მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია ძლიერი ნისლი თბილისში - სინოპტიკოსების კომენტარი
რამ გამოიწვია ძლიერი ნისლი თბილისში - სინოპტიკოსების კომენტარი

თბი­ლის­ში ძლი­ე­რი ნის­ლი კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, შემ­დეგ კი ხილ­ვა­დო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის ჰიდ­რო­მე­ტე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­და­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ა­თის შემ­დეგ არის ნა­ვა­რა­უ­დე­ვი.

ვი­დეო| რა ხდე­ბო­და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ძლი­ე­რი ნის­ლის გამო

"ამ პე­რი­ოდს - როცა კას­პი­ის ზღვი­დან ვრცელ­დე­ბა ცივი ჰა­ე­რის მასა, ნის­ლი ყო­ველ­თვის ახა­სი­ა­თებს. თბი­ლის­ში 100 %-იანი სი­ნო­ტი­ვეა, თბილ ჰა­ერ­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბა კი ქმნის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს იმის­თვის, რომ ნის­ლი წარ­მო­იქ­მნას. ეს ამ პე­რი­ოდ­ში იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა არ არის, თუმ­ცა დღეს ნის­ლი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა, დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ა­თამ­დე იქ­ნე­ბა, ამის შემ­დეგ კი თან­და­თან შე­სუს­ტდე­ბა და ხილ­ვა­დო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გა­მო­ვა ამინ­დი", - გა­ნა­ცხა­და სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ.

ძლი­ე­რი ნის­ლის გამო თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში წუ­ხელ და­გეგ­მი­ლი ათამ­დე რე­ი­სი ვერ შეს­რულ­და, მათ შო­რის, ცუდი ხილ­ვა­დო­ბის გამო აე­რო­პორ­ტმა ვერ შეძ­ლო იმ თვითმფრი­ნა­ვის მი­ღე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რამ გამოიწვია ძლიერი ნისლი თბილისში - სინოპტიკოსების კომენტარი

რამ გამოიწვია ძლიერი ნისლი თბილისში - სინოპტიკოსების კომენტარი

თბილისში ძლიერი ნისლი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნდება, შემდეგ კი ხილვადობა გაუმჯობესდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, გამოდარება დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ არის ნავარაუდევი.

ვიდეო| რა ხდებოდა თბილისის აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო

"ამ პერიოდს - როცა კასპიის ზღვიდან ვრცელდება ცივი ჰაერის მასა, ნისლი ყოველთვის ახასიათებს. თბილისში 100 %-იანი სინოტივეა, თბილ ჰაერთან ურთიერთქმედება კი ქმნის ხელსაყრელ პირობებს იმისთვის, რომ ნისლი წარმოიქმნას. ეს ამ პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის, თუმცა დღეს ნისლი დიდხანს არ გაგრძელდება, დღის პირველ ნახევრამდე, დაახლოებით 12:00 საათამდე იქნება, ამის შემდეგ კი თანდათან შესუსტდება და ხილვადობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევრიდან გამოვა ამინდი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ დაგეგმილი ათამდე რეისი ვერ შესრულდა, მათ შორის, ცუდი ხილვადობის გამო აეროპორტმა ვერ შეძლო იმ თვითმფრინავის მიღება, რომლითაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩამოფრენილიყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია