საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვანეთში "ლამპრობას" აღნიშნავენ - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
სვანეთში "ლამპრობას" აღნიშნავენ - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

ლამპრო­ბის დღე­სას­წა­ულს სვა­ნეთ­ში ადრე გა­ზა­ფხულ­ზე აღ­ნიშ­ნა­ვენ. წელს კი, ის 14 თე­ბერ­ვალს აღ­ნიშ­ნეს.

"ლამპრო­ბის" ტრა­დი­ცი­ას სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლოს უკავ­ში­რე­ბენ. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თქმუ­ლე­ბით, ის სვა­ნეთ­ში მე­ომ­რე­ბის რი­ცხვის და­სად­გე­ნად ტარ­დე­ბო­და. ან­თე­ბუ­ლი ლამპრე­ბის მი­ხედ­ვით ად­გენ­დნენ, რამ­დე­ნი მე­ომ­რის გა­მოყ­ვა­ნა შე­ეძ­ლოთ სვა­ნებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სხვა ვერ­სი­ით, "ლამპრო­ბის" მი­ზა­ნი მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის, სა­ქონ­ლის, ადა­მი­ა­ნის გამ­რავ­ლე­ბა და კარ­გი ამინ­დის გა­მო­თხო­ვა იყო.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ წინა წლე­ბის ფო­ტო­გა­ლე­რეა

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ლამპრებს სვა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ან­თებ­დნენ და სჯე­რო­დათ, რომ ამით გარ­დაც­ვლილ წი­ნაპ­რებს სუ­ლებს უთ­ბობ­დნენ.

"ლამპრო­ბა" ძველ მი­წათ­მოქ­მედ ხალ­ხთა დღე­სას­წა­უ­ლიც გახ­ლავთ. მისი ჩა­ტა­რე­ბის დრო ახალ მთვა­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და უმე­ტე­სად თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებს, ხში­რად კი მირ­ქმის დღე­სას­წა­ულს ემ­თხვე­ვა. ტრა­დი­ცი­ის მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტი ლამ­პა­რია, რო­მელ­საც სვა­ნე­ბი არ­ყის ან მუ­ხის და­ჩეჩ­ქვი­ლი ტო­ტე­ბი­სა­გან აკე­თებ­დნენ.

ზემო სვა­ნეთ­ში ლამპრო­ბას "სვი­მო­ნო­ბა­საც" უწო­დე­ბენ. აქ დღე­სას­წა­უ­ლი ბე­რი­კა­ო­ბა-ზე­ენ­ბის მსგავ­სად იმარ­თე­ბო­და და "კე­ი­სარს", მის "ცო­ლებს" და "ვე­ზი­რებს" ირ­ჩევ­დნენ.

"ლამპრო­ბას" დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სვა­ნე­ბიც ყო­ველ წელს აღ­ნიშ­ნა­ვენ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სვანეთში "ლამპრობას" აღნიშნავენ - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

სვანეთში "ლამპრობას" აღნიშნავენ - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. წელს კი, ის 14 თებერვალს აღნიშნეს.

"ლამპრობის" ტრადიციას სხვადასხვა სიმბოლოს უკავშირებენ. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ის სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, "ლამპრობის" მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა იყო.

დაათვალიერეთ წინა წლების ფოტოგალერეა

არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობდნენ.

"ლამპრობა" ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულიც გახლავთ. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს, ხშირად კი მირქმის დღესასწაულს ემთხვევა. ტრადიციის მთავარი ატრიბუტი ლამპარია, რომელსაც სვანები არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ.

ზემო სვანეთში ლამპრობას "სვიმონობასაც" უწოდებენ. აქ დღესასწაული ბერიკაობა-ზეენბის მსგავსად იმართებოდა და "კეისარს", მის "ცოლებს" და "ვეზირებს" ირჩევდნენ.

"ლამპრობას" დმანისის რაიონში მცხოვრები სვანებიც ყოველ წელს აღნიშნავენ განაგრძეთ კითხვა

"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

"მოწესრიგებულია ტუალეტები, დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები..." - სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით