სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბინძურებული წყალი და პოლიეთილენით მოფენილი ლილო - თბილისის ნაგავსაყრელის მოუგვარებელი პრობლემა
დაბინძურებული წყალი და პოლიეთილენით მოფენილი ლილო - თბილისის ნაგავსაყრელის მოუგვარებელი პრობლემა

უკვე წლე­ბია, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი ნა­გავ­საყ­რე­ლი ლი­ლოს და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მებს უქ­მნის. აუ­ტა­ნე­ლი სუნი, მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი, წყლის არ­ხის და­ბინ­ძუ­რე­ბის საფრ­თხე - ეს იმ პრობ­ლე­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­ზეც სო­ფელ ნო­რი­ო­სა და დიდი ლი­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა სა­უბ­რობს.

პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, AMBEBI.GE-ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც გვწე­რენ: "პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი და სხვა უამ­რა­ვი ნა­გა­ვი იყ­რე­ბა ზემო სამ­გო­რის მა­გის­ტრა­ლურ არხში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ნა­გავ­საყ­რე­ლის მიმ­დე­ბა­რედ და ეს წყა­ლი თა­ვის პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ნა­გავ­თან ერ­თად ჩა­ე­დი­ნე­ბა თბი­ლი­სის ზღვა­ში. ცოტა ხან­ში თბი­ლი­სის ზღვა გა­ივ­სე­ბა ამ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ნაგ­ვით. ამ წყალს სვამს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა" - გვწე­რენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

იხი­ლეთ რე­პორ­ტა­ჟი| "აქ აღარ იცხოვ­რე­ბა!" - უბა­ნი თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გენ­ლად ყარს

სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის პო­ლი­გო­ნი დიდი ლი­ლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2010 წელს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე გა­შენ­და. პო­ლი­გო­ნი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან 3-4 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, თბი­ლი­სის აე­რო­პორტთან კი 7 კი­ლო­მეტ­რი აშო­რებს. ეს კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა, რად­გან აე­როდ­რომ­თან 13 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში ნე­ბის­მი­ე­რი ნა­გავ­საყ­რე­ლის, ან ისე­თი ობი­ექ­ტის არ­სე­ბო­ბა, რაც ფრინ­ვე­ლებს მი­ი­ზი­დავს, არ შე­იძ­ლე­ბა. თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტს ნა­გავ­საყ­რე­ლის გად­მო­ტა­ნა ლი­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 12 მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს, რო­მელ­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­უბ­რო­ბენ. მათი თქმით, აუ­ტა­ნე­ლი სუნი ცხოვ­რე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის, ბავ­შვე­ბი ეკო­ლო­გი­უ­რად და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბი­ან. დიდი ლი­ლოს მცხოვ­რებ­თა თქმით, რამ­დენ­ჯერ­მე და­ფიქ­სირ­და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ფაქ­ტიც. მათი ვა­რა­უ­დით, ცხო­ვე­ლებ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ მი­მო­ფე­ნი­ლი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი შე­ჭა­მეს, ვერ გა­და­ა­მუ­შა­ვეს და მოკ­ვდნენ.

"აქ ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ში­ნე­ლი სუ­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დი­ლით ადრე და სა­ღა­მოს, ბავ­შვე­ბი გვყავს პა­ტა­რე­ბი, ნორ­მა­ლურ ჰა­ერს ვერ სუნ­თქა­ვენ. სა­ქო­ნე­ლი გვე­ღუ­პე­ბა, პარ­კებს ჭა­მენ და იხო­ცე­ბი­ან. ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რეთ, ვის არ მივ­მარ­თეთ მაგ­რამ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მო­ყო­ლია. ჩა­მო­დი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, გვაძ­ლე­ვენ და­პი­რე­ბებს, მაგ­რამ მარ­ტო სა­არ­ჩევ­ნოდ, ხმას მივ­ცემთ და მერე აღა­რა­ფერს არ აკე­თე­ბენ", - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

"აღარ ვი­ცით უკვე ვის მივ­მარ­თოთ, რომ პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს. ერთი დღე გა­ჩერ­დით, ნა­ხეთ აქ ცხოვ­რე­ბას თუ შეძ­ლებთ, სა­ში­ნე­ლი სუ­ნია ვე­ღარ ვსუნ­თქავთ. ნა­გავ­საყ­რელს დარ­ღვე­უ­ლი აქვს ყვე­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მა, აე­როდ­რომ­თა­ნაც კი არ არის სა­თა­ნა­დოდ მო­შო­რე­ბუ­ლი", - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე ჩო­ხე­ლი.

