მსახიობი ალეკო ალავიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მას უამრავ ფილმსა თუ სპექტაკლში აქვს ნათამაშები, თუმცა საზოგადოებამ მსახიობი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. ალავიძე სერიალში ერთ-ერთი პერსონაჟის, ხურცილავას მამის როლს თამაშობდა.
იგი გადაღებულია ასევე ფილმებში "გამოცხადება", "ორომტრიალი", "ვალსი პეჩორაძე" და ასე შემდეგ... ალეკო ალავიძე თამაშობდა სპექტაკლებში "სისხლის ამბოხი", "ვერაგობა და სიყვარული" და სხვა. ალეკო ალავიძე 73 წლის იყო.