სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!" - ცნობილი ექიმების, პედაგოგებისა და ავტორების "სიცრუის ილუზია"
"დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!" - ცნობილი ექიმების, პედაგოგებისა და ავტორების "სიცრუის ილუზია"

ცოტა ხნის წინ ფლო­რი­დელ მა­მა­კაცს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის. ამ კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვას მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევ­და, რომ არა ერთი პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლი: მკვლე­ლი დე­რეკ მე­დი­ნა ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტია ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხში. მას ეკუთ­ვნის წიგ­ნი - "რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე სი­ცო­ცხლე, ქორ­წი­ნე­ბა და ოჯა­ხი ურ­თი­ერ­თო­ბის წყა­ლო­ბით"...

ამ სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია მა­გა­ლი­თე­ბი, სა­დაც ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის, ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის, შვი­ლე­ბის სწო­რად აღ­ზრდის მქა­და­გებ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით ხაზი გა­და­უს­ვეს თა­ვი­ანთ თე­ო­რი­ებს.

ბენ­ჯა­მინ სპო­კი

ამე­რი­კე­ლი პე­დი­ატ­რის, ბენ­ჯა­მინ სპო­კის წიგნ­ზე, რო­მე­ლიც 1946 წელს გა­მო­ი­ცა, არა­ერ­თი თა­ო­ბა აღი­ზარ­და. ბავ­შვთა ექიმ­მა მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. სპო­კი ას­წავ­ლი­და ბავ­შვის მოს­მე­ნას, მის ემო­ცი­ებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას, მოთ­მე­ნას სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი კრი­ზი­სის დროს.

სპოკ­მა დას­ჯის, შე­ზღუდ­ვი­სა და შე­ში­ნე­ბის ნაც­ვლად ბავ­შვი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი წა­მო­წია წინ, თუმ­ცა, თა­ვის ოჯახ­ში სა­კუ­თა­რი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით ვერ იმოქ­მე­და. მას ორი ვაჟი ჰყავ­და: მა­იკ­ლი და ჯონი, ვერ­ცერ­თთან ვერ მო­ა­ხერ­ხა ნდო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აე­წყო. მე­ტიც, მა­იკლს სცემ­და კი­დეც, რად­გან ბიჭი სას­კო­ლო პროგ­რა­მას ვერ ით­ვი­სებ­და. მა­იკლს დის­ლექ­სია ჰქონ­და, ამი­ტომ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სპო­კი მიხ­ვდა, რომ მისი მე­თო­დე­ბი არ მუ­შა­ობს და თავი და­ა­ნე­ბა ბავ­შვის აღ­ზრდას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მშობ­ლებ­მა მა­იკ­ლი სპე­ცი­ა­ლურ ინ­ტერ­ნატ­ში გა­ამ­წე­სეს. ჯონ­თა­ნაც ვერ იპო­ვა მა­მამ სა­ერ­თო ენა. გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის შემ­ხედ­ვა­რე ცოლ­მა ერთხელ მი­ა­ძა­ხა სპოკს: "და­მო­ძღვრეთ სხვი­სი შვი­ლე­ბი, ბა­ტო­ნო ღმერ­თო!".

მა­რია მონ­ტე­სო­რი

იტა­ლი­ე­ლი პე­და­გო­გი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის, მა­რია მონ­ტე­სო­რის მიერ შექ­მნი­ლი ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მე­თო­დი­კა ძალ­ზედ მო­თხოვ­ნა­დია მსოფ­ლი­ო­ში. მონ­ტე­სო­რიმ უნი­კა­ლუ­რი სის­ტე­მა გა­მო­ი­გო­ნა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კა­ზე ზე­წო­ლის გა­რე­შე ავ­ლენს ბავ­შვის ნი­ჭ­სა და სხვა­დას­ხვა უნარს. მთა­ვა­რია, შექ­მნა ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ბავ­შვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გახ­სნას.