რო­დის მოგ­ვარ­დე­ბა ნა­გავ­საყ­რე­ლის პრობ­ლე­მა? თბი­ლი­სის მე­რი­ამ მყა­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნ(ებ)ის მშე­ნებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ინ­ვეს­ტორ­თა წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე კონ­კურ­სი 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­მარ­ტეს, კონ­კურ­სი ბოლო ეტაპ­ზეა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია მალე და­სა­ხელ­დე­ბა. ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნია დე­და­ქა­ლაქ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვილ, მყა­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბას და­ი­წყებს. თუმ­ცა, რო­დის, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დაბინძურებული წყალი და პოლიეთილენით მოფენილი ლილო - თბილისის ნაგავსაყრელის მოუგვარებელი პრობლემა

დაბინძურებული წყალი და პოლიეთილენით მოფენილი ლილო - თბილისის ნაგავსაყრელის მოუგვარებელი პრობლემა

უკვე წლებია, თბილისის მთავარი ნაგავსაყრელი ლილოს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. აუტანელი სუნი, მომრავლებული ფრინველები, წყლის არხის დაბინძურების საფრთხე - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც სოფელ ნორიოსა და დიდი ლილოს მოსახლეობა საუბრობს.

პრობლემის შესახებ, AMBEBI.GE-ის "ფეისბუქის" გვერდზე მოქალაქეებიც გვწერენ: "პოლიეთილენის პარკები და სხვა უამრავი ნაგავი იყრება ზემო სამგორის მაგისტრალურ არხში, რომელიც მდებარეობს ნაგავსაყრელის მიმდებარედ და ეს წყალი თავის პოლიეთილენის ნაგავთან ერთად ჩაედინება თბილისის ზღვაში. ცოტა ხანში თბილისის ზღვა გაივსება ამ პოლიეთილენის ნაგვით. ამ წყალს სვამს თბილისის მოსახლეობა" - გვწერენ მოქალაქეები.

იხილეთ რეპორტაჟი| "აქ აღარ იცხოვრება!" - უბანი თბილისში, რომელიც წარმოუდგენლად ყარს

საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2010 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაშენდა. პოლიგონი დასახლებული პუნქტიდან 3-4 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, თბილისის აეროპორტთან კი 7 კილომეტრი აშორებს. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რადგან აეროდრომთან 13 კილომეტრის რადიუსში ნებისმიერი ნაგავსაყრელის, ან ისეთი ობიექტის არსებობა, რაც ფრინველებს მიიზიდავს, არ შეიძლება. თბილისის ბიუჯეტს ნაგავსაყრელის გადმოტანა ლილოს ტერიტორიაზე 12 მილიონი ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ. მათი თქმით, აუტანელი სუნი ცხოვრებას შეუძლებელს ხდის, ბავშვები ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში იზრდებიან. დიდი ლილოს მცხოვრებთა თქმით, რამდენჯერმე დაფიქსირდა მსხვილფეხა პირუტყვის სიკვდილიანობის ფაქტიც. მათი ვარაუდით, ცხოველებმა სავარაუდოდ მიმოფენილი პოლიეთილენის პარკები შეჭამეს, ვერ გადაამუშავეს და მოკვდნენ.

"აქ ცხოვრება შეუძლებელია. საშინელი სუნია, განსაკუთრებით კი დილით ადრე და საღამოს, ბავშვები გვყავს პატარები, ნორმალურ ჰაერს ვერ სუნთქავენ. საქონელი გვეღუპება, პარკებს ჭამენ და იხოცებიან. ბევრი განცხადება დავწერეთ, ვის არ მივმართეთ მაგრამ არანაირი შედეგი არ მოყოლია. ჩამოდიან ხელისუფლებიდან, გვაძლევენ დაპირებებს, მაგრამ მარტო საარჩევნოდ, ხმას მივცემთ და მერე აღარაფერს არ აკეთებენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.

"აღარ ვიცით უკვე ვის მივმართოთ, რომ პრობლემა მოგვარდეს. ერთი დღე გაჩერდით, ნახეთ აქ ცხოვრებას თუ შეძლებთ, საშინელი სუნია ვეღარ ვსუნთქავთ. ნაგავსაყრელს დარღვეული აქვს ყველა უსაფრთხოების ნორმა, აეროდრომთანაც კი არ არის სათანადოდ მოშორებული", - გვეუბნება ალექსანდრე ჩოხელი.

როდის მოგვარდება ნაგავსაყრელის პრობლემა? თბილისის მერიამ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის უზრუნველსაყოფად ინვესტორთა წინადადებების მიღებაზე კონკურსი 2015 წლის თებერვალში გამოაცხადა. როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, კონკურსი ბოლო ეტაპზეა და გამარჯვებული კომპანია მალე დასახელდება. ინვესტორი კომპანია დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს. თუმცა, როდის, კონკრეტული თარიღი უცნობია.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია