Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა" - ადვოკატი კუჭავას ფარეხში აღმოჩენილ მტკიცებულებაზე
"დარწმუნებული ვარ, ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა" - ადვოკატი კუჭავას ფარეხში აღმოჩენილ მტკიცებულებაზე

ად­ვო­კა­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ფა­რე­ხის ქვეშ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვა­ლი ცხო­ვე­ლი­საა და არა ადა­მი­ა­ნის. ოჯა­ხის ად­ვო­კატ ნა­თია კორ­კო­ტა­ძის თქმით, რო­დე­საც გე­ო­რა­და­რით, ფა­რე­ხის ქვეშ მი­წა­ში ძვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მა­შინ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ამო­ი­ღეს, თუმ­ცა მას შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია კუ­ჭა­ვას ად­ვო­კა­ტის­თვის არ მი­უ­წო­დე­ბია.

"მე და­ვუ­კავ­შირ­დი გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­საც ვკი­თხე, რი­სია ეს ძვა­ლი, რო­მელ­ზეც თქვა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. მან მი­თხრა, რომ დნმ-ს პა­სუ­ხი ჯერ მზად არ არის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პა­სუ­ხი არ­სე­ბობს და ძვა­ლი არა ადა­მი­ა­ნის, არა­მედ სა­ქონ­ლი­საა", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ.

მისი თქმით, კუ­ჭა­ვას ოჯახს, საქ­მის მა­სა­ლე­ბი ამ დრომ­დე სრუ­ლად არ გა­დას­ცე­მია, რის გა­მოც ხვალ, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს. "ოჯახს სურს ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას სა­ხე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მო­ვი­თხოვთ, თუ არ გად­მოგ­ვცე­მენ, გვაჩ­ვე­ნონ მა­სა­ლე­ბი და დაგ­ვარ­წმუ­ნონ გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ა­ში, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ ჯერ მისი მე­გო­ბა­რი პა­ა­ტა ქი­რია მოკ­ლა და შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა. ძა­ლი­ან ბევ­რი შე­კი­თხვა დაგ­ვიგ­როვ­და. 25 იან­ვარს, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლა­ში, თქვა, რომ ქი­რი­ას და კუ­ჭა­ვას ოჯა­ხებს საქ­მის მა­სა­ლე­ბი მი­ე­წო­დე­ბათ. ასე არ არის და მო­ვი­თხოვთ მა­სა­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ (პა­ა­ტა) ქი­რი­ას ცხე­და­რი ქავ­თა­რა­ძე­ზე, ერთ-ერთ ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. შსს-ს ცნო­ბით, ქი­რია კუ­ჭა­ვამ მოკ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ, თბი­ლის­ში იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­ვით პო­პო­ვის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც პო­ლი­ცია კვალ­ზე იყო გა­სუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მის­ვლამ­დე კი, მან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თავი მო­იკ­ლა.

"დარწმუნებული ვარ, ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა" - ადვოკატი კუჭავას ფარეხში აღმოჩენილ მტკიცებულებაზე

"დარწმუნებული ვარ, ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა" - ადვოკატი კუჭავას ფარეხში აღმოჩენილ მტკიცებულებაზე

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძვალი ცხოველისაა და არა ადამიანის. ოჯახის ადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, როდესაც გეორადარით, ფარეხის ქვეშ მიწაში ძვალი აღმოაჩინეს, მაშინ გამომძიებელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამოიღეს, თუმცა მას შემდეგ დამატებითი ინფორმაცია კუჭავას ადვოკატისთვის არ მიუწოდებია.

"მე დავუკავშირდი გამომძიებელს, რომელსაც ვკითხე, რისია ეს ძვალი, რომელზეც თქვა, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. მან მითხრა, რომ დნმ-ს პასუხი ჯერ მზად არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხი არსებობს და ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

მისი თქმით, კუჭავას ოჯახს, საქმის მასალები ამ დრომდე სრულად არ გადასცემია, რის გამოც ხვალ, თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართავს. "ოჯახს სურს ბიძინა კუჭავას სახელის რეაბილიტაცია. მოვითხოვთ, თუ არ გადმოგვცემენ, გვაჩვენონ მასალები და დაგვარწმუნონ გამოძიების ვერსიაში, რომ ბიძინა კუჭავამ ჯერ მისი მეგობარი პაატა ქირია მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ძალიან ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა. 25 იანვარს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სატელევიზიო გამოსვლაში, თქვა, რომ ქირიას და კუჭავას ოჯახებს საქმის მასალები მიეწოდებათ. ასე არ არის და მოვითხოვთ მასალებს", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიებისვე ინფორმაციით, ბიძინა კუჭავამ, თბილისში იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"