მა­რი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კი მის მიერ დად­გე­ნი­ლი მე­თო­დი­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ წა­რი­მარ­თა. მონ­ტე­სო­რიმ ვაჟი რომ­ში 1898 წელს გა­ა­ჩი­ნა, ის 28 წლის იყო და თა­ვის მე­თო­დი­კას უკვე უწევ­და პრო­პა­გან­დას. ბავ­შვის მა­მამ შვილ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. უკა­ნო­ნო შვი­ლი წერ­ტილს უს­ვამ­და ქა­ლის კა­რი­ე­რას, რო­მელ­მაც ექი­მად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. მონ­ტე­სო­რიმ აწონ-და­წო­ნა პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მხა­რე და გა­და­წყვი­ტა, შვი­ლი ძი­ძის ოჯა­ხის­თვის გა­და­ე­ცა, შემ­დეგ კი სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში ჩა­ა­ბა­რა. მა­რია შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის­თვის ფულს იხ­დი­და, მაგ­რამ არ აკი­თხავ­და მას. მა­რიო დე­დას 17 წლის ასაკ­ში გა­მო­ე­ცხა­და. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ პე­და­გოგ­მა შვი­ლი საქ­მე­ში ჩარ­თო, ისი­ნი ერ­თად კი­თხუ­ლობ­დნენ ლექ­ცი­ებს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­დამ შვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აღი­ა­რა.

ალენ კარი

მო­წე­ვის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მსოფ­ლი­ო­ში, ავ­ტო­რი ბესტსე­ლე­რი­სა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ და­ვა­მარ­ცხოთ მავ­ნე ჩვე­ვა, 2006 წელს ფილ­ტვის კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მულ წიგნ­ში ალენ კარ­მა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აღ­წე­რა, რო­გორ მო­ვი­შო­როთ ნი­კო­ტი­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. კა­რის რჩე­ვე­ბი მუ­შა­ობს: მათ, ვინც მო­წე­ვას თავი და­ა­ნე­ბეს, უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან, რომ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, არც კი იფიქ­რონ სი­გა­რეტ­ზე. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კარ­მა 23 წელი გა­ა­ტა­რა მო­წე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, თა­ვად ფილ­ტვის კი­ბომ მო­უ­ღო ბოლო. თუმ­ცა, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, გა­ნა­ცხა­და, რომ უფრო ადრე მოკ­ვდე­ბო­და, მო­წე­ვის­თვის თავი რომ არ და­ე­ნე­ბე­ბი­ნა.

რო­ბერტ ატ­კინ­სი

ამე­რი­კე­ლი ექი­მი დი­ე­ტო­ლო­გი, რო­ბერტ ატ­კინ­სი, მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი კვე­ბის სის­ტე­მის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ნახ­შირ­ბა­დე­ბის მცი­რე დო­ზე­ბით მი­ღე­ბა­ზე, გარ­და­იც­ვა­ლა... ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის გამო. მარ­თა­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო ოფი­ცი­ა­ლურ დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის თა­ვის დარ­ტყმის გამო გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ეს წი­ნა­ღო­ბა კი არა, მი­ზე­ზი და შე­დე­გი გახ­და. ატ­კინსს, რო­მე­ლიც 116 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებ­და. ეს და­ა­ვა­დე­ბა უამ­რა­ვი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. სახ­ლი­დან გა­მო­სულ­მა, მან თავი ცუ­დად იგ­რძნო, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა, ას­ფალტზე თავი და­არ­ტყა, კო­მა­ში ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

სიკ­ვდი­ლის მი­ზეზს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­დნენ: ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, დი­ე­ტამ მსოფ­ლიო და­ი­პყრო, მარ­კე­ტო­ლო­გებ­მა მას­ზე დი­დძა­ლი ფული იშო­ვეს, ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი შე­ეძ­ლო მისი უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი და­ე­კარ­გა. რო­დე­საც სა­ი­დუმ­ლო გა­იხ­სნა, ატ­კინ­სის ნა­თე­სა­ვებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რამ­დე ის ბევ­რად ნაკ­ლებს - 90 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და, კლი­ნი­კა­ში კი ექი­მებ­მა უამ­რა­ვი წამ­ლით გა­ჭყი­პეს. მაგ­რამ ამ ვერ­სი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა არ მო­ი­ძებ­ნა.

ჩჰვე იუნ ჰი

სამ­ხრეთ კო­რე­ელ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა ჩჰვე იუნ ჰიმ, წიგ­ნის ავ­ტორ­მა ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და იმედ­ზე, 63 წლის ასაკ­ში სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მან ია­ფ­ფა­სი­ან მო­ტელ­ში თავი ჩა­მო­იხ­რჩო. ქალ­მა 20 წიგნ­ზე მეტი გა­მოს­ცა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი კი სი­ცო­ცხლით ტკბო­ბას ღა­ღა­დებ­და.

