ბა­ძეს და გო­გე­ლი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ.

"მა­ესტროს" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ეთერ გა­და­ბა­ძე და კრე­დი­ტო­რი, კოტე გო­გე­ლია აგ­რძე­ლე­ბენ მე­დია შან­ტაჟს და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თით­ქოს მათ სურთ "მა­ესტროს" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი კი ამ პრო­ცესს აფერ­ხე­ბენ.

ფაქ­ტე­ბი კი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ზე მე­ტყვე­ლებს: გა­და­ბა­ძის დი­რექ­ტო­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, კოტე გო­გე­ლი­ას მარ­თულ "მა­ესტროს" და­უგ­როვ­და ვა­ლე­ბი. გა­და­ბა­ძემ ვერ მო­ა­ხერ­ხა საქ­მი­ა­ნო­ბის ისე წარ­მარ­თვა, რომ "მა­ესტრო" ყო­ველ­თვი­უ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო გო­გე­ლი­ას "გულ­მო­წყა­ლე­ბა­ზე". გა­და­ბა­ძემ 100% დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ 2015 წლის 18 სექ­ტემ­ბერს მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს გა­კოტ­რე­ბის (რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გა­მომ­რი­ცხვე­ლი) მო­თხოვ­ნით, რაც უკა­ნო­ნოდ ჩათ­ვა­ლა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ. გა­და­ბა­ძემ დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა და­უ­კი­თხა­ვად, 2014 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­ჩუ­ქა "მა­ესტროს" ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი აქ­ტი­ვი - მისი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც "მა­ესტრო­ზე" (და არა მის რო­მე­ლი­მე დამ­ფუძ­ნე­ბელ­ზე) იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი საქპა­ტენ­ტში 2011 წლი­დან.

გა­და­ბა­ძე ახლა კოტე გო­გე­ლი­ას დღის წეს­რიგს აღას­რუ­ლებს, რომ რო­გორ­მე გა­ა­კოტ­როს "მა­ესტრო", რის შე­დე­გა­დაც გო­გე­ლია ხელ­ში ჩა­იგ­დებს "მა­ესტროს" მთელ აქ­ტი­ვებს, ხოლო "მა­ესტროს", რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის, 2002 წლი­დან არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რია წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა.

ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბი და არა ჩვე­ნი სი­ტყვე­ბი მე­ტყვე­ლებს "მა­ესტროს" გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვილ­ზე", - აცხა­დებს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლად 2015 წლის 3 სექ­ტემ­ბერს წე­რი­ლო­ბით შეს­თა­ვა­ზა გო­გე­ლი­ას "მა­ესტროს" მარ­თვა­ში გა­და­ცე­მა და კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტია.

"2015 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს და­ვი­წყე სა­სა­მარ­თლო დავა "მა­ესტროს­თვის" სა­ხე­ლის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, წელს კი შე­ვი­ძი­ნე "მა­ესტროს" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, შე­მეც­ვა­ლა არა­ე­ფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი და და­მე­ნიშ­ნა დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და "მა­ესტროს" მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­კოტ­რე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა.

გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად არ და­რე­გის­ტრირ­და. დღეს კი ვი­თხოვ 19 თე­ბერ­ვლის "მა­ესტროს" კრე­დი­ტორ­თა კრე­ბის გა­და­დე­ბას ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბამ­დე, რად­გან კრე­ბა­ზე "მა­ესტროს" ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა და­იც­ვას მის­მა დი­რექ­ტორ­მა და არა კრე­დი­ტო­რის და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა პირ­მა, რო­მელ­საც თავი კვლავ "მა­ესტროს" "დი­რექ­ტო­რად" მი­აჩ­ნია.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, არ აჰ­ყვნენ კოტე გო­გე­ლი­ას და ეთერ გა­და­ბა­ძის მე­დია შან­ტაჟს. ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას "მა­ესტროს" გა­და­სარ­ჩე­ნად", - ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

გიორგი გაჩეჩილაძე "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ითხოვს - "უცნობის" განცხადება

გიორგი გაჩეჩილაძე "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ითხოვს - "უცნობის" განცხადება

გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირებამდე, 19 თებერვალს "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია გიორგი გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"უცნობი" ბაია გადაბაძეს და კოტე გოგელიას მედიაშანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გადაბაძეს და გოგელიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

"მაესტროს" ყოფილი დირექტორი, ეთერ გადაბაძე და კრედიტორი, კოტე გოგელია აგრძელებენ მედია შანტაჟს და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, თითქოს მათ სურთ "მაესტროს" რეაბილიტაცია, ძმები გაჩეჩილაძეები კი ამ პროცესს აფერხებენ.

ფაქტები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს: გადაბაძის დირექტორობის პირობებში, კოტე გოგელიას მართულ "მაესტროს" დაუგროვდა ვალები. გადაბაძემ ვერ მოახერხა საქმიანობის ისე წარმართვა, რომ "მაესტრო" ყოველთვიურად დამოკიდებული არ ყოფილიყო გოგელიას "გულმოწყალებაზე". გადაბაძემ 100% დამფუძნებელთა ნების საწინააღმდეგოდ 2015 წლის 18 სექტემბერს მიმართა სასამართლოს გაკოტრების (რეაბილიტაციის გამომრიცხველი) მოთხოვნით, რაც უკანონოდ ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ. გადაბაძემ დამფუძნებელთა დაუკითხავად, 2014 წლის 24 ოქტომბერს გააჩუქა "მაესტროს" ყველაზე ფასეული აქტივი - მისი სახელი, რომელიც "მაესტროზე" (და არა მის რომელიმე დამფუძნებელზე) იყო რეგისტრირებული საქპატენტში 2011 წლიდან.

გადაბაძე ახლა კოტე გოგელიას დღის წესრიგს აღასრულებს, რომ როგორმე გააკოტროს "მაესტრო", რის შედეგადაც გოგელია ხელში ჩაიგდებს "მაესტროს" მთელ აქტივებს, ხოლო "მაესტროს", როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიის, 2002 წლიდან არსებული ისტორია წარსულს ჩაბარდება.

ჩვენი მოქმედები და არა ჩვენი სიტყვები მეტყველებს "მაესტროს" გადარჩენის სურვილზე", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, პირველად 2015 წლის 3 სექტემბერს წერილობით შესთავაზა გოგელიას "მაესტროს" მართვაში გადაცემა და კომპანიის ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტია.

"2015 წლის 20 ოქტომბერს დავიწყე სასამართლო დავა "მაესტროსთვის" სახელის დაბრუნების მოთხოვნით, წელს კი შევიძინე "მაესტროს" საკონტროლო პაკეტი ერთადერთი მიზნით, შემეცვალა არაეფექტური მენეჯმენტი და დამენიშნა დირექტორი, რომლის პირველი ნაბიჯი იქნებოდა "მაესტროს" მიზანმიმართული გაკოტრების პროცესის შეჩერება.

გაურკვეველი მიზეზების გამო, ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად არ დარეგისტრირდა. დღეს კი ვითხოვ 19 თებერვლის "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირებამდე, რადგან კრებაზე "მაესტროს" ინტერესები უნდა დაიცვას მისმა დირექტორმა და არა კრედიტორის დავალებების შემსრულებელმა პირმა, რომელსაც თავი კვლავ "მაესტროს" "დირექტორად" მიაჩნია.

მოვუწოდებთ ყველას, არ აჰყვნენ კოტე გოგელიას და ეთერ გადაბაძის მედია შანტაჟს. ვაგრძელებთ ბრძოლას "მაესტროს" გადასარჩენად", - ნათქვამია გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა..." - რას წერს უგულავა "ევროპული საქართველოდან" წასვლის შემდეგ?

"ეს ტრაგედია შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას" - კარლ ჰარცელი ენგურის გადალახვისას დაღუპულებზე

"ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება" - დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმაზე წერს