ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ზოგი მათგანი კი სანანებელი გვიხდება. თუმცა, რაც უფრო გადის დრო, ბევრ რამეს ვნანობთ, რომ არ გავაკეთეთ. ამიტომ, სანამ ასეთი პერიოდი დადგება, დაფიქრდი, რისი გაკეთება გინდა სხვანაირად. მოტივაციისთვის იხილეთ 10 რამ, რაც აუცილებლად უნდა განახორციელოთ, რომ ცარიელი ცხოვრებით არ იცხოვროთ.
1. თუ მოგზაურობის საშუალება გაქვს, აუცილებლად იმოგზაურე! ასაკის მატებასთან გარემო ფაქტორებზე უფრო მეტად გახდები დამოკიდებული და მოგზაურობაც უფრო გაგირთულდება, ამიტომ, იმოქმედე სანამ დროა.
2. ისწავლე უცხო ენები. დაუთმე თავისუფალი დრო ახალი ენის შესწავლას. თუ მარტივად შეგიძლია უცხო ენების ათვისება, მით უმეტეს, არ დაიხიო უკან.
3. დაესწარი საყვარელი შემსრულებლის კონცერტებს. არასოდეს იცი, როდის დაიშლება შენი საყვარელი ბენდი, ამიტომ ჯობს მანამ ნახო, სანამ ამის შანსი გაქვს.
4. მიატოვე სამსახური, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს. შესაძლოა, შემდეგ გაგიჭირდეს ახალი სამუშაოს პოვნა, მაგრამ ჯობს არ დაკარგო დრო ისეთ სამსახურზე, რომელიც ბედნიერს არ გხდის.
5. ყური უგდე მშობლების რჩევებს, მათ გაცილებით მეტი გამოცდილება გააჩნიათ, ვიდრე შენ.
6. უერთგულე შენს ოცნებებს. შენი ოცნებები ძალიან მნიშვნელოვანია, არასოდეს არ იფიქრო იმაზე, თუ რას ოცნებობენ სხვები, იცხოვრე საკუთარი ოცნებებით.
7. ისწავლე პატიება. არასოდეს ჩაიდო გულში წყენა, იყავი მიმტევებელი.
8. მონაწილეობა მიიღე საქველმოქმედო საქმეებში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც.
9. არ იმუშაო თავისუფალ დროს. თუ გამუდმებით საქმეზე იქნები გადართული, ბევრ მშვენიერ წუთს დაკარგავ ცხოვრებაში.
10. დატკბი აწმყოთი. ყურადღება გადაიტანე იმაზე, რაც ირგვლივ ხდება და არ იცხოვრო კომპიუტერში.
მომზადებულია ofigenno.cc-ს მიხედვით.