პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა
ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა

ჩვენს რეს­პონ­დენტს 31 წლის ასაკ­ში, ყო­ფი­ლი ქმრე­ბის ნა­ჩუ­ქა­რი, ხუთი ოქ­როს ბე­ჭე­დი აქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი. თუმ­ცა ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ, სა­პა­ტარ­ძლო კა­ბით ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი, მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი არ არის. მკი­თხვე­ლი ნა­ნუ­კას თავ­გა­და­სა­ვალ­ში სხვა სა­ხა­ლი­სო ნი­უ­ან­სებ­საც ამო­ი­კი­თხავს.

- რო­დე­საც პირ­ვე­ლად გავ­თხოვ­დი 19 წლის ვი­ყა­ვი. მა­მა­ჩე­მი უკვე ფიქ­რობ­და, რომ მთხოვ­ნე­ლი აღა­რა­სო­დეს გა­მო­მიჩ­ნდე­ბო­და, რად­გან მთე­ლი ჩემი სა­ნა­თე­საო, სკო­ლის მერ­ხი­დან გა­ი­პა­რა. ოჯა­ხი ისე­თი შემ­ხვდა "უკე­თესს" ვერც კი წარ­მო­იდ­გენს ადა­მი­ა­ნი. მა­მამ­თი­ლი ლოთი იყო, დე­და­მით­ლი მთე­ლი დღე ავი ძაღ­ლი­ვით იყე­ფე­ბო­და და თუ ძა­ლი­ან უხა­სი­ა­თოდ იყო, ქმარ-შვილს ერთი-ორ მუჯ­ლუ­გუნ­საც არ და­აყ­ვედ­რი­და. ერთხელ როცა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მეც მწვდა თმა­ში, მი­ვუბ­რუნ­დი და ისე­თი და­ვარ­ტყი, ია­ტაკ­ზე და­ე­ცა. თან ჩემს ქმარს ვუყ­ვი­რო­დი, გია მიშ­ვე­ლე, დე­და­შე­ნი მკლავს-თქო. გია რომ შე­მო­ვი­და და მე ფეხ­ზე მდგო­მი და­მი­ნა­ხა, დედა კი პირ­ქვე დამ­ხო­ბი­ლი, და­მი­ჯე­რებ­და, რომ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი? ასე­თი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, ქმარ­თან ცხოვ­რე­ბა უკვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, არც მე­უღ­ლეს მო­უკ­ლავს თავი - დარ­ჩიო. პი­რი­ქით, იმას ჩი­ო­და, რა მინ­დო­და, მშვი­დი ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ზე რო­გორ გავცვა­ლეო. როცა წა­მო­ვე­დი, ერთხელ­ღა მო­მა­კი­თხა, მე­გო­ნა შე­რი­გე­ბას მთხოვ­და, მაგ­რამ შევ­ცდი, იმ ოქ­რო­უ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დო­და, ქორ­წი­ნე­ბის დღეს, რომ მა­ჩუ­ქა. ყვე­ლა­ფე­რი უკან მი­ვა­ყა­რე, მხო­ლოდ "რგო­ლი" და­ვი­ტო­ვე, ის ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და და უკან და­საბ­რუ­ნებ­ლად ვერ გა­ვი­მე­ტე.

- მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა რო­დის შედ­გა?

- ორი წლის შემ­დეგ. ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ლო­დი­ნი არც ამ­ჯე­რად მქო­ნია, უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მა­მა­კა­ცი რო­მე­ლიც ხე­ლის გულ­ზე ტა­რე­ბას მპირ­დე­ბო­და, ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ რო­გორ შე­იც­ვლი­და სა­ხეს. ჩემი მხრივ, მცდე­ლო­ბა არ და­მიკ­ლია, რომ წე­სი­ე­რად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რად­გან პირ­ვე­ლი ოჯა­ხი, დე­დამ­თილ­თან კონ­ფლიქ­ტის გამო და­მენგრა, მე­ო­რე "დე­დას" სულ თვა­ლებ­ში შევ­ყუ­რებ­დი. ეს ის დრო იყო, როცა გა­ზი­სა და დე­ნის სა­ში­ნე­ლი დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა. დე­დამ­თი­ლი გა­ცივ­და და ისე­დაც ავად­მყო­ფი ქალი, ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა, შე­შის ღუ­მე­ლი გვაქვს, დრო­ე­ბით ჩვენ­თან გად­მო­დით და მოგ­ხე­დავ­თო. იმ დღეს, როცა დე­დამ­თი­ლი მი­ვიყ­ვა­ნე, მშობ­ლებ­მა ბრწყინ­ვა­ლე სუფ­რა გაგ­ვი­შა­ლეს. კარ­გად ვი­ქე­ი­ფეთ, მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ქალი ისე გამ­ხი­ა­რულ­და, ორი ჭიქა ღვი­ნოც და­ლია და სა­ცეკ­ვა­ოდ ხე­ლის გაშ­ლაც კი სცა­და. ჩემი დე­დამ­თი­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო, მეც მი­ხა­რო­და. ღა­მის თორ­მე­ტი სა­ა­თის­თვის, სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­ვიყ­ვა­ნე და თბილ ოთახ­ში და­ვა­ძი­ნე მე­ო­რე დი­ლით ქალი ყი­ნუ­ლი­ვით გა­ცი­ე­ბუ­ლი დამ­ხვდა, მან ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლში სული და­ლია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა

ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა

ჩვენს რესპონდენტს 31 წლის ასაკში, ყოფილი ქმრების ნაჩუქარი, ხუთი ოქროს ბეჭედი აქვს შემონახული. თუმცა ორ წელიწადში ერთხელ, საპატარძლო კაბით ეკლესიაში სიარული, მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტალი არ არის. მკითხველი ნანუკას თავგადასავალში სხვა სახალისო ნიუანსებსაც ამოიკითხავს.

- როდესაც პირველად გავთხოვდი 19 წლის ვიყავი. მამაჩემი უკვე ფიქრობდა, რომ მთხოვნელი აღარასოდეს გამომიჩნდებოდა, რადგან მთელი ჩემი სანათესაო, სკოლის მერხიდან გაიპარა. ოჯახი ისეთი შემხვდა "უკეთესს" ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი. მამამთილი ლოთი იყო, დედამითლი მთელი დღე ავი ძაღლივით იყეფებოდა და თუ ძალიან უხასიათოდ იყო, ქმარ-შვილს ერთი-ორ მუჯლუგუნსაც არ დააყვედრიდა. ერთხელ როცა გაბრაზებული მეც მწვდა თმაში, მივუბრუნდი და ისეთი დავარტყი, იატაკზე დაეცა. თან ჩემს ქმარს ვუყვიროდი, გია მიშველე, დედაშენი მკლავს-თქო. გია რომ შემოვიდა და მე ფეხზე მდგომი დამინახა, დედა კი პირქვე დამხობილი, დამიჯერებდა, რომ მართალი ვიყავი? ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ქმართან ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო, არც მეუღლეს მოუკლავს თავი - დარჩიო. პირიქით, იმას ჩიოდა, რა მინდოდა, მშვიდი ცხოვრება ქორწინებაზე როგორ გავცვალეო. როცა წამოვედი, ერთხელღა მომაკითხა, მეგონა შერიგებას მთხოვდა, მაგრამ შევცდი, იმ ოქროულის დაბრუნება უნდოდა, ქორწინების დღეს, რომ მაჩუქა. ყველაფერი უკან მივაყარე, მხოლოდ "რგოლი" დავიტოვე, ის ყველაზე მეტად მიყვარდა და უკან დასაბრუნებლად ვერ გავიმეტე.

- მეორე ქორწინება როდის შედგა?

- ორი წლის შემდეგ. ბედნიერების მოლოდინი არც ამჯერად მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა, მამაკაცი რომელიც ხელის გულზე ტარებას მპირდებოდა, ქორწინების შემდეგ როგორ შეიცვლიდა სახეს. ჩემი მხრივ, მცდელობა არ დამიკლია, რომ წესიერად მოვქცეულიყავი, რადგან პირველი ოჯახი, დედამთილთან კონფლიქტის გამო დამენგრა, მეორე "დედას" სულ თვალებში შევყურებდი. ეს ის დრო იყო, როცა გაზისა და დენის საშინელი დეფიციტი შეიქმნა. დედამთილი გაცივდა და ისედაც ავადმყოფი ქალი, ძალიან დამძიმდა. მამაჩემმა მითხრა, შეშის ღუმელი გვაქვს, დროებით ჩვენთან გადმოდით და მოგხედავთო. იმ დღეს, როცა დედამთილი მივიყვანე, მშობლებმა ბრწყინვალე სუფრა გაგვიშალეს. კარგად ვიქეიფეთ, მოხუცებული ქალი ისე გამხიარულდა, ორი ჭიქა ღვინოც დალია და საცეკვაოდ ხელის გაშლაც კი სცადა. ჩემი დედამთილი აღფრთოვანებული იყო, მეც მიხაროდა. ღამის თორმეტი საათისთვის, საძინებელში შევიყვანე და თბილ ოთახში დავაძინე მეორე დილით ქალი ყინულივით გაციებული დამხვდა, მან ჩემი მშობლების სახლში სული დალია. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს