პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში" - ეკონომიკის მინისტრი ქუთაისის აეროპორტიდან იაფ ფრენებზე
"აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში" - ეკონომიკის მინისტრი ქუთაისის აეროპორტიდან იაფ ფრენებზე

"აი, ბა­ტო­ნო, 37 ევ­როდ, ოღონდ ევ­რო­პა­ში, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ვიცე-პრე­მი­ე­რი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი კომ­პა­ნია "ვი­ზე­ა­რის" მიერ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ევ­რო­პის შვიდ ქა­ლაქ­ში ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

რო­გორც დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ ორი კვი­რის წინ იყო მი­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც კომ­პა­ნია "ვი­ზე­არ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რა ხელი. მი­სი­ვე თქმით, ქუ­თა­ის­ში ორი თვითმფრი­ნა­ვის ბა­ზი­რე­ბა მოხ­დე­ბა, რაც არის ძა­ლი­ან კარ­გი და ნიშ­ნავს ქვე­ყა­ნა­ში და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს.

"ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ შევ­ძლებთ გავ­ზარ­დოთ მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ფრე­ნე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­პის შვიდ ქა­ლაქ­ში და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი, ვი­ნა­ი­დან "ვი­ზე­ი­ა­რი" არის და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი.

"ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს რო­გორც მო­ვი­ზი­დოთ ტუ­რის­ტე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ საკ­მა­ოდ ია­ფად იმოგ­ზა­უ­რონ ევ­რო­პა­ში. მი­თუ­მე­ტეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამ წლის შუ­ა­ში ვე­ლო­დე­ბით უვი­ზო რე­ჟიმს ევ­რო­პას­თან და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვფიქ­რობ, რომ ეს არის ძა­ლი­ან დრო­უ­ლი და კარ­გი შე­თან­ხმე­ბა. ხუმ­რო­ბაც კი გაჩ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში - აი, ბა­ტო­ნო, 37 ევ­როდ, ოღონდ ევ­რო­პა­ში", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

ავი­ა­კომ­პა­ნია "ვი­ზე­ა­რი" ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ევ­რო­პის­კენ შვიდ ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას ამა­ტებს. ესე­ნია: ქუ­თა­ი­სი-ბერ­ლი­ნი, ქუ­თა­ი­სი-მი­უნ­ხე­ნი, ქუ­თა­ი­სი-მი­ლა­ნი, ქუ­თა­ი­სი-დორ­ტმუნ­დი, ქუ­თა­ი­სი-სა­ლო­ნი­კი, ქუ­თა­ი­სი-ლარ­ნა­კა, ქუ­თა­ი­სი-სო­ფია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში" - ეკონომიკის მინისტრი ქუთაისის აეროპორტიდან იაფ ფრენებზე

"აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში" - ეკონომიკის მინისტრი ქუთაისის აეროპორტიდან იაფ ფრენებზე

"აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია "ვიზეარის" მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელებას.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო მიღებული, როდესაც კომპანია "ვიზეართან" ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მისივე თქმით, ქუთაისში ორი თვითმფრინავის ბაზირება მოხდება, რაც არის ძალიან კარგი და ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ მაღალი პროფესიონალები ამ მიმართულებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება ევროპის შვიდ ქალაქში და რაც მთავარია, ყველა ეს მიმართულება იქნება დაბალბიუჯეტიანი, ვინაიდან "ვიზეიარი" არის დაბალბიუჯეტიანი.

"ეს შესაძლებლობას მოგვცემს როგორც მოვიზიდოთ ტურისტები, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკმაოდ იაფად იმოგზაურონ ევროპაში. მითუმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ამ წლის შუაში ველოდებით უვიზო რეჟიმს ევროპასთან და ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დროული და კარგი შეთანხმება. ხუმრობაც კი გაჩნდა სოციალურ ქსელში - აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."