ჩჰვე იუნ ჰი სა­ყო­ველ­თაო ჰარ­მო­ნი­ის, სიმ­შვი­დის და სამ­ყა­როს ისე­თი სა­ხით მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და, რო­გო­რიც არის. და უცებ, ასე­თი ოპ­ტი­მიზ­მის ფონ­ზე, სუ­ი­ცი­დი! მწე­რალ­მა სიკ­ვდი­ლის წინ ბა­რა­თი და­ტო­ვა, სა­დაც წერ­და, რომ ავად არის და მისი საქ­მე ცუ­და­დაა. ქალ­მა, რო­მე­ლიც სხვებს ურ­ჩევ­და, ყვა­რე­ბო­დათ სი­ცო­ცხლე, თა­ვად სიკ­ვდი­ლი აირ­ჩია.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!" - ცნობილი ექიმების, პედაგოგებისა და ავტორების "სიცრუის ილუზია"

"დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!" - ცნობილი ექიმების, პედაგოგებისა და ავტორების "სიცრუის ილუზია"

ცოტა ხნის წინ ფლორიდელ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ცოლის მკვლელობისთვის. ამ კრიმინალურ შემთხვევას მსოფლიო ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა ერთი პიკანტური დეტალი: მკვლელი დერეკ მედინა ცნობილი ექსპერტია ოჯახური ურთიერთობების საკითხში. მას ეკუთვნის წიგნი - "როგორ შევინარჩუნე სიცოცხლე, ქორწინება და ოჯახი ურთიერთობის წყალობით"...

ამ სტატიაში მოყვანილია მაგალითები, სადაც ცხოვრების ჯანსაღი წესის, ოჯახური ბედნიერების, შვილების სწორად აღზრდის მქადაგებლებმა საკუთარი მაგალითით ხაზი გადაუსვეს თავიანთ თეორიებს.

ბენჯამინ სპოკი

ამერიკელი პედიატრის, ბენჯამინ სპოკის წიგნზე, რომელიც 1946 წელს გამოიცა, არაერთი თაობა აღიზარდა. ბავშვთა ექიმმა მშობლების ცნობიერება თავდაყირა დააყენა. სპოკი ასწავლიდა ბავშვის მოსმენას, მის ემოციებზე ყურადღების გამახვილებას, მოთმენას სხვადასხვა ასაკობრივი კრიზისის დროს.

სპოკმა დასჯის, შეზღუდვისა და შეშინების ნაცვლად ბავშვისადმი სიყვარული წამოწია წინ, თუმცა, თავის ოჯახში საკუთარი წესების მიხედვით ვერ იმოქმედა. მას ორი ვაჟი ჰყავდა: მაიკლი და ჯონი, ვერცერთთან ვერ მოახერხა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აეწყო. მეტიც, მაიკლს სცემდა კიდეც, რადგან ბიჭი სასკოლო პროგრამას ვერ ითვისებდა. მაიკლს დისლექსია ჰქონდა, ამიტომ, დროთა განმავლობაში, სპოკი მიხვდა, რომ მისი მეთოდები არ მუშაობს და თავი დაანება ბავშვის აღზრდას. მოგვიანებით, მშობლებმა მაიკლი სპეციალურ ინტერნატში გაამწესეს. ჯონთანაც ვერ იპოვა მამამ საერთო ენა. გაუთავებელი კონფლიქტების შემხედვარე ცოლმა ერთხელ მიაძახა სპოკს: "დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!".

მარია მონტესორი

იტალიელი პედაგოგისა და ფილოსოფოსის, მარია მონტესორის მიერ შექმნილი ადრეული განვითარების მეთოდიკა ძალზედ მოთხოვნადია მსოფლიოში. მონტესორიმ უნიკალური სისტემა გამოიგონა, რომელიც ფსიქიკაზე ზეწოლის გარეშე ავლენს ბავშვის ნიჭსა და სხვადასხვა უნარს. მთავარია, შექმნა ისეთი თავისუფალი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის შესაძლებლობების გახსნას.

