გადაცემა "მძიმე კაცთან" წამყვანი დავით კოვზირიძე "ფეისბუქზე" წეროვანში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის გასაჭირზე წერს.
როგორც ირკვევა ფინანსურ გასაჭრთან ერთდ ოჯახს სხვა პრობლემებიც აქვს.
"წეროვანში ვიყავით ეხლა - ხალხს უჭირს, მაგრამ მაინც მაგრა დგანან, თუმცა ერთი ოჯახის ამბავი მაინც შემზარავია - ხანში შესული, უსინათლო დედა და მისი პატარა შვილი, ბიჭი, რომელიც დედას უვლის, აჭმევს, ატარებს აქეთ-იქით, რეცხავს, ალაგებს და ყველაფერს აკეთებს, ეს ოჯახი უმძიმეს საცხოვრებელ პირობებშია, ჰოდა მთავრობას, გამგეობებს და ასე შემდეგ მივმართავ - თქვე ვითომქამარშემოჭერილო ღორებო, ერთხელ მაინც ჩადით იქ და თქვენი პრემიების მეათედი მაინც ჩაუტანეთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ტრაგიკულად არსებობენ", - წერს კოვზირიძე.