მარიას პირადი ცხოვრება კი მის მიერ დადგენილი მეთოდიკის საწინააღმდეგოდ წარიმართა. მონტესორიმ ვაჟი რომში 1898 წელს გააჩინა, ის 28 წლის იყო და თავის მეთოდიკას უკვე უწევდა პროპაგანდას. ბავშვის მამამ შვილზე უარი განაცხადა. უკანონო შვილი წერტილს უსვამდა ქალის კარიერას, რომელმაც ექიმად მუშაობის უფლება მოიპოვა. მონტესორიმ აწონ-დაწონა პირადი ბედნიერება და პროფესიონალური მხარე და გადაწყვიტა, შვილი ძიძის ოჯახისთვის გადაეცა, შემდეგ კი სკოლა-ინტერნატში ჩააბარა. მარია შვილის განათლებისთვის ფულს იხდიდა, მაგრამ არ აკითხავდა მას. მარიო დედას 17 წლის ასაკში გამოეცხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ პედაგოგმა შვილი საქმეში ჩართო, ისინი ერთად კითხულობდნენ ლექციებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედამ შვილი ოფიციალურად არ აღიარა.

ალენ კარი

მოწევის ყველაზე ცნობილი მოწინააღმდეგე მსოფლიოში, ავტორი ბესტსელერისა, რომელიც მოგვითხრობს, როგორ დავამარცხოთ მავნე ჩვევა, 2006 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მილიონიანი ტირაჟით გამოცემულ წიგნში ალენ კარმა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა, როგორ მოვიშოროთ ნიკოტინური დამოკიდებულება. კარის რჩევები მუშაობს: მათ, ვინც მოწევას თავი დაანებეს, უსაზღვროდ მადლიერები არიან, რომ მიეცათ საშუალება, არც კი იფიქრონ სიგარეტზე. იმის მიუხედავად, რომ კარმა 23 წელი გაატარა მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავად ფილტვის კიბომ მოუღო ბოლო. თუმცა, როდესაც დაავადების შესახებ შეიტყო, განაცხადა, რომ უფრო ადრე მოკვდებოდა, მოწევისთვის თავი რომ არ დაენებებინა.

რობერტ ატკინსი

ამერიკელი ექიმი დიეტოლოგი, რობერტ ატკინსი, მსოფლიოში პოპულარული კვების სისტემის ავტორი, რომელიც დაფუძნებულია ნახშირბადების მცირე დოზებით მიღებაზე, გარდაიცვალა... ჭარბწონიანობის გამო. მართალია, სამედიცინო ოფიციალურ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის თავის დარტყმის გამო გარდაიცვალა, მაგრამ ეს წინაღობა კი არა, მიზეზი და შედეგი გახდა. ატკინსს, რომელიც 116 კილოგრამს იწონიდა, გულის დაავადება აწუხებდა. ეს დაავადება უამრავი ჭარბწონიანისთვის არის დამახასიათებელი. სახლიდან გამოსულმა, მან თავი ცუდად იგრძნო, წონასწორობა დაკარგა, ასფალტზე თავი დაარტყა, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

სიკვდილის მიზეზს დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ: ეს გასაგებიცაა, დიეტამ მსოფლიო დაიპყრო, მარკეტოლოგებმა მასზე დიდძალი ფული იშოვეს, ახალ ინფორმაციას კი შეეძლო მისი უამრავი მიმდევარი დაეკარგა. როდესაც საიდუმლო გაიხსნა, ატკინსის ნათესავებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოში მოხვედრამდე ის ბევრად ნაკლებს - 90 კილოგრამს იწონიდა, კლინიკაში კი ექიმებმა უამრავი წამლით გაჭყიპეს. მაგრამ ამ ვერსიის დოკუმენტური დასაბუთება არ მოიძებნა.

ჩჰვე იუნ ჰი

სამხრეთ კორეელმა ტელეწამყვანმა ჩჰვე იუნ ჰიმ, წიგნის ავტორმა ბედნიერებასა და იმედზე, 63 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეუღლესთან ერთად მან იაფფასიან მოტელში თავი ჩამოიხრჩო. ქალმა 20 წიგნზე მეტი გამოსცა, თითოეული მათგანი კი სიცოცხლით ტკბობას ღაღადებდა.

ჩჰვე იუნ ჰი საყოველთაო ჰარმონიის, სიმშვიდის და სამყაროს ისეთი სახით მიღებისკენ მოუწოდებდა, როგორიც არის. და უცებ, ასეთი ოპტიმიზმის ფონზე, სუიციდი! მწერალმა სიკვდილის წინ ბარათი დატოვა, სადაც წერდა, რომ ავად არის და მისი საქმე ცუდადაა. ქალმა, რომელიც სხვებს ურჩევდა, ყვარებოდათ სიცოცხლე, თავად სიკვდილი აირჩია.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